ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.
ნახეთ, როგორ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის ფინალში
მანამდე ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალში, მესამე გაცურვის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.