პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"
ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

9 წლის ირაკ­ლი ცა­ლა­გო­ვი კას­პის სტა­დი­ონ­ზე ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ დე­დამ უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად გა­უშ­ვა. სულ რამ­დე­ნი­მე ხან­ში შვი­ლი ატი­რე­ბულ­მა ძმამ და და­ნარ­ჩენ­მა ბავ­შვებ­მა კორ­პუს­თან ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მი­უყ­ვა­ნეს, - ბავ­შვებს წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, რომ ირაკ­ლი ცო­ცხა­ლი აღარ იყო… ხში­რად პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი სტა­დი­ო­ნებ­ზე კა­რი­დან შეს­ვლის ნაც­ვლად ღო­ბი­დან დაძ­ვრე­ბი­ან და ირაკ­ლიც ასე მო­იქ­ცა. სტა­დი­ო­ნის ღო­ბე­ზე აძ­ვრა და თა­ვის შე­სა­მაგ­რებ­ლად პირ­და­პირ მის თავ­ზე და­კი­დე­ბულ შიშ­ველ სა­დენს ჩა­ავ­ლო ხელი...

ბავ­შვებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის ნაც­ვლად ირაკ­ლის დე­დას­თან წაყ­ვა­ნა ირ­ჩი­ეს, თუმ­ცა­ღა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბას აზრი აღარც ჰქონ­და, ირაკ­ლი და­ცე­მი­სას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ტრა­გე­დი­ამ ყვე­ლა შეძ­რა - მათ შო­რის ალ­ბათ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის თავ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს წლე­ბის მან­ძილ­ზე შეს­ცქე­როდ­ნენ, მაგ­რამ ეს უკვე აღა­რა­ფერს ცვლის. რაც შე­ე­ხე­ბა კას­პის ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას სამ­სა­ხურს, იქ რბი­ლად რომ ვთქვათ, ტრა­გე­დი­ის სა­პა­სუ­ხოდ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტე­ბი არ­სე­ბობს. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბიძა კი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ დას­ჯა­ზე სა­უბ­რობს.

"თავ­ზე ენი­თა­უ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა, თა­ვად ბავ­შვის მშობ­ლე­ბი ისე­თი გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან, რომ ყვე­ლაფ­რის ძალა და­კარ­გეს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ღარც ლა­პა­რა­კო­ბენ, და­მუნ­ჯე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვე­ნი ლა­მა­ზი ბი­ჭის სიკ­ვდილ­ში დამ­ნა­შა­ვე ვინც არის, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს, - ბავ­შვი სახ­ლი­დან საღ­სა­ლა­მა­თი გაგ­ზავ­ნეს და გარ­დაც­ვლი­ლი და­უბ­რუნ­დათ. ამ ტრა­გე­დი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა მშვი­დად რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა?! ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იმის გამო მოხ­და რომ ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას სამ­სა­ხურს არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და არც ადა­მი­ა­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, - ყვე­ლამ მშვე­ნივ­რად იცის ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხს რა დღე­ში აყე­ნებ­და თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბით რა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. ასე შე­ი­წი­რეს ჩვე­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლეც.

ირაკ­ლი სა­ო­ცა­რი ბავ­შვი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სი­ცო­ცხლით სავ­სე… კა­ჟი­ვით ჯან­მრთე­ლი, ბო­ლოს მშობ­ლებს რაგ­ბი­ზე დაჰ­ყავ­დათ, დენს რომ არ და­ერ­ტყა, ღო­ბი­დან ჩა­მო­ვარ­დნით არ მოკ­ვდე­ბო­და. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რო­გორც მი­თხრეს, კას­პის ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ა­ში გა­ი­ძა­ხი­ან, - დენი რა შუ­ა­შია, ბავ­შვი ღო­ბე­ზე მიძ­ვრე­ბო­და, გად­მო­ვარ­და, ცუ­დად და­ე­ცა და და­ი­ღუ­პაო. ეს ტყუ­ი­ლია, - ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი ჯერ არ გვაქვს, მაგ­რამ ბავ­შვს და­ხე­დეს თუ არა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ელექტრო­დე­ნით არის და­ღუ­პუ­ლიო. ესე­ნი კი თა­ვი­სი სა­ცო­და­ვი თა­ვის და­სა­ცა­ვად სი­სუ­ლე­ლე­ებს ლა­პა­რა­კო­ბენ.

-გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ბე­ლი 2007 წელს გა­და­ა­ტა­რეს სტა­დი­ო­ნის თავ­ზე წე­სის დარ­ღვე­ვით, - სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი­დან ახლო მან­ძილ­ზე. ნუთუ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე საფრ­თხეს ვე­რა­ვინ ამ­ჩნევ­და, მათ შო­რის ვერც ის ოჯა­ხი, რო­მელ­საც ამ სა­დე­ნით ელექტრე­ნერ­გია მი­ე­წო­დე­ბო­და?!

- რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხის უფ­რო­სი თა­ვად აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ა­ში წას­ვლას, - მე თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ, და­მი­ჭი­რე­თო. კა­ბე­ლი თან­და­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწევ­და, დაბ­ლა, სტა­დი­ო­ნი­სა­კენ და თა­ვად სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე რომ არ და­ცე­მუ­ლი­ყო, პირ­და­პირ სტა­დი­ო­ნი­დან ჯო­ხიც კი შე­უ­ყე­ნეს გა­სა­მაგ­რებ­ლად, რომ ქარს სა­დე­ნი სტა­დი­ონ­ზე არ ჩა­მო­ეგ­დო და ვინ­მე არ მო­ეკ­ლა. დღე­საც მხო­ლოდ ეს ჯოხი ამაგ­რებს ამ კა­ბელს. ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას ამ საფრ­თხის გამო არა მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნი, არა­მედ სხვე­ბიც მი­მარ­თავ­დნენ, თა­ვად კა­ბე­ლით მო­სარ­გებ­ლე ოჯახს კი გან­ცხა­დე­ბაც აქვს და­წე­რი­ლი, ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ა­ში, სა­დაც კა­ბე­ლის სხვა ტრანსფორ­მა­ტორ­ზე გა­და­ტა­ნას ითხო­ვენ. მაგ­რამ ამ სამ­სა­ხურს რე­აქ­ცია არ ჰქონ­და. თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბით მოგ­ვიმ­ზა­დეს ეს უბე­დუ­რე­ბა.

...სა­ნამ ირაკ­ლის მოგ­ვიკ­ლავ­და, თურ­მე დენს ამ სტა­დი­ონ­ზე ორი ბავ­შვის­თვის და­ურ­ტყამს და ერ­თის­თვის ხე­ლის თი­თე­ბიც და­უ­ზი­ა­ნე­ბია. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამას ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია.

- შე­საძ­ლოა შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ბავ­შვებს შინ არც უთ­ქვამთ, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფრ­თხე ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ იყო, ალ­ბათ უფრო ქმე­დი­თი ბრძო­ლა იყო სა­ჭი­რო.

- იმ ოჯახ­მა რომ მი­მარ­თა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც ამ მავ­თუ­ლით დენი მი­ე­წო­დე­ბა, რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო?! რაღა გა­ა­კე­თა, რა გა­ა­წყო?! ამი­ტო­მაც ყვე­ლა უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, ჩვენ ირაკ­ლის ვე­რა­ვინ გაგ­ვი­ცო­ცხლებს, ვერც მის მშობ­ლებს გან­კურ­ნავს ამ ტკი­ვი­ლი­სა­გან ვინ­მე ვე­რა­სო­დეს, მაგ­რამ თუკი ამ ტრა­გე­დი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი მშვი­დად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას, სხვა ტრა­გე­დი­ებ­საც შე­უ­წყო­ბენ ხელს, ეს არ უნდა მოხ­დეს.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს, მათ შო­რის კას­პის ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ა­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, სა­დაც თი­თო­უ­ლი მათ­გა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან გვა­მი­სა­მარ­თებ­და.

სოსო მი­დე­ლაშ­ვი­ლი, კას­პის ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას აბო­ნენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უმ­ცრო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი: "აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­სა­დე­ნის კვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­რო­ზე გა­და­ტა­ნის მო­თხოვ­ნით, კა­ბე­ლით მო­სარ­გებ­ლე პირს ნამ­დვი­ლად აქვს შე­მო­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა. კერ­ძოდ, ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა 2016 წლის 26 ივ­ლი­სით თა­რიღ­დე­ბა.

- სა­პა­სუ­ხოდ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და?

- ვერ გა­ტარ­დე­ბო­და. სე­მე­კის დად­გე­ნი­ლე­ბით, აღ­ნი­შუ­ლი სა­მუ­შაო კერ­ძო, ოჯა­ხის ხარ­ჯე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუკი სა­მუ­შაო, არა კერ­ძო პი­რის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს შე­ი­ცავს?

… აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე რეს­პონ­დენ­ტმა პა­სუ­ხი ვერ გაგ­ვცა და და­კავ­ში­რე­ბა ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას მთა­ვარ ინ­ჟი­ნერ­თან მოგ­ვიხ­და, რომ­ლის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

იო­სებ ზე­რე­კი­ძე: "ვიცი ახლა რას და­ი­წყებთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. თავი და­მა­ნე­ბეთ. არა­ფე­რი ვიცი, მი­მარ­თეთ ზემ­დგო­მებს; ყვე­ლა­ფე­რი მათ იცი­ან. მაგ ბავ­შვის სიკ­ვდილ­ში მარ­ტო დე­ნია დამ­ნა­შა­ვე?!"

ასე­თი კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ ჩვენ კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვას უარ­ყო­ფენ, რაც ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ბაბს არ იძ­ლე­ვა. თუმ­ცა­ღა, ჩემი პი­რა­დი აზ­რით, რა­ხან სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სწო­რედ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ნიშ­ნავს, რა­შიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად იხ­დის ფულს, პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლო­ბად არ ით­ვლე­ბა.

ეთერ ერა­ძე

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" კას­პში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა

ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა. სულ რამდენიმე ხანში შვილი ატირებულმა ძმამ და დანარჩენმა ბავშვებმა კორპუსთან ხელში აყვანილი მიუყვანეს, - ბავშვებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ირაკლი ცოცხალი აღარ იყო… ხშირად პატარა ბიჭები სტადიონებზე კარიდან შესვლის ნაცვლად ღობიდან დაძვრებიან და ირაკლიც ასე მოიქცა. სტადიონის ღობეზე აძვრა და თავის შესამაგრებლად პირდაპირ მის თავზე დაკიდებულ შიშველ სადენს ჩაავლო ხელი...

ბავშვებმა სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად ირაკლის დედასთან წაყვანა ირჩიეს, თუმცაღა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სასწრაფოს გამოძახებას აზრი აღარც ჰქონდა, ირაკლი დაცემისას უკვე გარდაცვლილი იყო. ტრაგედიამ ყველა შეძრა - მათ შორის ალბათ ის ადამიანებიც, რომლებიც ბავშვების თავზე ჩამოკიდებულ სასიკვდილო საფრთხეს წლების მანძილზე შესცქეროდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ცვლის. რაც შეეხება კასპის ენერგოპროჯორჯიას სამსახურს, იქ რბილად რომ ვთქვათ, ტრაგედიის საპასუხოდ ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს. გარდაცვლილი ბავშვის ბიძა კი მომხდართან დაკავშირებული დამნაშავეების აუცილებელ დასჯაზე საუბრობს.

"თავზე ენითაუწერელი ტრაგედია დაგვატყდა, თავად ბავშვის მშობლები ისეთი გათიშულები არიან, რომ ყველაფრის ძალა დაკარგეს, ჯერჯერობით ვეღარც ლაპარაკობენ, დამუნჯებულები არიან, მაგრამ ჩვენი ლამაზი ბიჭის სიკვდილში დამნაშავე ვინც არის, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, - ბავშვი სახლიდან საღსალამათი გაგზავნეს და გარდაცვლილი დაუბრუნდათ. ამ ტრაგედიაში დამნაშავეებმა მშვიდად როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება?! ეს საშინელება იმის გამო მოხდა რომ ენერგოპროჯორჯიას სამსახურს არც პროფესიონალიზმი და არც ადამიანური პასუხისმგებლობები არ გააჩნია, - ყველამ მშვენივრად იცის ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ხალხს რა დღეში აყენებდა თავისი უმოქმედობით რა უპასუხისმგებლობით. ასე შეიწირეს ჩვენი ბავშვის სიცოცხლეც.

ირაკლი საოცარი ბავშვი იყო, განსაკუთრებულად თბილი, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე… კაჟივით ჯანმრთელი, ბოლოს მშობლებს რაგბიზე დაჰყავდათ, დენს რომ არ დაერტყა, ღობიდან ჩამოვარდნით არ მოკვდებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, როგორც მითხრეს, კასპის ენერგოპროჯორჯიაში გაიძახიან, - დენი რა შუაშია, ბავშვი ღობეზე მიძვრებოდა, გადმოვარდა, ცუდად დაეცა და დაიღუპაო. ეს ტყუილია, - ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბავშვს დახედეს თუ არა, სავარაუდოდ, ელექტროდენით არის დაღუპულიო. ესენი კი თავისი საცოდავი თავის დასაცავად სისულელეებს ლაპარაკობენ.

-გავრცელებული ინფორმაციით, კაბელი 2007 წელს გადაატარეს სტადიონის თავზე წესის დარღვევით, - სათამაშო მოედანიდან ახლო მანძილზე. ნუთუ ამ წლების მანძილზე საფრთხეს ვერავინ ამჩნევდა, მათ შორის ვერც ის ოჯახი, რომელსაც ამ სადენით ელექტრენერგია მიეწოდებოდა?!

- რამდენადაც მე ვიცი, აღნიშნული ოჯახის უფროსი თავად აპირებდა პოლიციაში წასვლას, - მე თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირეთო. კაბელი თანდათან წლების განმავლობაში იწევდა, დაბლა, სტადიონისაკენ და თავად სათამაშო მოედანზე რომ არ დაცემულიყო, პირდაპირ სტადიონიდან ჯოხიც კი შეუყენეს გასამაგრებლად, რომ ქარს სადენი სტადიონზე არ ჩამოეგდო და ვინმე არ მოეკლა. დღესაც მხოლოდ ეს ჯოხი ამაგრებს ამ კაბელს. ენერგოპროჯორჯიას ამ საფრთხის გამო არა მხოლოდ ეს ადამიანი, არამედ სხვებიც მიმართავდნენ, თავად კაბელით მოსარგებლე ოჯახს კი განცხადებაც აქვს დაწერილი, ენერგოპროჯორჯიაში, სადაც კაბელის სხვა ტრანსფორმატორზე გადატანას ითხოვენ. მაგრამ ამ სამსახურს რეაქცია არ ჰქონდა. თავიანთი დანაშაულებრივი უმოქმედობით მოგვიმზადეს ეს უბედურება.

...სანამ ირაკლის მოგვიკლავდა, თურმე დენს ამ სტადიონზე ორი ბავშვისთვის დაურტყამს და ერთისთვის ხელის თითებიც დაუზიანებია. საუბედუროდ, ამას ყურადღება არავინ მიაქცია.

- შესაძლოა შემთხვევის შესახებ ბავშვებს შინ არც უთქვამთ, მაგრამ წლების განმავლობაში საფრთხე ასეულობით ადამიანის თვალწინ იყო, ალბათ უფრო ქმედითი ბრძოლა იყო საჭირო.

- იმ ოჯახმა რომ მიმართა შესაბამის სამსახურს, რომელსაც ამ მავთულით დენი მიეწოდება, რა შედეგი გამოიღო?! რაღა გააკეთა, რა გააწყო?! ამიტომაც ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ჩვენ ირაკლის ვერავინ გაგვიცოცხლებს, ვერც მის მშობლებს განკურნავს ამ ტკივილისაგან ვინმე ვერასოდეს, მაგრამ თუკი ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას, სხვა ტრაგედიებსაც შეუწყობენ ხელს, ეს არ უნდა მოხდეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ყველა შესაბამის სამსახურს, მათ შორის კასპის ენერგოპროჯორჯიასა და მუნიციპალიტეტს, სადაც თითოული მათგანი ერთმანეთთან გვამისამართებდა.

სოსო მიდელაშვილი, კასპის ენერგოპროჯორჯიას აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი: "აღნიშნული ელექტროსადენის კვების ალტერნატიულ წყაროზე გადატანის მოთხოვნით, კაბელით მოსარგებლე პირს ნამდვილად აქვს შემოტანილი განცხადება. კერძოდ, ჩემ ხელთ არსებული განცხადება 2016 წლის 26 ივლისით თარიღდება.

- საპასუხოდ რა ღონისძიებები გატარდა?

- ვერ გატარდებოდა. სემეკის დადგენილებით, აღნიშული სამუშაო კერძო, ოჯახის ხარჯებით ხორციელდება.

- იმ შემთხვევაშიც თუკი სამუშაო, არა კერძო პირის, არამედ საზოგადოებისთვის სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს?

… აღნიშნულ კითხვაზე რესპონდენტმა პასუხი ვერ გაგვცა და დაკავშირება ენერგოპროჯორჯიას მთავარ ინჟინერთან მოგვიხდა, რომლის პასუხი ასეთი იყო:

იოსებ ზერეკიძე: "ვიცი ახლა რას დაიწყებთ ჟურნალისტები. თავი დამანებეთ. არაფერი ვიცი, მიმართეთ ზემდგომებს; ყველაფერი მათ იციან. მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

ასეთი კომენტარის შემდეგ ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებსაც დავუკავშირდით, სადაც აღნიშნულ პრობლემაზე განცხადებით მიმართვას უარყოფენ, რაც ეჭვის შეტანის საბაბს არ იძლევა. თუმცაღა, ჩემი პირადი აზრით, რახან სახელმწიფო თანამდებობის პირებს სწორედ პრობლემების მოსაგვარებლად ნიშნავს, რაშიც ოფიციალურად იხდის ფულს, პრობლემებზე რეაგირებისთვის განცხადებები აუცილებლობად არ ითვლება.

ეთერ ერაძე

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ენერგო-პრო ჯორჯია" კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი