პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუეტი 33 წლის შემდეგ - არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების ემოციური სიმღერა, ამჯერად... მოხუცთა თავშესაფარში
დუეტი 33 წლის შემდეგ - არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების ემოციური სიმღერა, ამჯერად... მოხუცთა თავშესაფარში

მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის დუ­ე­ტი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში განსკუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. მათი ზო­გი­ერ­თი სიმ­ღე­რა დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­მუდ­მე­ბით ის­მო­და ფრა­ზა: "მღე­რი­ან მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბი"...

ყვე­ლა­ზე ხში­რად მათ­თვის სიმ­ღე­რებს ოთარ თევ­დო­რა­ძე ქმნი­და, მათ შო­რის იყო სიმ­ღე­რა "კარ­თან მოდ­გა შე­მოდ­გო­მა", რომ­ლის მე­ლო­დია და ტექ­სტი ხალ­ხს დღემ­დე ახ­სოვს.

ისი­ნი ყო­ველ­თვის ერ­თად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მე­უღ­ლე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი დუ­ე­ტი დღეს ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობს.

ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მომ­ღე­რა­ლი არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე შიმ­ში­ლო­ბის ზღვარ­ზეა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ირმა ჩიხ­ლა­ძემ ამის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუე იყო და 80 წლის არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძეს მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

ასეა თუ ისე, დღეს არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე თბი­ლის­ში ერთ-ერთ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. ცოტა ხნის წინ სწო­რედ პან­სი­ო­ნა­ტის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ მღე­რი­ან დუ­ეტ­ში მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბი ცნო­ბილ სიმ­ღე­რას - "კარ­თან მოდ­გა შე­მოდ­გო­მა..." (იხი­ლეთ ვი­დეო)

ვი­დე­ოს თან­დარ­თუ­ლი აქვს ასე­თი მი­ნა­წე­რი: "არ­ჩილ და მაყ­ვა­ლა ჩიხ­ლა­ძე­ე­ბი. დუ­ე­ტი 33-წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ Barbare XXI - Home For The Elderly-ში. სწო­რედ ჩვე­ნი პან­სი­ო­ნა­ტი გახ­და მი­ზე­ზი 33-წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შე­წყვე­ტი­სა. ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი ამ სახ­ლის ერ­თერ­თი მას­პინ­ძე­ლია (ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია). სა­ოც­რად თბი­ლი და მშვი­დი ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი..." - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დუეტი 33 წლის შემდეგ - არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების ემოციური სიმღერა, ამჯერად... მოხუცთა თავშესაფარში

დუეტი 33 წლის შემდეგ - არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების ემოციური სიმღერა, ამჯერად... მოხუცთა თავშესაფარში

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განსკუთრებულად პოპულარული იყო. მათი ზოგიერთი სიმღერა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, გამუდმებით ისმოდა ფრაზა: "მღერიან მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები"...

ყველაზე ხშირად მათთვის სიმღერებს ოთარ თევდორაძე ქმნიდა, მათ შორის იყო სიმღერა "კართან მოდგა შემოდგომა", რომლის მელოდია და ტექსტი ხალხს დღემდე ახსოვს.

ისინი ყოველთვის ერთად მოიაზრებოდნენ, თუმცა მეუღლეებისგან შემდგარი დუეტი დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილობის ზღვარზეა, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, მომღერლის ქალიშვილმა ირმა ჩიხლაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო და 80 წლის არჩილ ჩიხლაძეს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ასეა თუ ისე, დღეს არჩილ ჩიხლაძე თბილისში ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ სწორედ პანსიონატის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ მღერიან დუეტში მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები ცნობილ სიმღერას - "კართან მოდგა შემოდგომა..."   (იხილეთ ვიდეო)

ვიდეოს თანდართული აქვს ასეთი მინაწერი: "არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეები. დუეტი 33-წლიანი შესვენების შემდეგ Barbare XXI - Home For The Elderly-ში. სწორედ ჩვენი პანსიონატი გახდა მიზეზი 33-წლიანი შესვენების შეწყვეტისა. ბატონი არჩილი ამ სახლის ერთერთი მასპინძელია (ბენეფიციარია). საოცრად თბილი და მშვიდი ბატონი არჩილი..." - ვკითხულობთ პოსტში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი