პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!
ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო! იცხოვ­რე!" უფრო მწვა­ვე ხა­სი­ათს შე­ი­ძენს... ვი­მე­დოვ­ნებთ,­ რომ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც გა­მო­ი­ჩე­ნენ კე­თილ ნე­ბას, იგ­რძნო­ბენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და უარს იტყვი­ან პო­ტენ­ცი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის წყა­როს რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე.

რო­დე­საც პრობ­ლე­მა­ზე ან უბე­დუ­რე­ბა­ზე­ თვალს ხუ­ჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახ­საც მი­უ­კა­კუ­ნებს. შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ­ ტყავ­ზე იგ­რძნობ, თუ რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც შენს ტრა­გე­დი­ა­ზე სხვე­ბი ხუ­ჭა­ვენ თვალს. ეს ეხე­ბა ყვე­ლას - რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქით და­წყე­ბუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­ ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პრობ­ლე­მა რომ ვუ­წო­დოთ, ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მოგ­ვი­ვა. პრობ­ლე­ბა შე­საძ­ლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა თუ ბე­თე­ბის "მძევ­ლე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე გვაქვს ეროვ­ნულ უბე­დუ­რე­ბას­თან.

პა­რა­დოქ­სუ­ლია - ეს ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა, ერთი მხრივ, ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია და, მე­ო­რე მხრივ, ფარ­თოდ რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი.

სტა­ტის­ტი­კა მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი და შემ­ზა­რა­ვია: მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა თუ ბე­თებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 კაცი თა­მა­შობს.­ მათი ასა­კი 14-დან 35 წლამ­დეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ასა­კის მი­ლი­ონ­ზე­ ცოტა მეტი ადა­მი­ა­ნია და გა­მო­დის, იმ ასა­კო­ბრივ ჯგუფ­ში, რო­მელ­მაც უნდა ის­წავ­ლოს, იმუ­შა­ოს, ოჯა­ხი შექ­მნას, სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს, ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის­ "მძე­ვა­ლია". სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობის სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­თხე-მე­ხუ­თე. მარ­თლაც ერთი ნა­ბი­ჯია, რომ ამ უბე­დუ­რე­ბამ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მი­უ­კა­კუ­ნოს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს... ვიმედოვნებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე.

როდესაც პრობლემაზე ან უბედურებაზე თვალს ხუჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახსაც მიუკაკუნებს. შემდეგ უკვე საკუთარ ტყავზე იგრძნობ, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენს ტრაგედიაზე სხვები ხუჭავენ თვალს. ეს ეხება ყველას - რიგითი მოქალაქით დაწყებული და ხელისუფლების მაღალჩინოსნით დამთავრებული.

ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის ონლაინთამაშებზე დამოკიდებულებას პრობლემა რომ ვუწოდოთ, ძალიან რბილი შეფასება გამოგვივა. პრობლება შესაძლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების "მძევლების" რაოდენობიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ეროვნულ უბედურებასთან.

პარადოქსულია - ეს ეროვნული უბედურება, ერთი მხრივ, ლეგალიზებულია და, მეორე მხრივ, ფართოდ რეკლამირებული.

სტატისტიკა მრავლისმეტყველი და შემზარავია: მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა. საქართველოში ამ ასაკის მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია და გამოდის, იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელმაც უნდა ისწავლოს, იმუშაოს, ოჯახი შექმნას, სახელმწიფოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს, ლამის ყოველი მეორე ადამიანი ონლაინთამაშების "მძევალია". საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობიდან გამომდინარე კი, ლამის ყოველი მეოთხე-მეხუთე. მართლაც ერთი ნაბიჯია, რომ ამ უბედურებამ თითოეულ ჩვენგანს მიუკაკუნოს... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა