სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს
"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც 500 ლა­რის გა­დახ­დი ჩე­კია ასა­ხუ­ლი. რო­გორც "ფე­ის­ბუქ­ში" ფო­ტოს გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ნათი აჯან­ჯღა­ვა ირ­წუ­ნე­ბო­და, ბა­თუ­მის ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში არაბ ბიზ­ნეს­მენს ერთ ფინ­ჯან ჩა­ი­ში სწო­რედ 500 ლარი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

palitratv.ge-ს გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა მი­აკ­ვლია არაბ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც 500 ლარი გა­და­ი­ხა­და ჩა­ი­ში. ის 47 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი აბ­დულ აზი­ზი აღ­მოჩ­ნდა. იგი ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, რომ ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­ვი­და და ჩას­ვლის პირ­ველ­სა­ვე სა­ღა­მოს ღა­მის კლუბ­ში სტუმ­რო­ბა ძვუ­რად და­უჯ­და:

იხი­ლეთ ვი­დეო

"სა­ღა­მოს ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ვუ­თხა­რი კლუბ­ში წა­ვეყ­ვა­ნე. მან კლუბ "დუ­ბა­ი­ში" წა­მიყ­ვა­ნა. 10 წუთი ვი­ჯე­ქი, ჩაი შე­ვუკ­ვე­თე და ვუ­თხა­რი ან­გა­რი­ში მო­ე­ტა­ნათ. მო­მი­ტა­ნეს ჩეკი, რო­მელ­საც 700 ლარი ეწე­რა, ვუ­თხა­რი რომ შეც­დო­მა იყო და მე მხო­ლოდ ჩაი შე­ვუკ­ვე­თე, მა­შინ ამა­ყე­ნეს ად­გი­ლი­დან და ოთაშ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, სამი კაცი შე­მომ­ყვა, სა­მი­ვე ძა­ლი­ან დიდი იყო, მო­ვიდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ან ფულს გა­და­იხ­დი ან მოგ­კლავ­თო. ვუ­თხა­რი, რომ მე­გო­ბარ­თან დავ­რე­კავ­დი, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნიც არ ამო­მა­ღე­ბი­ნეს.

სულ 500 ლარი მქონ­და, ამი­ტომ ახა­ლი ქვი­თა­რი მო­მი­ტა­ნეს, სა­დაც 500 ლარი ეწე­რა, მი­ვე­ცი ფული და ვუ­თხა­რი ჩეკი ამო­ერ­ტყა, რომ და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი მქო­ნო­და. გა­და­ვი­ხა­დე თუ არა, უხე­შად მი­თხრეს, რომ კაფე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა" - ყვე­ბა არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი და დას­ძენს, რომ "ბარი სა­ვა­რა­უ­დოდ თურ­ქუ­ლი იყო და მათი სა­უ­ბა­რი ვერ გა­არ­ჩია".

აბ­დულ აზი­ზი იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა თბი­ლის­ში ცოტა ხნის წინ:

"ეს არის "მა­ფია" სხვა არა­ფე­რი. და­მა­ყა­ჩა­ღეს სხვა რა შე­იძ­ლე­ბა ამას უწო­დოს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ასე თუ გაგ­რძელ­და ალ­ბათ აღა­რა­ვის მო­უნ­დე­ბა აქ ჩა­მოს­ვლა. თბი­ლის­შიც მქონ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა. ელ­ბა­ქი­ძის გვი­რაბ­ში რომ ბა­რე­ბია იქ. წინა წელს შე­ვე­დი თუ არა, ბარ­თან მი­სულს არა­ფე­რი მქონ­და შეკ­ვე­თი­ლი, უცებ შამ­პა­ნი­უ­რი გახ­სნეს და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ გა­და­ი­ხა­დეო" - ამ­ბობს 47 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი.

AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კლუბს ბა­თუმ­ში, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ობი­ექ­ტი სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი­დან იწყებს მუ­შა­ო­ბას. კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის კო­მენ­ტარს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაძევებული კონგრესმენი - რა ხდებოდა კონგრესში ტრამპის გამოსვლისას?

"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

"მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც 500 ლარის გადახდი ჩეკია ასახული. როგორც "ფეისბუქში" ფოტოს გამავრცელებელი ნათი აჯანჯღავა ირწუნებოდა, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაბ ბიზნესმენს ერთ ფინჯან ჩაიში სწორედ 500 ლარი გადაახდევინეს.

palitratv.ge-ს გადამღებმა ჯგუფმა მიაკვლია არაბ მამაკაცს, რომელმაც 500 ლარი გადაიხადა ჩაიში. ის 47 წლის ბიზნესმენი აბდულ აზიზი აღმოჩნდა. იგი ინტერვიუში ყვება, რომ ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღით ჩავიდა და ჩასვლის პირველსავე საღამოს ღამის კლუბში სტუმრობა ძვურად დაუჯდა:

იხილეთ ვიდეო

"საღამოს ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი კლუბში წავეყვანე. მან კლუბ "დუბაიში" წამიყვანა. 10 წუთი ვიჯექი, ჩაი შევუკვეთე და ვუთხარი ანგარიში მოეტანათ. მომიტანეს ჩეკი, რომელსაც 700 ლარი ეწერა, ვუთხარი რომ შეცდომა იყო და მე მხოლოდ ჩაი შევუკვეთე, მაშინ ამაყენეს ადგილიდან და ოთაშში შემიყვანეს, სამი კაცი შემომყვა, სამივე ძალიან დიდი იყო, მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო. ვუთხარი, რომ მეგობართან დავრეკავდი, თუმცა ტელეფონიც არ ამომაღებინეს.

სულ 500 ლარი მქონდა, ამიტომ ახალი ქვითარი მომიტანეს, სადაც 500 ლარი ეწერა, მივეცი ფული და ვუთხარი ჩეკი ამოერტყა, რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონოდა. გადავიხადე თუ არა, უხეშად მითხრეს, რომ კაფე დამეტოვებინა" - ყვება არაბი ბიზნესმენი და დასძენს, რომ "ბარი სავარაუდოდ თურქული იყო და მათი საუბარი ვერ გაარჩია".

აბდულ აზიზი იხსენებს, რომ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა თბილისში ცოტა ხნის წინ:

"ეს არის "მაფია" სხვა არაფერი. დამაყაჩაღეს სხვა რა შეიძლება ამას უწოდოს. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ალბათ აღარავის მოუნდება აქ ჩამოსვლა. თბილისშიც მქონდა მსგავსი შემთხვევა. ელბაქიძის გვირაბში რომ ბარებია იქ. წინა წელს შევედი თუ არა, ბართან მისულს არაფერი მქონდა შეკვეთილი, უცებ შამპანიური გახსნეს და მეუბნებოდნენ გადაიხადეო" - ამბობს 47 წლის ბიზნესმენი.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს არაბი ბიზნესმენის მიერ დასახელებულ კლუბს ბათუმში, თუმცა როგორც ირკვევა, ობიექტი საღამოს 21:00 საათიდან იწყებს მუშაობას. კლუბის ხელმძღვანელობის კომენტარს მათთან დაკავშირების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი