პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ცხელი ხაზი ამოქმედდა
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ცხელი ხაზი ამოქმედდა

ფარ­მა­ცევტს პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სამი, ხოლო მე­ო­რე ჯგუ­ფის გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი წლით შე­ე­ზღუ­დე­ბა . ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა და სწო­რედ ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბით ფარ­მა­ცევ­ტებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ, თუკი ისი­ნი არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას; მე­ო­რე ცვლი­ლე­ბა კი მე­წარ­მე­ებს ეხე­ბათ.

"მე­წარ­მე­ებს ზო­გა­დად არ აქვთ შე­ზღუდ­ვა პა­რა­ლე­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კე­თე­ბით. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შემ­კე­თე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად გახ­სნას ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აფ­თი­ა­ქი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბარ­თვას ვერ მი­ი­ღებს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ აქვთ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, იყ­ვნენ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ან აქვს ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე დარ­ღვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­მოქ­მე­დე­ბის ეს ორი ინ­სტრუ­მენ­ტი დღე­ი­დან შევა ძა­ლა­ში.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, გამ­კაცრ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გიც.

"მო­ნი­ტო­რინ­გი იმუ­შა­ვებს 24/7 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, იქ­ნე­ბა მო­რი­გე და გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბის გარ­და, ცხელ ხაზ­ზე 15 05-ზე შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, სა­დაც ად­გი­ლი ჰქონ­და ასეთ ქმე­დე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გავა მო­ნი­ტო­რინ­გის ბრი­გა­და და ად­გილ­ზე მო­ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მისი თქმით, ეს გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. რო­გორც სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის სა­ბო­ლოო ნა­ბი­ჯე­ბი ამ კუ­თხით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ცხელი ხაზი ამოქმედდა

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ცხელი ხაზი ამოქმედდა

ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება . ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ცვლილებები განხორციელდება.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველი ცვლილებით ფარმაცევტებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას; მეორე ცვლილება კი მეწარმეებს ეხებათ.

„მეწარმეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდვა პარალელური აქტივობების კეთებით. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი, ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დარღვევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, ზემოქმედების ეს ორი ინსტრუმენტი დღეიდან შევა ძალაში.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გამკაცრდება მონიტორინგიც.

„მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები ამ კუთხით.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი