პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს
სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს

"მის თბი­ლი­სი 2016"-ის გარ­შე­მო სკან­და­ლი ისევ გრძელ­დე­ბა. ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას ტი­ტუ­ლის მფლო­ბელს, 18 წლის ანი გაბ­ლა­ი­ას ჯერ გვირ­გვი­ნი წა­არ­თვეს და ახლა კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­საც არ აძ­ლე­ვენ. რო­გორც კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა თათა ლე­მონ­ჯა­ვამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ბევრ ადა­მი­ანს, პრი­ზე­ბის გამო სურ­და, კერ­ძოდ ავ­ტო­მო­ბი­ლის და მოგ­ზა­უ­რო­ბის. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ანი გაბ­ლა­ი­ას სპონ­სო­რი მო­გე­ბულ მან­ქა­ნას აღარ აძ­ლევს. ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან და სპონ­სორ­თან მაქვს და­პი­რის­პი­რე­ბა. ჯერ გვირ­გვი­ნი წა­მარ­თვეს და ახლა სპონ­სო­რი მო­გე­ბულ მან­ქა­ნას არ მაძ­ლევს. თავ­და­პირ­ვე­ლად სპონ­სორ­მა მი­თხრა, ერთ თვე­ში გად­მოგ­ცემ მან­ქა­ნა­სო, მაგ­რამ შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან მო­უ­ვი­და კონ­ფლიქ­ტი და სა­ერ­თოდ აღარ იღებს ტე­ლე­ფონს. კონ­კურსს ორი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ჰყავ­და კახი ხა­ბე­იშ­ვი­ლი და თათა ლე­მონ­ჯა­ვა, თათა ლე­მონ­ჯა­ვა გა­მო­ე­ყო კახი ხა­ბე­იშ­ვილს, სა­კუ­თა­რი სა­ა­გენ­ტო გა­ა­კე­თა და ახლა გვებ­რძვის მე და კა­ხის.

- შეხ­ვდით სპონ­სორს?

- კი, მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე და­დი­ო­და სპონ­სო­რი და ჩვენ­თან ათან­ხმებ­და, თუ რო­გო­რი ფე­რის "ნი­სან მარ­ჩი" უნდა შე­ერ­ჩია სა­ჩუქ­რად. ის მა­მა­კა­ცი თათა ლე­მონ­ჯა­ვას­თან მე­გობ­რობს და ალ­ბათ ახლა ერ­თად "ჩა­ლი­ჩო­ბენ", რომ მე კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა არ მი­ვი­ღო. ჯერ და­ვე­ლო­დე­ბი რა მოხ­დე­ბა და შემ­დეგ უკვე სა­სა­მარ­თლო­ში ვი­ჩივ­ლებ. იმი­ტომ კი არა რომ მან­ქა­ნა­ზე "და­ხა­მე­ბუ­ლი" გოგო ვარ, პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვია.

- რისი ბრა­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ხომ არ ნა­ნობ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თათა ლე­მონ­ჯა­ვა აფე­რის­ტი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ამი­ტო­მაც მოხ­და ის რაც მოხ­და. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თოდ არ ვნა­ნობ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორც ჩანს, თა­თას უნ­დო­და იმ გო­გოს გა­ე­მარ­ჯვა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, თა­ვი­დან მა­ქებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მი­თხრა ფული რომ გა­და­ი­ხა­დე გა­მარ­ჯვე­ბა­ში მე რა­ტომ არ გა­მი­ყა­ვიო, მე კი არა­ნა­ი­რი თან­ხა არ გა­და­მიხ­დია გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს

სკანდალი "მის თბილისი 2016"-ის გარშემო - კონკურსის გამარჯვებულს სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს

"მის თბილისი 2016"-ის გარშემო სკანდალი ისევ გრძელდება. ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელს, 18 წლის ანი გაბლაიას ჯერ გვირგვინი წაართვეს და ახლა კუთვნილ ავტომანქანასაც არ აძლევენ. როგორც კონკურსის ორგანიზატორმა თათა ლემონჯავამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, წლევანდელ კონკურსზე მონაწილეობის მიღება ბევრ ადამიანს, პრიზების გამო სურდა, კერძოდ ავტომობილის და მოგზაურობის. თუმცა აღმოჩნდა, რომ ანი გაბლაიას სპონსორი მოგებულ მანქანას აღარ აძლევს. ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ორგანიზატორთან და სპონსორთან მაქვს დაპირისპირება. ჯერ გვირგვინი წამართვეს და ახლა სპონსორი მოგებულ მანქანას არ მაძლევს. თავდაპირველად სპონსორმა მითხრა, ერთ თვეში გადმოგცემ მანქანასო, მაგრამ შემდეგ ორგანიზატორთან მოუვიდა კონფლიქტი და საერთოდ აღარ იღებს ტელეფონს. კონკურსს ორი ორგანიზატორი ჰყავდა კახი ხაბეიშვილი და თათა ლემონჯავა, თათა ლემონჯავა გამოეყო კახი ხაბეიშვილს, საკუთარი სააგენტო გააკეთა და ახლა გვებრძვის მე და კახის.

- შეხვდით სპონსორს?

- კი, მოსამზადებელ ეტაპზე დადიოდა სპონსორი და ჩვენთან ათანხმებდა, თუ როგორი ფერის "ნისან მარჩი" უნდა შეერჩია საჩუქრად. ის მამაკაცი თათა ლემონჯავასთან მეგობრობს და ალბათ ახლა ერთად "ჩალიჩობენ", რომ მე კუთვნილი მანქანა არ მივიღო. ჯერ დაველოდები რა მოხდება და შემდეგ უკვე სასამართლოში ვიჩივლებ. იმიტომ კი არა რომ მანქანაზე "დახამებული" გოგო ვარ, პრინციპის ამბავია.

- რისი ბრალია ეს ყველაფერი და ხომ არ ნანობ კონკურსში მონაწილეობას?

- ორგანიზატორი თათა ლემონჯავა აფერისტი და არაპროფესიონალია, ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა. ამ ყველაფრის მიუხედავად საერთოდ არ ვნანობ კონკურსში მონაწილეობას. როგორც ჩანს, თათას უნდოდა იმ გოგოს გაემარჯვა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, თავიდან მაქებდა, მაგრამ ბოლოს მითხრა ფული რომ გადაიხადე გამარჯვებაში მე რატომ არ გამიყავიო, მე კი არანაირი თანხა არ გადამიხდია გამარჯვებაში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი