პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა
ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა

9 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ვე­ლო­სი­პე­დის­ტის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ვე­ლო­სი­პე­დისტს მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა დიდ დი­ღომ­ში და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი ვე­ლო­სი­პე­დის­ტი 28 წლის სან­დრო ნა­დი­რა­ძე იყო. სან­დრო 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა ახალ­გაზ­რდამ 2014 წლის აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­სა­ცე­მად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მიზ­ნით თუ უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­სი­პე­დის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, სამ­სა­ხურ­ში, დიდი დიღ­მი­დან ვე­რა­ზე ვე­ლო­სი­პე­დით და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. წარ­მო­შო­ბით ჭი­ა­თუ­რე­ლი, თბი­ლის­ში ახ­ლობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე სან­დროს თა­ნამ­შრომ­ლებს და ახ­ლობ­ლებს სა­უ­ბა­რი უჭირთ. 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, მა­ნა­ნა თურ­ქა­ძე AMBEBI.GE-სთან 28 წლის მან­და­ტუ­რის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

"2014 წლის აპ­რილ­ში მო­ვი­და სან­დრო ჩვენ­თან, მან­და­ტუ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, მა­ნამ­დე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა და მო­ვი­და სკო­ლა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად სამ­ყა­რომ და­კარ­გა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ", - ამ­ბობს მა­ნა­ნა თურ­ქა­ძე და სან­დრო ნა­დი­ა­ძის ბავ­შვე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უს­ვამს ხაზს.

"ბავ­შვე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. 2 წელ­ზე მეტი იმუ­შა­ვა ჩვენ­თან და არ მახ­სოვს მის­გან ხმა­მა­ღა­ლი ტონი. სიმ­შვი­დით აგ­ვა­რებ­და ყვე­ლა პრობ­ლე­მას. უამ­რავ კა­მათ­ში ჩა­რე­უ­ლა და ეს კა­მა­თი ყო­ველ­თვის მშვი­დად მო­უგ­ვა­რე­ბია. მთე­ლი სკო­ლა გა­ნიც­დის, ბავ­შვე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა სკო­ლის­თვის. სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. მან­და­ტუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა ბავ­შვე­ბის რო­გორც ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე მათ დის­ციპ­ლი­ნა­ზე ზრუნ­ვა, სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა. სან­დროს დახ­მა­რე­ბის­თვის აკი­თხავ­დნენ რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

ტა­ნად დიდი ბიჭი არ იყო, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს უამ­რა­ვი კად­რი, როცა სან­დროს ხელ­ში ყავს აყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი. ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბას­თან სან­დრო თა­ვი­სი სიმ­შვი­დით იდგა. იყო აკა­დე­მი­უ­რი. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ასე­თი პა­ტა­რა ბიჭი ასე კარ­გი რო­გორ ხარ მეთ­ქი. მის­თვის ვე­ლო­სი­პე­დით მგზავ­რო­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მომ­ხმატ­ვე­ლი იყო და მა­გა­ლი­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, სან­დრო ვე­ლო­სი­პე­დით და­დის და ჩვენს ვივ­ლი­თო. ის იყო მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი ყვა­ლას­თვის" - იხ­სე­ნებს თურ­ქა­ძე.

სან­დრო ნა­დი­რა­ძეს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­შიც. რო­გორც სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი შო­რე­ნა ზედ­გი­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მისი სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა კონ­ფლიქ­ტებს თით­ქმის გა­მო­რი­ცხავ­და: "და­პი­რის­პი­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და სკო­ლა­ში, სა­დაც სან­დრო იყო. ყო­ველ­თვის ანე­იტ­რა­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. თვი­თო­ნაც ასე­თი მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. თა­ნამ­შრომ­ლებ­თა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და", - ამ­ბობს ზედ­გი­ნი­ძე.

51-ე სკო­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ საყ­ვა­რე­ლი მან­და­ტუ­რის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვის გამო:

"ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული, ის მხო­ლოდ მან­და­ტუ­რი არა - ბავ­შვე­ბის უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო!"; "ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო , ყო­ველ­თვის ჩვენს გვერ­დით იდგა სა­ჭი­რო დროს"; "ყვე­ლა­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ჩვე­ნი სან­დრო მან­და­ტუ­რი"; "ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო, მოგ­ვე­ნატ­რე­ბი!" - წე­რენ მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე.

რო­გორც შსს ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა მომ­ხდარ­ზე 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ან უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­მობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

სან­დრო ნა­დი­რა­ძეს შა­ბათს, მშობ­ლი­ურ ჭი­ა­თუ­რა­ში, სო­ფელ ითხვის­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო 28 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიმავალი ავარიას ემსხვერპლა

9 აგვისტოს თბილისში მომხდარ ავარიას ველოსიპედისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ველოსიპედისტს მსუბუქი მანქანა დიდ დიღომში დაეჯახა. გარდაცვლილი ველოსიპედისტი 28 წლის სანდრო ნადირაძე იყო. სანდრო 51-ე საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურში მუშაობდა.

სკოლაში მუშაობა ახალგაზრდამ 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით თუ უბრალოდ, ველოსიპედის სიყვარულის გამო, სამსახურში, დიდი დიღმიდან ვერაზე ველოსიპედით დაიწყო სიარული. წარმოშობით ჭიათურელი, თბილისში ახლობლებთან ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დეტალებზე სანდროს თანამშრომლებს და ახლობლებს საუბარი უჭირთ. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე AMBEBI.GE-სთან 28 წლის მანდატურის შესახებ გვიყვება:

"2014 წლის აპრილში მოვიდა სანდრო ჩვენთან, მანდატურის პოზიციაზე. ეს იყო მისი პირველი სამსახური, მანამდე სასულიერო აკადემია დაამთავრა, შემდეგ გადამზადება გაიარა და მოვიდა სკოლაში. ეს ადამიანი სრულიად სამყარომ დაკარგა. ასეთი ადამიანები არ არსებობენ", - ამბობს მანანა თურქაძე და სანდრო ნადიაძის ბავშვებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

"ბავშვები გამორჩეულად უყვარდა. 2 წელზე მეტი იმუშავა ჩვენთან და არ მახსოვს მისგან ხმამაღალი ტონი. სიმშვიდით აგვარებდა ყველა პრობლემას. უამრავ კამათში ჩარეულა და ეს კამათი ყოველთვის მშვიდად მოუგვარებია. მთელი სკოლა განიცდის, ბავშვები გაგიჟებულები არიან. ეს არის ძალიან დიდი ტრავმა სკოლისთვის. სხვა ღირებულებების ადამიანი იყო. მანდატურის მოვალეობაა ბავშვების როგორც ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე მათ დისციპლინაზე ზრუნვა, სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სანდროს დახმარებისთვის აკითხავდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.

ტანად დიდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი კადრი, როცა სანდროს ხელში ყავს აყვანილი ბავშვები. ყველა გაჭირვებასთან სანდრო თავისი სიმშვიდით იდგა. იყო აკადემიური. სულ ვეუბნებოდი, ასეთი პატარა ბიჭი ასე კარგი როგორ ხარ მეთქი. მისთვის ველოსიპედით მგზავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომხმატველი იყო და მაგალითი მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები ამბობდნენ, სანდრო ველოსიპედით დადის და ჩვენს ვივლითო. ის იყო მაგალითის მიმცემი ყვალასთვის" - იხსენებს თურქაძე.

სანდრო ნადირაძეს დადებითად ახასიათებენ მანდატურის სამსახურშიც. როგორც სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე აღნიშნავს, მისი სკოლაში მუშაობა კონფლიქტებს თითქმის გამორიცხავდა: "დაპირისპირება, ფაქტობრივად, არ არსებობდა სკოლაში, სადაც სანდრო იყო. ყოველთვის ანეიტრალებდა სიტუაციას. თვითონაც ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. თანამშრომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა", - ამბობს ზედგინიძე.

51-ე სკოლის ფეისბუქის გვერდზე სკოლის მოსწავლეები მწუხარებას გამოთქვამენ საყვარელი მანდატურის ტრაგიკული დაღუპვის გამო:

"ძალიან მეტკინა გული, ის მხოლოდ მანდატური არა - ბავშვების უფროსი მეგობარი იყო!"; "ყველაზე დადებითი ადამიანი იყო , ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა საჭირო დროს"; "ყველაზე კარგი ადამიანი იყო ჩვენი სანდრო მანდატური"; "ყველაზე საუკეთესო, მოგვენატრები!" - წერენ მოსწავლეები სკოლის ფეისბუქის გვერდზე.

როგორც შსს ში აცხადებენ, გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სანდრო ნადირაძეს შაბათს, მშობლიურ ჭიათურაში, სოფელ ითხვისში დაკრძალავენ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს