მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"
"გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ცოლ-შვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე, მის ოჯახ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, მის ახალ რძალ­ზე - ლელა კი­ლა­ძი­სა და მისი ვა­ჟის გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

"ძა­ლი­ან დამ­წყდა გული გუკა ნუ­ცას რომ გა­შორ­და, თო­რემ ლე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ იყო ჩვენ­თვის პრობ­ლე­მა. მე და ლე­ლას მამა - შალ­ვა, დიდი ხნის ძმა­კა­ცე­ბი ვართ. სა­წყა­ლი ლელა - გიგი იყო და ცი­ხე­ში უზის, ახლა გუ­კაც ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს.

- მერე, თქვენ, რო­გორც თბი­ლი­სე­ლი კაცი, რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენ­მა ვაჟ­მა არ და­არ­ღვია ერ­თგვა­რი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი - პა­ტიმ­რის ცოლს ხელს ნუ ახ­ლე­ბო?

- რა პა­ტიმ­რის ცოლი, კაცო?! თქვენ გჯე­რათ, რომ ლელა და გიგი ერ­თად იყ­ვნენ მის და­ჭე­რამ­დე? ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იყ­ვნენ გა­შო­რე­ბუ­ლი, თო­რემ... მათი გა­შო­რე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი იყო. ლელა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გამო ვერ შორ­დე­ბო­და. ბო­ლომ­დე გა­ი­ტა­ნა, რო­გორც ერ­თგულ­მა მე­უღ­ლემ. რა მოხ­და და რო­გორ, ვერ გე­ტყვით და ეს არც არა­ვის საქ­მე არ არის, ლელა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა. გუ­კას უყ­ვარს და ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

...გუ­კას­თვის ლელა მე­სა­მე ცო­ლია. რა ვიცი, ეტყო­ბა, დრომ მო­ი­ტა­ნა, თო­რემ ამ­დე­ნი გა­შო­რე­ბა ადრე არ იყო. ახლა ისე შორ­დე­ბი­ან... ლე­ლამ ახლა და­ი­წყო ხატ­ვა. ადრე არა­სო­დეს და­უ­ხა­ტავს და უნდა ნა­ხოთ, რე­ებს ხა­ტავს. ისე, არც მე ვი­ცო­დი სიმ­ღე­რა, ერთხელ ისე გა­ვე­დი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე და იქ ვის­წავ­ლე. ლე­ლამ კი გუ­კას ხელ­ში, სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც ხატ­ვა და­ი­წყო და უამ­რა­ვი რამ და­ხა­ტა. პე­და­გო­გი ეუბ­ნე­ბა, შეც­დო­მე­ბი გაქვს, ბევ­რი რა­მის სწავ­ლა გინ­და, მაგ­რამ ჯერ არა­ფერს გას­წავ­ლი, იმ­დე­ნად თვით­ნა­ბა­დი ნიჭი გაქვს და არ მინ­და, ეს ნიჭი და­გიფრ­თხო, რომ მი­ეჩ­ვიო შენი სათ­ქმე­ლის გა­მო­ხატ­ვა­სო. ასე რომ, ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებ, ადა­მი­ა­ნის უკან რა ნი­ჭია.

ლე­ლამ მე მა­ჩუ­ქა თა­ვის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თა­მარ მეფე. თა­მარ მეფე ამ ნა­ხატ­ში ზან­გია. ეს რომ ეკ­ლე­სი­ამ და მის­მა მრევ­ლმა გა­ი­გოს... ისე მომ­წონს ის სუ­რა­თი, ვერ აგი­წერთ. ლე­ლას თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს და რა­ტომ­ღაც ასე და­ი­ნა­ხა....

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"

"გუკას ხელში ლელამ ხატვა დაიწყო... მაჩუქა მის მიერ შესრულებული თამარ მეფე, რომელშიც მეფე ზანგია"

ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე - ლელა კილაძისა და მისი ვაჟის გუკა რჩეულიშვილის სიყვარულის ამბავზე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს:

"ძალიან დამწყდა გული გუკა ნუცას რომ გაშორდა, თორემ ლელასთან ურთიერთობა არ იყო ჩვენთვის პრობლემა. მე და ლელას მამა - შალვა, დიდი ხნის ძმაკაცები ვართ. საწყალი ლელა - გიგი იყო და ციხეში უზის, ახლა გუკაც ციხეში გაუშვეს.

- მერე, თქვენ, როგორც თბილისელი კაცი, როგორ ფიქრობთ, თქვენმა ვაჟმა არ დაარღვია ერთგვარი დაუწერელი კანონი - პატიმრის ცოლს ხელს ნუ ახლებო?

- რა პატიმრის ცოლი, კაცო?! თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე? ოფიციალურად არ იყვნენ გაშორებული, თორემ... მათი გაშორება გადაწყვეტილი იყო. ლელა სასამართლო პროცესების გამო ვერ შორდებოდა. ბოლომდე გაიტანა, როგორც ერთგულმა მეუღლემ. რა მოხდა და როგორ, ვერ გეტყვით და ეს არც არავის საქმე არ არის, ლელა არაჩვეულებრივი გოგოა. გუკას უყვარს და ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია.

...გუკასთვის ლელა მესამე ცოლია. რა ვიცი, ეტყობა, დრომ მოიტანა, თორემ ამდენი გაშორება ადრე არ იყო. ახლა ისე შორდებიან... ლელამ ახლა დაიწყო ხატვა. ადრე არასოდეს დაუხატავს და უნდა ნახოთ, რეებს ხატავს. ისე, არც მე ვიცოდი სიმღერა, ერთხელ ისე გავედი სიმღერის კონკურსზე და იქ ვისწავლე. ლელამ კი გუკას ხელში, სულ რამდენიმე კვირაა, რაც ხატვა დაიწყო და უამრავი რამ დახატა. პედაგოგი ეუბნება, შეცდომები გაქვს, ბევრი რამის სწავლა გინდა, მაგრამ ჯერ არაფერს გასწავლი, იმდენად თვითნაბადი ნიჭი გაქვს და არ მინდა, ეს ნიჭი დაგიფრთხო, რომ მიეჩვიო შენი სათქმელის გამოხატვასო. ასე რომ, ვერასოდეს გაიგებ, ადამიანის უკან რა ნიჭია.

ლელამ მე მაჩუქა თავის მიერ შესრულებული თამარ მეფე. თამარ მეფე ამ ნახატში ზანგია. ეს რომ ეკლესიამ და მისმა მრევლმა გაიგოს... ისე მომწონს ის სურათი, ვერ აგიწერთ. ლელას თავისი ხედვა აქვს და რატომღაც ასე დაინახა....

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი