პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გიორგაძე - ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
მიხეილ გიორგაძე - ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რი­სა და ძელ­გლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე მო­წო­ნე­ლი­ძემ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა თა­ვად და­წე­რა, ხოლო სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილს გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ და­უ­წე­რია.

მი­ნის­ტრის თქმით, გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ი­ცა, რომ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა შე­ა­მოწ­მოს, რის გა­მოც ალექ­სან­დრე მო­წო­ნე­ლი­ძე დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით შემ­სრუ­ლებ­ლად ინიშ­ნე­ბა.

"სა­მუ­შაო დღე დას­რულ­და. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე მო­წო­ნე­ლი­ძემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით მოგ­ვმარ­თა. თუმ­ცა, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილს აქამ­დე გან­ცხა­დე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. ამი­ტომ მე უკვე გა­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში მზად­დე­ბა ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე შევა ძა­ლა­ში. ასე­ვე გა­ვე­ცი გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ჩვენ­მა აუ­დიტ­მა შე­ის­წავ­ლოს თე­ატ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პე­რი­ოდ­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რია სა­ჭი­რო. ამი­ტომ დრო­ე­ბით ალექ­სან­დრე მო­წო­ნე­ლი­ძე შე­ას­რუ­ლებს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას, ხოლო შემ­დგომ­ში ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტრო იმ­სჯე­ლებს და თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

მიხეილ გიორგაძე - ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ გიორგაძე - ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან, - ამის შესახებ კულტურისა და ძელგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს განცხადება ჯერ არ დაუწერია.

მინისტრის თქმით, განკარგულება გაიცა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს, რის გამოც ალექსანდრე მოწონელიძე დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ინიშნება.

"სამუშაო დღე დასრულდა. ოპერისა და ბალეტის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და შესაბამისი განცხადებით მოგვმართა. თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ დავით კინწურაშვილს აქამდე განცხადება არ მოუტანია. ამიტომ მე უკვე გავეცი შესაბამისი განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ბრძანება, რომელიც ამ წუთებში მზადდება ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. ასევე გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო შემდგომში ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამინისტრო იმსჯელებს და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი