ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძე მოკლეს. შემთხვევა 15:20 წუთზე მოხდა. ნიღბიანმა მამაკაცმა ავტომობილში მყოფ ჯოხაძეს და მასთან ერთად მყოფ ზაქარია ჩიბუხაშვილს ცეცხლი გაუხსნა. ჩიბუხაშვილი მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს.
იგი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ყველაზე თამამ და პოპულარულ მოდელზე, მარიშა მაისურაძეზე იქორწინა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, ნათობაძე წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა უცნობია რა თანამდებობაზე. საუბარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდზე.
როგორც ცნობილია, სხვადასხვა ბრალდებით ნათობაძე არაერთხელ იყო დაკავებული და საპატიმრო მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
Ambebi.ge-სთან საუბარში მოკლული ჯოხაძის ოჯახის ახლობელმა განაცხადა, რომ ბადუკა ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ხვალ ქვეყნის დატოვებასაც აპირებდა. მისივე ინფორმაციით, "ბადუკას" კიევის ბილეთი ჰქონდა აღებული. რა მიზნით აპირებდა ის კიევში გამგზავრებას ან ვისთან, უცნობია. კიევის ბილეთი ჰქონდა აღებული სოსო ჯოხაძესაც, რომელიც ბოლო დროს უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში შვილის დაბადების გამო ჩამოვიდა.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
ასევე ნახეთ: ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება