პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში
ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

12 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­ჩუ­რა­ში ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტი მოკ­ლეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ჩუ­რი­დან თუ­შე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ჭ-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 41 წლის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი)

მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე 41 წლის ფრიც მი­უ­სე­რი იყო. რო­გორც მისი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, მა­მა­კა­ცი ტუ­რის­ტუ­ლად მოგ­ზა­უ­რობ­და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. ის ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აპი­რებ­და. მო­ხა­ლი­სე ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ფრიც მი­უ­სე­რის ბოლო პოს­ტი ფე­ის­ბუქ­ზე 4 აგ­ვის­ტო­თია და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე გულ­საბ­ნე­ვის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი წარ­წე­რაა: "უან­გა­რო ჩა­ხუ­ტე­ბა". ფო­ტოს მი­ნა­წერ­ში კი მი­უ­სე­რი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ წერს:

"ბოლო ორი კვი­რაა თბი­ლის­ში ვარ. არ ვგეგ­მავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში ამ­დენ ხანს გა­ჩე­რე­ბას, მაგ­რამ ძა­ლი­ან მაც­დუ­რი ქა­ლა­ქია. კარ­გი ად­გი­ლია გან­სატ­ვირ­თად და და­სას­ვე­ნებ­ლად და ჩემი სხე­უ­ლის გან­სა­კურ­ნებ­ლად. მჯე­რა ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვამ­ყა­რე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ნა­ყოფს გა­მო­ის­ხამს. ხვა­ლი­დან ისევ და­ვი­წყებ სი­ა­რულს. ქარ­თუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის შევ­ქმე­ნი "უან­გა­რო ჩა­ხუ­ტე­ბის" გულ­საბ­ნე­ვი, რო­მე­ლიც ჩემ ზურგჩან­თას მი­ვა­მაგ­რე.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვი­საც მინ­დო­და იგი­ვეს გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მირ­ჩი­ეს, ამას კარ­გად არ მი­ი­ღე­ბე­ნო. ვნა­ნობ, რომ არ გა­ვა­კე­თე - სულ რომ არა­ფე­რი, სა­უბ­რის წა­მო­წყე­ბა მა­ინც იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა გულ­საბ­ნევს ვა­ტა­რებ და რე­აქ­ცი­ებ­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი. გა­გა­გე­ბი­ნებთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი..." - წერ­და ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

12 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურაში ამერიკელი ტურისტი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, 1996 წელს დაბადებულმა მ. ჭ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 41 წლის აშშ-ის მოქალაქეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (იხილეთ დაკავების კადრები)

მოკლული ამერიკელი მოხალისე 41 წლის ფრიც მიუსერი იყო. როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მამაკაცი ტურისტულად მოგზაურობდა კავკასიის რეგიონში. ის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული.

ფრიც მიუსერის ბოლო პოსტი ფეისბუქზე 4 აგვისტოთია დათარიღებული. ამერიკელი მოხალისე გულსაბნევის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართული წარწერაა: "უანგარო ჩახუტება". ფოტოს მინაწერში კი მიუსერი მისი საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს:

"ბოლო ორი კვირაა თბილისში ვარ. არ ვგეგმავდი საქართველოს დედაქალაქში ამდენ ხანს გაჩერებას, მაგრამ ძალიან მაცდური ქალაქია. კარგი ადგილია განსატვირთად და დასასვენებლად და ჩემი სხეულის განსაკურნებლად. მჯერა ისეთი ურთიერთობები დავამყარე, რომელიც მომავალში ნაყოფს გამოისხამს. ხვალიდან ისევ დავიწყებ სიარულს. ქართული მოგზაურობისთვის შევქმენი "უანგარო ჩახუტების" გულსაბნევი, რომელიც ჩემ ზურგჩანთას მივამაგრე.

აზერბაიჯანისთვისაც მინდოდა იგივეს გაკეთება, მაგრამ მირჩიეს, ამას კარგად არ მიიღებენო. ვნანობ, რომ არ გავაკეთე - სულ რომ არაფერი, საუბრის წამოწყება მაინც იქნებოდა შესაძლებელი. ბოლო რამდენიმე დღეა გულსაბნევს ვატარებ და რეაქციებსა და გამოხმაურებას ველოდები. გაგაგებინებთ, როგორ განვითარდება მოვლენები..." - წერდა ამერიკელი მოხალისე სოციალურ ქსელში.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით