პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევის დროს სოსოს ძმაც მანქანაში იყო... მკვლელმა სწორედ მასზე იძია შური" - რა მოხდა სამი წლის წინ ბრალდებულ ნათობაძესა და ძმებ ჯოხაძეებს შორის
"შემთხვევის დროს სოსოს ძმაც მანქანაში იყო... მკვლელმა სწორედ მასზე იძია შური" -  რა მოხდა სამი წლის წინ ბრალდებულ ნათობაძესა და ძმებ ჯოხაძეებს შორის

ფა­ლი­აშ­ვი­ლის და რი­გის კუ­თხე­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს სოსო ჯო­ხა­ძე მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის ძმაა. იგი ავ­ტო­მო­ბი­ლით ად­ვო­კატ ზა­ქა­რია ჩი­ბუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მათ ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მი­უხ­ლოვ­და და ცე­ცხლი გა­უხ­სნა. დაჭ­რი­ლი ად­ვო­კა­ტი ამ დრო­ის­თვის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ნა­თო­ბა­ძე (ბა­დუ­კა) და­ა­კა­ვეს. Ambebi.ge სოსო ჯო­ხა­ძის მე­გობ­რის შვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა.

- სოსო მა­მას მე­გო­ბა­რი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, თვე­ნა­ხევ­რის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათი დღის წინ შვი­ლი გა­უჩ­ნდა და ამ დღე­ებ­ში ისევ აპი­რებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ დაბ­რუ­ნე­ბას. თით­ქოს გული უგ­რძნობ­და, ამო­ვი­და და მა­მას და­ემ­შვი­დო­ბა.

- და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს­თან?

- რო­გორც ვიცი სამი წლის წინ, ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და ბარ­ში, სა­დაც სოსო და მისი ძმა გი­ორ­გიც იყ­ვნენ, იქ გი­ორ­გის და ბა­დუ­კას შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი, რო­გორც ვიცი ბა­დუ­კას ხელი მოხ­ვდა, შემ­დეგ სოსო სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და, დაბ­რუნ­და და ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძემ შური იძია გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე­ზე და ძმა მო­უკ­ლა. ასე და­ტო­ვა ძმა ძმის, დედა შვი­ლის, ათი დღის ბავ­შვი მა­მის, ცოლი ქმრის და მე­გობ­რე­ბი სო­სოს გა­რე­შე ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძემ. სოსო ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და. ვა­რა­უ­დო­ბენ, თით­ქოს ბა­დუ­კას გი­ორ­გი და სოსო ერ­თმა­ნეთ­ში აე­რია, მაგ­რამ გი­ორ­გის წვე­რი არას­დროს უტა­რე­ბია.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან, ტყუ­პებ­თან და სწო­რედ მათი შუ­რის­ძი­ე­ბის გამო მოკ­ლეს სოსო, თქვენ რა გსმე­ნი­ათ ამ ვერ­სი­ის შე­სა­ხებ...

- არ ვიცი, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ტყუ­პე­ბი და ბა­დუ­კა ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ახლა რო­მე­ლი­ღაც ტყუ­პი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა მოკ­ლეს სოსო. ტყუ­პებს და გი­ორ­გის ჰქონ­დათ და­პი­რის­პი­რე­ბა, სოსო ამ საქ­მეს­თან არა­ფერ კავ­შირ­ში იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს ეგ არის მკვლე­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კაცი, მი­ლი­ონ­ჯერ და­ი­ჭი­რეს და ერთ დღე­ში უშ­ვებ­დნენ ცი­ხი­დან. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია ბა­დუ­კა.

- სოსო ჯო­ხა­ძის გარ­და ვინ ჰყავს მოკ­ლუ­ლი?

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავს დაჭ­რი­ლი, ორი კვი­რის წინ ვი­ღაც სცე­მა მაგ­რად, ერთი კვი­რის წინ დაჭ­რა ვა­კე­ლი ბიჭი, ახლა კი სოსო მოკ­ლა. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა და­დი­ო­დეს ასე­თი ბიჭი. ღმერ­თი არ აპა­ტი­ებს ამას. სოსო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და, მას­ზე კარ­გის მეტს ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ, დღეს ჩემი თვა­ლე­ბით და ხე­ლე­ბით შე­ვე­ხე გარ­დაც­ვლილ სო­სოს. შემ­თხვე­ვის დროს გი­ორ­გიც მან­ქა­ნა­ში იჯდა, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე. მკვლელ­მა მას­ზე იძია შური. ძმა თვალ­წინ მო­უკ­ლეს. რომ ვნა­ხე მისი ძმა გარ­დაც­ვლილ ძმას რო­გორ ეხუ­ტე­ბო­და ცუ­დად გავ­ხდი. ბა­დუ­კას რმ აკა­ვებ­დნენ, მან­ქა­ნა­ში რომ ჩას­ვეს სა­ხე­ში შე­ვა­ფურ­თხე.

- იქ იყა­ვით და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში?

- კი, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გარ­ბო­და და სა­ხე­ზე მა­ი­სუ­რი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. ხალ­ხმა გვი­თხრა საით გა­იქ­ცა და ისიც თქვეს, მკვლე­ლო­ბა ისე ჩა­ი­დი­ნა თით­ქოს სი­კე­თეს აკე­თებ­დაო. შოკ­ში ვარ, არ მე­გო­ნა სოსო ასე თუ წა­ვი­დო­და ამ ქვეყ­ნი­დან. არა­კა­ცია ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე და მინ­და რომ სას­ტი­კად და­ი­სა­ჯოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

იხი­ლეთ: "ბა­დუ­კა ხვალ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, კი­ე­ვის ბი­ლე­თი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი" - რას ჰყვე­ბი­ან ჯო­ხა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ზე

ინ­ტერ­ნეტ­ში ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შემთხვევის დროს სოსოს ძმაც მანქანაში იყო... მკვლელმა სწორედ მასზე იძია შური" - რა მოხდა სამი წლის წინ ბრალდებულ ნათობაძესა და ძმებ ჯოხაძეებს შორის

"შემთხვევის დროს სოსოს ძმაც მანქანაში იყო... მკვლელმა სწორედ მასზე იძია შური" -  რა მოხდა სამი წლის წინ ბრალდებულ ნათობაძესა და ძმებ ჯოხაძეებს შორის

ფალიაშვილის და რიგის კუთხეში შეიარაღებული თავდასხმის დროს სოსო ჯოხაძე მოკლეს, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა. იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუხლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს. Ambebi.ge სოსო ჯოხაძის მეგობრის შვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის მოტივი შურისძიებაა.

- სოსო მამას მეგობარი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი, თვენახევრის წინ დაბრუნდა საქართველოში, ათი დღის წინ შვილი გაუჩნდა და ამ დღეებში ისევ აპირებდა საზღვარგარეთ დაბრუნებას. თითქოს გული უგრძნობდა, ამოვიდა და მამას დაემშვიდობა.

- დაპირისპირება ჰქონდა ბადუკა ნათობაძესთან?

- როგორც ვიცი სამი წლის წინ, ბადუკა ნათობაძე იმყოფებოდა ბარში, სადაც სოსო და მისი ძმა გიორგიც იყვნენ, იქ გიორგის და ბადუკას შორის მოხდა ჩხუბი, როგორც ვიცი ბადუკას ხელი მოხვდა, შემდეგ სოსო საქართველოდან წავიდა, დაბრუნდა და ბადუკა ნათობაძემ შური იძია გიორგი ჯოხაძეზე და ძმა მოუკლა. ასე დატოვა ძმა ძმის, დედა შვილის, ათი დღის ბავშვი მამის, ცოლი ქმრის და მეგობრები სოსოს გარეშე ბადუკა ნათობაძემ. სოსო ვაჟკაცი ბიჭი იყო, ყველას უყვარდა. ვარაუდობენ, თითქოს ბადუკას გიორგი და სოსო ერთმანეთში აერია, მაგრამ გიორგის წვერი არასდროს უტარებია.

- ამბობენ, რომ ჯოხაძეებს დაპირისპირება ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილებთან, ტყუპებთან და სწორედ მათი შურისძიების გამო მოკლეს სოსო, თქვენ რა გსმენიათ ამ ვერსიის შესახებ...

- არ ვიცი, გადმოცემით ვიცი, რომ ტყუპები და ბადუკა ძალიან ახლობლები იყვნენ. ახლა რომელიღაც ტყუპი გამოვიდა ციხიდან და მაინცდამაინც ახლა მოკლეს სოსო. ტყუპებს და გიორგის ჰქონდათ დაპირისპირება, სოსო ამ საქმესთან არაფერ კავშირში იყო. რაც შეეხება  ბადუკა ნათობაძეს ეგ არის მკვლელი, "ნაციონალების" კაცი, მილიონჯერ დაიჭირეს და ერთ დღეში უშვებდნენ ციხიდან. ვანო მერაბიშვილის მეგობარია ბადუკა.

- სოსო ჯოხაძის გარდა ვინ ჰყავს მოკლული?

- ბევრი ადამიანი ჰყავს დაჭრილი, ორი კვირის წინ ვიღაც სცემა მაგრად, ერთი კვირის წინ დაჭრა ვაკელი ბიჭი, ახლა კი სოსო მოკლა. ეს საშინელებაა, საქართველოში არ უნდა დადიოდეს ასეთი ბიჭი. ღმერთი არ აპატიებს ამას. სოსო განსაკუთრებულად მიყვარდა, მასზე კარგის მეტს ვერაფერს გაიგებთ, დღეს ჩემი თვალებით და ხელებით შევეხე გარდაცვლილ სოსოს. შემთხვევის დროს გიორგიც მანქანაში იჯდა, უკანა სავარძელზე. მკვლელმა მასზე იძია შური. ძმა თვალწინ მოუკლეს. რომ ვნახე მისი ძმა გარდაცვლილ ძმას როგორ ეხუტებოდა ცუდად გავხდი. ბადუკას რმ აკავებდნენ, მანქანაში რომ ჩასვეს სახეში შევაფურთხე.

- იქ იყავით დაკავების მომენტში?

- კი, ფალიაშვილზე გარბოდა და სახეზე მაისური ჰქონდა აფარებული. ხალხმა გვითხრა საით გაიქცა და ისიც თქვეს, მკვლელობა ისე ჩაიდინა თითქოს სიკეთეს აკეთებდაო. შოკში ვარ, არ მეგონა სოსო ასე თუ წავიდოდა ამ ქვეყნიდან. არაკაცია ბადუკა ნათობაძე და მინდა რომ სასტიკად დაისაჯოს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ: "ბადუკა ხვალ ქვეყნის დატოვებას აპირებდა, კიევის ბილეთი ჰქონდა აღებული" - რას ჰყვებიან ჯოხაძის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულზე

ინტერნეტში ვაკეში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი