სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები წერილებში
"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები წერილებში

"ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და" - ასე იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ქა­და­გე­ბა­ში პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე თა­ვის ბავ­შვო­ბას...

ილია (ერის­კა­ცო­ბა­ში ირაკ­ლი) ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვი­ლი 1933 წლის 4 იან­ვარს ვლა­დი­კავ­კაზ­ში, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასულ კო­ბა­ი­ძის კე­თილ­მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი შვი­ლებს თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში ზრდი­და. ოჯა­ხი წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. უკვე ბე­რად შემ­დგარ შვილს მამა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­წი­წე­ბით სავ­სე წე­რილს უგ­ზავ­ნის:

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა­თა. მო­კი­თხვა და გა­მარ­ჯვე­ბა მამა ილი­ას, აწ ჩემ შვილს ირაკ­ლი­სა. ყოვ­ლად­შემ­ძლე­სა ღმერ­თსა ვს­თხოვთ შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს, რომ შენი გული იყოს მუ­დამ გა­ხა­რე­ბუ­ლი. ამა­ღამ წმინ­და ნი­ნო­ო­ბაა, შე­გე­წი­ოს და და­გეხ­მა­როს. ირაკ­ლი, ჩვე­ნი დარ­დი ნუ გექ­ნე­ბა, ჩვენ სუყ­ვე­ლა­ნი კარ­გად ვართ. გი­მე­ო­რებ, ჩვენ არა­ფე­რი გვი­ჭირს რა, შენ გადი იო­ლა­სა, იყა­ვი კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენ­თან მუ­დამ. ჩვენს წუ­თი­სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა სიზ­მა­რია. გწერს გა­გაი, კი­დავ და კი­დავ, ღმერ­თი იყოს შენ­თა­ნა. მამა" - ას­რუ­ლებს შვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ემო­ცი­ურ წე­რილს გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: იშ­ვი­ა­თი ფო­ტო­მა­სა­ლა ილია მე­ო­რეს ცხოვ­რე­ბი­დან

ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ილია მე­ო­რი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში დედა წერს: "მო­კი­თხვა ჩემ საყ­ვა­რელ და ძვირ­ფას შვილს ირაკ­ლის, შევ­ნატ­რი ჩვენს გამ­ჩენ ღმერ­თს შენს სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლად ყოფ­ნას, რომ იყოს შენი სი­ცო­ცხლე გა­ხა­რე­ბუ­ლი შენი ჯან­მრთე­ლო­ბით და ვხა­რობ­დეთ ჩვენ­ცა შენგნით. ირაკ­ლი, მი­ვი­ღე შენი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფული, წე­რი­ლი და რა თქმა უნდა გა­ვი­ხა­რეთ. ჩვენ იო­ლას გავ­დი­ვართ, იქ­ნებ გჭირ­დე­ბო­და და და­ი­კალ და ჩვენ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე... გე­ნაც­ვა­ლას დედა... ნი­ნო­ო­ბას გწერ ამ წე­რილს, იყავ კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი, ღვთის­მშო­ბე­ლი, ნინო სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი გეხ­მა­რე­ბო­დეს და გფა­რავ­დეს შვი­ლო ჩემო. მო­კი­თხვა ყვე­ლა შენს კე­თი­ლებ­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის პა­ტი­ო­სან მორ­წმუ­ნეთ. დედა".

კი­დევ ერთ წე­რილ­ში ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბულ შვილს სამ­შობ­ლო­დან მო­კი­თხვას უგ­ზავ­ნის: "მო­კი­თხვა ჩემს საყ­ვა­რელ შვილს, ძვირ­ფას, ოქ­როს, ბრი­ლი­ანტს. შევ­ნატ­რი ღმერ­თს, შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს ჩემო გულო. ეხლა მი­ვი­ღეთ შენი დე­პე­შა, რო­მელ­შიც იწე­რე­ბი რო­გორ ჩახ­ვე­დი­თო, ჩვენ კარ­გად ჩა­ვე­დით, ორი დღე მცხე­თას გავ­ჩერ­დით, მერე სუყ­ვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით. მო­კი­თხვა ყვე­ლას, შენს კე­თი­ლებს, შენს ერ­თგულ ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებ­საც. კარ­გად იყავ ჩემო სი­ცო­ცხლევ, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი ყვე­ლა საქ­მე­ში და ყვე­ლა ბიჯ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი ღვთის­მშო­ბელს, რომ გი­ფა­რავ­დეს და გიხ­სნი­დეს ბო­რო­ტის­გან. გწერს შენი დე­დაი, შენი გზის მყუ­რე­ბე­ლი"...

პატ­რი­არ­ქი­სად­მი მშობ­ლე­ბის მიერ მი­წე­რილ ემო­ცი­ურ წე­რი­ლებს ჟურ­ნალ­მა "კა­რიბ­ჭემ" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მო­უ­ყა­რა თავი და მათი გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­საც აძ­ლევს. "კა­რიბ­ჭის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი და უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვიც ქვეყ­ნდე­ბა, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს - რას წე­რენ ბავ­შვე­ბი ილია მე­ო­რეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები წერილებში

"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები წერილებში

"ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა" - ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...

ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.

გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემ შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა" - ასრულებს შვილისადმი გაგზავნილ ემოციურ წერილს გიორგი შიოლაშვილი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: იშვიათი ფოტომასალა ილია მეორეს ცხოვრებიდან

ნინოობის დღესასწაულზე ილია მეორისადმი მიწერილ წერილში დედა წერს: "მოკითხვა ჩემ საყვარელ და ძვირფას შვილს ირაკლის, შევნატრი ჩვენს გამჩენ ღმერთს შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელად ყოფნას, რომ იყოს შენი სიცოცხლე გახარებული შენი ჯანმრთელობით და ვხარობდეთ ჩვენცა შენგნით. ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა გავიხარეთ. ჩვენ იოლას გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა და დაიკალ და ჩვენ გამოგვიგზავნე... გენაცვალას დედა... ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი, ნინო საქართველოს განმანათლებელი გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. მოკითხვა ყველა შენს კეთილებსა და ეკლესიისთვის პატიოსან მორწმუნეთ. დედა".

კიდევ ერთ წერილში ნატალია კობაიძე რუსეთში გამგზავრებულ შვილს სამშობლოდან მოკითხვას უგზავნის: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს, ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს, შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას გავჩერდით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით. მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს, შენს ერთგულ ქართველებსა და რუსებსაც. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი"...

პატრიარქისადმი მშობლების მიერ მიწერილ ემოციურ წერილებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.

ასევე წაიკითხეთ: ემოციური წერილები პატრიარქს - რას წერენ ბავშვები ილია მეორეს