პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ყვება დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე
"3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ყვება დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე

ქარ­თვე­ლი კა­ნო­ის­ტი ზაზა ნა­დი­რა­ძე რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ფი­ნალ­ში მე-5 ად­გილ­ზე გა­ვი­და. ნა­დი­რა­ძემ 39.817 წამი და­ა­ფიქ­სი­რა და მედ­ლამ­დე სულ ცოტა და­აკ­ლდა.

მის შე­სა­ხებ ბევ­რს გუ­შინდლამ­დე არა­ფე­რი სმე­ნია, ბევ­რმა ისიც კი არ იცო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში - კა­ნოე, სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავ­და. სპორ­ტსმე­ნის მე­გობ­რე­ბი გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ზა­ზას პრობ­ლე­მებ­ზე წერ­დნენ, რისი გა­და­ლახ­ვაც 22 წლის მცხე­თელ სპორ­ტსმენს იმის­თვის უწევს, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცია 2012 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და, კა­ნოე გა­მო­ე­ყო ნიჩ­ბოს­ნე­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - კა­ნოე და კა­ი­აკ­მა. ზაზა ნა­დი­რა­ძე კა­ნო­ის­ტი გახ­ლავთ.

ამ სა­ხე­ო­ბამ გან­ვი­თა­რე­ბა 2012 წლი­დან და­ი­წყო და სწო­რედ მა­შინ გად­მო­ი­ნაც­ვლა ზა­ზამ ჩვენს ფე­დე­რა­ცი­ა­ში. რო­გორც გი­თხა­რით, 2012 წლი­დან, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, აქ­ტი­უ­რი მომ­ზა­დე­ბას შე­ვუ­დე­ქით, - ოლიმ­პი­უ­რი ციკ­ლი და­ვი­წყეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ საქ­მეს 4 წელი და­ვა­ხარ­ჯეთ და მას­ში ყვე­ლა რე­სურ­სი ჩავ­დეთ, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო გვაძ­ლევ­და და რა­საც თვი­თონ ვშო­უ­ლობ­დით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ხარ­ჯე­ბო­დით. ფე­დე­რა­ცი­ა­ში მე­ნე­ჯმენ­ტი შე­იც­ვა­ლა და ამ სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ახა­ლი სის­ხლით და­ვი­წყო და რო­გორც ხე­დავთ, შე­დეგ­მა არ და­ა­ყოვ­ნა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2 მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის და მსოფ­ლიო თა­სის, ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­ვი­პო­ვეთ და ისიც ზა­ზას სა­ხელ­ზე მო­დის, - 2-ვე მე­და­ლი მან მო­ი­პო­ვა, ასე­ვე რიოს ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­აც (ეს ევ­რო­პის სა­ლი­ცენ­ზიო ტურ­ნირ­ზე მოხ­და). წელს მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და შე­დე­გი, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ (მე­ხუ­თე ად­გი­ლი ოლიმ­პი­ა­და­ზე), რო­გორც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი, - ასე მინ­და შე­ვა­ფა­სო.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ზა­ზას წაყ­ვა­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებს სდო­მე­ბია, თუმ­ცა თქვენ დიდი როლი

გი­თა­მა­ში­ათ მის სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნა­ში...- საკ­მა­ოდ დიდი ამ­ბე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ, რო­დე­საც ზა­ზა­ზე ნა­დი­რო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძა­ლი­ან ძლი­ერ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ და­ი­წყო (სხვა­თა შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიჭი გახ­და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი). დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, ზა­ზას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბა შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლელ წი­ნა­და­დე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. ამი­ტომ, ზა­ზას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, სა­ბო­ლო­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლის ნაც­ვლად, პატ­რი­ო­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 3.000 ევ­როს ხელ­ფასს გთა­ვა­ზო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში თვე­ში 2.000 ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვალს დას­თან­ხმდა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ, მაგ­რამ აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე" - ზაზა ნა­დი­რა­ძის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ პი­რად­ზე

- ე.ი ზაზა ხელ­ფასს იღებს?

- კი, მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ მის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.800 ლარი ხელ­ფა­სი მიგ­ვე­ცა. ამი­ტომ მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მუ­დამ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, - სა­თა­ნა­დო თან­ხე­ბი არ იყო, რაც გვჭირ­დე­ბო­და. სპორ­ტსმე­ნის მომ­ზა­დე­ბა, დიდ­წი­ლად, ყო­ველ­თვის ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროც და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტიც, მხარს გვი­ჭერ­და და გვეხ­მა­რე­ბო­და. იმე­დი მაქვს, ამ ოლიმ­პი­უ­რი ციკ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. იმა­საც ვი­ტყვი, რომ გვყავს ახალ­გაზ­რდა პერ­სპექ­ტი­უ­ლი, იმე­დის მომ­ცე­მი კა­ნო­ის­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, მურ­მან მა­ლა­ნია (ფო­თი­დან) ზა­ზას კვალ­დაკ­ვალ მიჰ­ყვე­ბა. წელს, თა­ვის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში ორი ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა (მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი). ასე რომ, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რია. არ გაგ­ვაჩ­ნია სა­ვარ­ჯი­შო ბა­ზე­ბი, ინ­ვენ­ტა­რი (ნა­ვე­ბი, ნიჩ­ბე­ბი) მწი­რია და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბია. ვცდი­ლობთ, ეს გა­მო­ვას­წო­როთ, მაგ­რამ ახლა უფრო დიდი იმე­დი მექ­ნე­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მებს დავძლევთ.

- ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ზაზა პა­რა­ლე­ლუ­რად თურ­მე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს და ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს. სი­მარ­თლეა ეს?

- იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მარ­თლაც მუ­შა­ობ­და და უკვე დაღ­ლი­ლი მო­დი­ო­და სა­ვარ­ჯი­შოდ, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­ვუხ­სე­ნით, რო­დე­საც მის­თვის ხელ­ფა­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მო­ვა­ხერ­ხეთ. პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­და. ეს 3 წლის წინ იყო. ახლა მხო­ლოდ ვარ­ჯიშ­ზე არის გა­დარ­თუ­ლი.

- რე­ა­ლუ­რად ოლიმ­პი­ა­და­ზე რა შან­სე­ბი ჰქონ­და?

- მისი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შან­სე­ბი ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ, სტარ­ტი გა­ურ­თულ­და, ჩა­ნა­წერ­ში ჩანს კი­დეც, დის­ტან­ცი­ის ბო­ლომ­დე, მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ში მი­დი­ო­და, ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის ზო­ნა­ში, საკ­მა­ოდ, და­ჯე­რე­ბუ­ლად, მაგ­რამ ბოლო 15 წუთი მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ზედ­მე­ტი ძა­ლე­ბი და­ხარ­ჯა და უკვე იმ 15-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა კერ­ძოდ, ბრა­ზი­ლი­ელ­მა გა­და­ას­წრო.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ ზაზა ნა­დი­რა­ძე­სან და­კავ­ში­რე­ბით სა­მო­მავ­ლოდ?

- კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი უნდა დავ­გეგ­მოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, კა­ხა­ბერ ლო­მიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არის ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი. ვი­ტყო­დი, რომ უძ­ლი­ე­რე­სი მწვრთნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ 4 წე­ლი­წად­ში რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისე­თი ნაკ­რე­ბი შექ­მნა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი დო­ნის ტურ­ნირ­ზე მი­დის, ძა­ლი­ან დიდ უხერ­ხუ­ლო­ბებს უქ­მნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს და ჩა­მო­აქვს კი­დეც ჯილ­დო­ე­ბი, მედ­ლე­ბი (ოქრო და ვერ­ცხლი). ასე რომ, იმე­დი­ა­ნად ვართ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ყვება დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე

"3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ყვება დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე

ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

მის შესახებ ბევრს გუშინდლამდე არაფერი სმენია, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში - კანოე, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა. სპორტსმენის მეგობრები გუშინ "ფეისბუქზე" ზაზას პრობლემებზე წერდნენ, რისი გადალახვაც 22 წლის მცხეთელ სპორტსმენს იმისთვის უწევს, რომ წარმატებას მიაღწიოს.

კანოეს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქაცარავას დავუკავშირდით:

- ჩვენი ფედერაცია 2012 წელს ჩამოყალიბდა, კანოე გამოეყო ნიჩბოსნების ეროვნულ ფედერაციას, სადაც რამდენიმე სახეობა იყო გაერთიანებული - კანოე და კაიაკმა. ზაზა ნადირაძე კანოისტი გახლავთ.

ამ სახეობამ განვითარება 2012 წლიდან დაიწყო და სწორედ მაშინ გადმოინაცვლა ზაზამ ჩვენს ფედერაციაში. როგორც გითხარით, 2012 წლიდან, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, აქტიური მომზადებას შევუდექით, - ოლიმპიური ციკლი დავიწყეთ. შესაბამისად, ამ საქმეს 4 წელი დავახარჯეთ და მასში ყველა რესურსი ჩავდეთ, რასაც სახელმწიფო გვაძლევდა და რასაც თვითონ ვშოულობდით. მაქსიმალურად ვიხარჯებოდით. ფედერაციაში მენეჯმენტი შეიცვალა და ამ სპორტის განვითარება ახალი სისხლით დავიწყო და როგორც ხედავთ, შედეგმა არ დააყოვნა.

4 წლის განმავლობაში, 2 მსოფლიოს ჩემპიონატის და მსოფლიო თასის, ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ და ისიც ზაზას სახელზე მოდის, - 2-ვე მედალი მან მოიპოვა, ასევე რიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც (ეს ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მოხდა). წელს მეორე ადგილი დაიკავა და შედეგი, რაც გუშინ ვნახეთ (მეხუთე ადგილი ოლიმპიადაზე), როგორც მაღალი მაჩვენებლი, - ასე მინდა შევაფასო.

- როგორც გავიგეთ, ზაზას წაყვანა აზერბაიჯანის ნაკრებს სდომებია, თუმცა თქვენ  დიდი როლი

გითამაშიათ მის საქართველოში დარჩენაში... - საკმაოდ დიდი ამბები გადავიტანეთ, როდესაც ზაზაზე ნადირობა აზერბაიჯანის ძალიან ძლიერმა ფედერაციამ დაიწყო (სხვათა შორის, აზერბაიჯანელი ბიჭი გახდა ვერცხლის პრიზიორი). დიდი ძალისხმევის შედეგად, ზაზას საქართველოში დატოვება შევძელით, თუმცა ძალიან მომხიბვლელ წინადადებას სთავაზობდნენ. ამიტომ, ზაზას ძალიან ვაფასებ, საბოლოოდ პრაგმატულის ნაცვლად, პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღო. წარმოიდგინეთ, 3.000 ევროს ხელფასს გთავაზობენ აზერბაიჯანის ნაკრებში და საქართველოში თვეში 2.000 ლარამდე შემოსავალს დასთანხმდა.

ასევე წაიკითხეთ: "სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

- ე.ი ზაზა ხელფასს იღებს?

- კი, მოვახერხეთ, რომ მისთვის, დაახლოებით, 1.800 ლარი ხელფასი მიგვეცა. ამიტომ მისი მადლიერი ვიქნები მუდამ. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, - სათანადო თანხები არ იყო, რაც გვჭირდებოდა. სპორტსმენის მომზადება, დიდწილად, ყოველთვის ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სპორტის სამინისტროც და ოლიმპიური კომიტეტიც, მხარს გვიჭერდა და გვეხმარებოდა. იმედი მაქვს, ამ ოლიმპიური ციკლიდან გამომდინარე, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. იმასაც ვიტყვი, რომ გვყავს ახალგაზრდა პერსპექტიული, იმედის მომცემი კანოისტები, მაგალითად, მურმან მალანია (ფოთიდან) ზაზას კვალდაკვალ მიჰყვება. წელს, თავის ასაკობრივ კატეგორიაში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი). ასე რომ, აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა პრობლემები ბევრია. არ გაგვაჩნია სავარჯიშო ბაზები, ინვენტარი (ნავები, ნიჩბები) მწირია და მოძველებული მოდელებია. ვცდილობთ, ეს გამოვასწოროთ, მაგრამ ახლა უფრო დიდი იმედი მექნება, რომ ამ პრობლემებს დავძლევთ.

- ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ზაზა პარალელურად თურმე მშენებლობაზე მუშაობს და ასე გამოიმუშავებს საარსებო მინიმუმს. სიმართლეა ეს?

- იყო პერიოდი, როდესაც მშენებლობაზე მართლაც მუშაობდა და უკვე დაღლილი მოდიოდა სავარჯიშოდ, მაგრამ ეს პრობლემა საბოლოო ჯამში მოვუხსენით, როდესაც მისთვის ხელფასით უზრუნველყოფა მოვახერხეთ. პერიოდი, როდესაც მშენებლობაზე მუშაობდა, ისტორიას ჩაბარდა. ეს 3 წლის წინ იყო. ახლა მხოლოდ ვარჯიშზე არის გადართული.

- რეალურად ოლიმპიადაზე რა შანსები ჰქონდა?

- მისი გამოსვლის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ შანსები ჰქონდა. უბრალოდ, სტარტი გაურთულდა, ჩანაწერში ჩანს კიდეც, დისტანციის ბოლომდე, მესამე პოზიციაში მიდიოდა, ბრინჯაოს მედლის ზონაში, საკმაოდ, დაჯერებულად, მაგრამ ბოლო 15 წუთი მისთვის რთული აღმოჩნდა, ზედმეტი ძალები დახარჯა და უკვე იმ 15-მეტრიან მონაკვეთში მოწინააღმდეგეებმა კერძოდ, ბრაზილიელმა გადაასწრო.

- რა გეგმები გაქვთ ზაზა ნადირაძესან დაკავშირებით სამომავლოდ?

- კიდევ უფრო აქტიური მოსამზადებელი პერიოდი უნდა დავგეგმოთ. ბუნებრივია, მთავარი მწვრთნელი, კახაბერ ლომიშვილი ძალიან აქტიურად არის ამ ყველაფერში ჩართული. ვიტყოდი, რომ უძლიერესი მწვრთნელი აღმოჩნდა. ამ 4 წელიწადში რთულ მდგომარეობაში ისეთი ნაკრები შექმნა, რომელიც ნებისმიერი დონის ტურნირზე მიდის, ძალიან დიდ უხერხულობებს უქმნის მოწინააღმდეგეებს და ჩამოაქვს კიდეც ჯილდოები, მედლები (ოქრო და ვერცხლი). ასე რომ, იმედიანად ვართ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი