პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად: "ჩემი ხელფასით და ჰონორარით ბინის ყიდვა შეუძლებელია"
რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად: "ჩემი ხელფასით და ჰონორარით ბინის ყიდვა შეუძლებელია"

იუ­მო­რისტ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ჩუქ­რად ბინა გა­დას­ცა.

ick.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­რუ­ლაშ­ვილს ბინა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით, სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად გა­და­ე­ცა. სა­ცხოვ­რებ­ლის ფარ­თო­ბი 140 კვ. მეტ­რია. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­და­ცე­მულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში 8 სექ­ტემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და.

რა­ტომ გა­დას­ცა სა­ხელ­მწი­ფომ სა­ჩუქ­რად ბინა ცნო­ბილ იუ­მო­რისტს, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ბესო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ 1 ლა­რად ბინა გა­ჩუ­ქათ კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე...

- არ ვიცი რას მე­უბ­ნე­ბით, მე აქ ვცხოვ­რობ დიდი ხა­ნია. ჯერ მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია ყვე­ლა­ფე­რი და წი­ნას­წარ არ მინ­და ლა­პა­რა­კი.

- რა არის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

- აქ თემა ასე­თია: 7 წე­ლია აქ ვცხოვ­რობ და თუ ვინ­მე არის ცნო­ბი­ლი სახე, მათ შე­აგ­რო­ვეს ხელ­მო­წე­რე­ბი და სა­ხელ­მწი­ფომ გად­მომ­ცა ეს ბინა სა­ჩუქ­რად. რად­გან მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ვართ (იუ­მო­რის­ტის თქმით, ოჯახ­ში 8 ადა­მი­ა­ნია: ის, მისი მე­უღ­ლე, მათი შვი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბი­დან და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი) ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ხელ­მწი­ფოს სთხო­ვეს სიმ­ბო­ლურ ფა­სად გად­მო­ე­ცათ ეს ბინა ჩემ­თვის და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ გად­მომ­ცა. ჩემი ხელ­ფა­სით და ჰო­ნო­რა­რით სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ნის ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის­თვის ბი­ნის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ ხელ­მო­წე­რე­ბი, კულ­ტუ­რის სფე­როს ცნო­ბილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის დროს შე­აგ­რო­ვეს. რო­გორც ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ის მად­ლო­ბე­ლია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც მას გვერ­დით და­უდ­გა და ნა­ნატ­რი ბი­ნის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლო ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენს სა­ხელ­ზე შე­მო­სუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი გვრდი­ის პი­ა­რის ოფიც­რის ბე­სა­რი­ონ ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მის­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ხებ. გვინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, იგი არის ესტრა­დის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი... ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 3000-ზე მეტი კონ­ცერ­ტი მათ შო­რის, საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თი­სა. იგი სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხეა, გა­მო­ირ­ჩე­ვა თავ­მდაბ­ლო­ბით, თა­ვი­სი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლე­ბი­თა და უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით. არის მისი უწ­მინ­დე­სო­ბის, პატ­რი­არ­ქის სტი­ქა­რო­სა­ნი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­კა­ნო­ნე­ბა, ამ უნი­ჭი­ე­რე­სი შე­მოქ­მე­დის ოჯა­ხის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა ბი­ნის შე­ძე­ნი­სა არ გა­აჩ­ნია", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში რო­მელ­საც ხელს ათო­ბით ცნო­ბი­ლი სახე აწერს, მათ შო­რის: გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კახი კავ­სა­ძე, რეზო ამა­შუ­კე­ლი, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, რეზო ჩხე­ი­ძე, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე და სხვე­ბი.

თუმ­ცა, ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის­თვის ბი­ნის დამ­ტკი­ცე­ბა ახ­ლა­ხან მოხ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში 8 სექ­ტემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად: "ჩემი ხელფასით და ჰონორარით ბინის ყიდვა შეუძლებელია"

რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად: "ჩემი ხელფასით და ჰონორარით ბინის ყიდვა შეუძლებელია"

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს საქართველოს მთავრობამ საჩუქრად ბინა გადასცა.

ick.ge-ს ინფორმაციით, ბერულაშვილს ბინა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. საცხოვრებლის ფართობი 140 კვ. მეტრია. სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

რატომ გადასცა სახელმწიფომ საჩუქრად ბინა ცნობილ იუმორისტს, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ბესო ბერულაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ბესო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ 1 ლარად ბინა გაჩუქათ კანდელაკის ქუჩაზე...

- არ ვიცი რას მეუბნებით, მე აქ ვცხოვრობ დიდი ხანია. ჯერ მზადების პროცესშია ყველაფერი და წინასწარ არ მინდა ლაპარაკი.

- რა არის მზადების პროცესში?

- აქ თემა ასეთია: 7 წელია აქ ვცხოვრობ და თუ ვინმე არის ცნობილი სახე, მათ შეაგროვეს ხელმოწერები და სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად. რადგან მრავალსულიანი ოჯახი ვართ (იუმორისტის თქმით, ოჯახში 8 ადამიანია: ის, მისი მეუღლე, მათი შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან და შვილიშვილები) ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფოს სთხოვეს სიმბოლურ ფასად გადმოეცათ ეს ბინა ჩემთვის და ეკონომიკის სამინისტრომ გადმომცა. ჩემი ხელფასით და ჰონორარით სამწუხაროდ, ბინის ყიდვა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს. როგორც ბერულაშვილი ამბობს, ის მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდით დაუდგა და ნანატრი ბინის მიღებაში დაეხმარა. ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში ვკითხულობთ:

"ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერო, თქვენს სახელზე შემოსულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვრდიის პიარის ოფიცრის ბესარიონ ბერულაშვილის განცხადება მისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ. გვინდა მოგახსენოთ, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, იგი არის ესტრადის პოპულარული მსახიობი... ჩატარებული აქვს 3000-ზე მეტი კონცერტი მათ შორის, საქველმოქმედო ხასიათისა. იგი სამაგალითო მეოჯახეა, გამოირჩევა თავმდაბლობით, თავისი ქვეყნის ერთგულებითა და უსაზღვრო სიყვარულით. არის მისი უწმინდესობის, პატრიარქის სტიქაროსანი. საცხოვრებელი ფართის დაკანონება, ამ უნიჭიერესი შემოქმედის ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სხვა საშუალება ბინის შეძენისა არ გააჩნია", - ნათქვამია მიმართვაში რომელსაც ხელს ათობით ცნობილი სახე აწერს, მათ შორის: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, რეზო ამაშუკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, პაატა ბურჭულაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები.

თუმცა, ბერულაშვილისთვის ბინის დამტკიცება ახლახან მოხდა. როგორც აღვნიშნეთ, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი