სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"

სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ რო­მის პაპი სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­დის და ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მკვეთ­რად უარ­ყო­ფით გან­ცხა­დე­ბებს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით, ა.წ. 30 სექ­ტემ­ბერს ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რე­ბა მისი უწ­მინ­დე­სო­ბა, რო­მის პაპი ფრან­ცის­კე I, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ე­სალ­მე­ბა სტუ­მარს და იმე­დოვ­ნებს, რომ მისი ჩა­მოს­ვლა ხელს შე­უ­წყობს მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბას.

ამას­თან, ვა­ცხა­დებთ, რომ ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მა­თაც და სა­ერ­თოდ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ სიმ­შვი­დი­სა­კენ. შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ჩვენს და რო­მის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან შე­წყვე­ტი­ლია ლოც­ვით-ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რი და ვიდ­რე არ­სე­ბობს დოგ­მა­ტუ­რი სხვა­ო­ბე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი არ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მათ მსა­ხუ­რე­ბა­ში.

ბუ­ნებ­რი­ვია, პაპი მე­სას კა­თო­ლი­კე­ბი­სათ­ვის ატა­რებს და ეს არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პრო­ზე­ლი­ტიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბად, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"

საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"

საპატრიარქო აცხადებს, რომ რომის პაპი საქართველოში მისი უწმინდესობის მოწვევით ჩამოდის და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

საქართველოს საპატრიარქო ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ მკვეთრად უარყოფით განცხადებებს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით, ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I, თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი