პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე
"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

ნიჩ­ბო­სან­მა ზაზა ნა­დი­რა­ძემ რიოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, კა­ნო­ე­თი 200-მეტ­რი­ან სპრინ­ტში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფი­ნალ­ში ქარ­თველ სპორ­ტსმენს საპ­რი­ზო სა­მე­უ­ლამ­დე 0,189 წამი და­აკ­ლდა. ოქრო-ვერ­ცხლს კი ის ნიჩ­ბოს­ნე­ბი და­ე­უფლნენ, რომ­ლებ­საც ქარ­თველ­მა, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში აჯო­ბა. ზაზა ნა­დი­რა­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი მქონ­და. თქვენც ნა­ხეთ რო­გო­რი სპორ­ტია, შე­დე­გე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სან­ტი­მეტ­რებ­ზე, სტარტზე, იმა­ზე, რო­გორ და­უ­ბე­რავს ქარი და ა.შ. ვი­საც მო­ვუ­გე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, გუ­შინ მათ მო­მი­გეს მე. სამ­წუ­ხა­როდ, ცუდი სტარ­ტი მქონ­და და ამან გა­ნა­პი­რო­ბა შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღე. სტარ­ტი ჩა­მი­ვარ­და, დიდი ენერ­გია დავ­ხარ­ჯე, რომ დავ­წე­ო­დი სხვა სპორ­ტსმე­ნებს, ბო­ლოს ძალა აღარ მეყო, ისე და­ვი­ღა­ლე ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი და ლა­მის რა­ღა­ცას და­ვე­ჯა­ხე.

- ცნო­ბი­ლია, რომ საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში გი­წევთ ვარ­ჯი­ში...

- კი, სულ სამი სპორ­ტსმე­ნი ვართ ნიჩ­ბოს­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. სხვე­ბი იჩე­ნენ სურ­ვილს, მო­დი­ან, მაგ­რამ ხე­და­ვენ, რომ ამ სპორ­ტს პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს და მი­დი­ან. არ გვაქვს ნა­ვე­ბი და ბაზა, ასეთ პი­რო­ბებ­ში ვინ მოვა? ამ სპორ­ტს არ ექ­ცე­ვა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებთ ყვე­ლა­ფერს.

- სად ვარ­ჯი­შობთ?

- მე მცხე­თა­ში ვვარ­ჯი­შობ, სხვე­ბი - სხვა­გან. იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი იმის გამო, რომ ეკი­პი­რე­ბა შე­მე­ძი­ნა. თუმ­ცა წელს ეს აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია. არ გვაქვს არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, სპორ­ტსმე­ნე­ბი, ტრე­ნე­რე­ბი და ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქა­ცა­რა­ვა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვყი­დუ­ლობთ ყვე­ლა­ფერს. ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით და წვა­ლე­ბით გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, იმი­ტომ რომ ეს სპორ­ტი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ნიჩ­ბოს­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­დით?

- ჯერ მხო­ლოდ 22 წლის ვარ და უკვე ათი წე­ლია ამ სპორ­ტში ვარ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტია, ყვე­ლა­ფე­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მას­ში, ამი­ტო­მაც და­ვინ­ტე­რეს­დი ნიჩ­ბოს­ნო­ბით, მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვი­პო­ვე პირ­ვე­ლო­ბა და აღარც წავ­სულ­ვარ ამ სპორ­ტი­დან.

- ნიჩ­ბოს­ნო­ბის გარ­და კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ხან რას ვა­კე­თებ, ხან რას. მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც მი­მუ­შა­ვია, სახ­ლში თუ არის რამე საქ­მე, ვა­კე­თებ. თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მა­ინც სპორ­ტს მივ­ყვე­ბი. ვსწავ­ლობ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე და მთლი­ა­ნად სპორტზე გა­და­ვერ­თე. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას და მშე­ნე­ბე­ლი გა­მო­ვალ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "3.000 ევ­როს ხელ­ფასს სთა­ვა­ზობ­დნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­ში..." - რას ჰყევ­ბა და­ვით ქა­ცა­რა­ვა ზაზა ნა­დი­რა­ძე­ზე

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

"სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური ავიღე" - ზაზა ნადირაძის პირველი ინტერვიუ პირადზე

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში მე-5 ადგილი დაიკავა. ფინალში ქართველ სპორტსმენს საპრიზო სამეულამდე 0,189 წამი დააკლდა. ოქრო-ვერცხლს კი ის ნიჩბოსნები დაეუფლნენ, რომლებსაც ქართველმა, ნახევარფინალში აჯობა. ზაზა ნადირაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- გამარჯვების მოლოდინი მქონდა. თქვენც ნახეთ როგორი სპორტია, შედეგები დამოკიდებულია სანტიმეტრებზე, სტარტზე, იმაზე, როგორ დაუბერავს ქარი და ა.შ. ვისაც მოვუგე ნახევარფინალში, გუშინ მათ მომიგეს მე. სამწუხაროდ, ცუდი სტარტი მქონდა და ამან განაპირობა შედეგი, რაც მივიღე. სტარტი ჩამივარდა, დიდი ენერგია დავხარჯე, რომ დავწეოდი სხვა სპორტსმენებს, ბოლოს ძალა აღარ მეყო, ისე დავიღალე ვერაფერს ვხედავდი და ლამის რაღაცას დავეჯახე.

- ცნობილია, რომ საკმაოდ მძიმე პირობებში გიწევთ ვარჯიში...

- კი, სულ სამი სპორტსმენი ვართ ნიჩბოსნობით დაკავებული. სხვები იჩენენ სურვილს, მოდიან, მაგრამ ხედავენ, რომ ამ სპორტს პერსპექტივა არ აქვს და მიდიან. არ გვაქვს ნავები და ბაზა, ასეთ პირობებში ვინ მოვა? ამ სპორტს არ ექცევა სათანადო ყურადღება და ჩვენი ძალებით ვახერხებთ ყველაფერს.

- სად ვარჯიშობთ?

- მე მცხეთაში ვვარჯიშობ, სხვები - სხვაგან. იყო მომენტები, როცა მშენებლობაზე ვმუშაობდი იმის გამო, რომ ეკიპირება შემეძინა. თუმცა წელს ეს აღარ დამჭირვებია. არ გვაქვს არანაირი დახმარება, სპორტსმენები, ტრენერები და ჩვენი პრეზიდენტი დავით ქაცარავა საკუთარი სახსრებით ვყიდულობთ ყველაფერს. ერთიანი ძალებით და წვალებით გვიწევს მუშაობა, იმიტომ რომ ეს სპორტი არავის აინტერესებს.

- რამდენი წელია, რაც ნიჩბოსნობით დაინტერესდით?

- ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და უკვე ათი წელია ამ სპორტში ვარ. განსხვავებული სპორტია, ყველაფერია გაერთიანებული მასში, ამიტომაც დავინტერესდი ნიჩბოსნობით, მერე საქართველოში მოვიპოვე პირველობა და აღარც წავსულვარ ამ სპორტიდან.

- ნიჩბოსნობის გარდა კიდევ რას საქმიანობთ?

- ხან რას ვაკეთებ, ხან რას. მშენებლობაზეც მიმუშავია, სახლში თუ არის რამე საქმე, ვაკეთებ. თუმცა ძირითადად მაინც სპორტს მივყვები. ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აკადემიური ავიღე და მთლიანად სპორტზე გადავერთე. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას და მშენებელი გამოვალ.

ასევე წაიკითხეთ: "3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში..." - რას ჰყევბა დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი