მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე
"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ირ­გვლივ მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ოჯა­ხის ორი წევ­რი - მაია და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბი ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ცოლ-შვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე, მის ოჯახ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, მის ახალ რძალ­ზე - ლელა კი­ლა­ძე­სა და მო­მა­ვალ შვი­ლიშ­ვილ­ზე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია მე­უღ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე და პირ­ვე­ლი ღამე მა­ი­ას გა­რე­შე?

- მოკ­ვდა მაია ჩემ­თვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გა­ვა­ტა­რე ყვე­ლა­ზე მძი­მედ. ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი, მაგ­რამ ავიყ­ვა­ნე თავი ხელ­ში, ტრა­გე­დი­ის გან­ცდა მქონ­და, რო­გო­რი, იცი? რომ რის­თვის მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ მერე, დე­ბი­ლი ხომ არ ვარ, მარ­თლა ხომ არ მოკ­ვდა, ცი­ხე­შია... მივ­ხვდი იმას, რომ სა­ერ­თოდ რა ცუდი ბედი გვე­ლის ყვე­ლა ხან­ში­შე­სულ ცოლ-ქმარს, ვი­საც ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს. ახლა მე მი­მაჩ­ნია ჩემი თავი ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რად, არც მაია და არც გუკა... ყო­ველ­დღე ვტი­რი. სახ­ლში ვზი­ვარ, მთე­ლი სუ­რა­თე­ბი ინ­ტერ­ნეტ­შია შეყ­რი­ლი. სუ­რა­თებს დავ­ცქე­რი და ვბღა­ვი. მარ­ტო შე­მო­დი­ხარ სახ­ლში, რო­გო­რია? მაია და­ჭე­რი­ლია, გუკა და­ჭე­რი­ლია...

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ყოფა ბოლო ხა­ნებ­ში?

- მა­ი­ამ დაგ­ვსვა მთე­ლი ოჯა­ხი სა­მას ლარ­ზე, მხო­ლოდ ამ სა­მას ლარ­ში არ შე­დის კო­მუ­ნა­ლუ­რი. 40 ლა­რად რვა­კა­ცი­ან პურ­მა­რილს გა­გიშ­ლით. არ იცი რო­გო­რი კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სია. ასე რომ, მაია მე 300 ლარ­ზეც მა­ცხოვ­რებს კარ­გად და მი­ლი­ონ­ზეც. არა, მი­ლი­ონს და­ა­რი­გებს. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ნაკ­ლე­ბად მე­ში­ნია. მე ახლა კა­ტო­ზე ვფიქ­რობ (გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მსა­ხი­ობ ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან) მის მო­მა­ვალ­ზე, თო­რემ გუკა თვი­თონ მო­უვ­ლის თავს. გა­და­სა­რე­ვი ოჯა­ხი აქვს ნუ­ცას. დე­და­მი­სი არა­ფერს მო­აკ­ლებს კა­ტოს და არც ჩემ­გან მო­აკ­ლდე­ბა არას­დროს. თვი­თონ ნუცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დაა. რო­გორ იც­ვა­მენ, უნდა ნახო "შმოტ­კა­ში" ერთი კა­პი­კის გა­დამგდე­ბი არ არი­ან.

- წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ გიგი უგუ­ლა­ვას ცოლი - ლელა კი­ლა­ძე თქვე­ნი რძა­ლი გახ­დე­ბო­და?

- ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი მა­გას, მაგ­რამ ბოლო ორი წე­ლია, ვიცი, ლე­ლას და გუ­კას რომ სიყ­ვა­რუ­ლე­ბი აქვთ. ლელა ჩემი ძმა­კა­ცის, შალ­ვა კი­ლა­ძის შვი­ლია. ეს იცი, რა დრო­ის ძმა­კა­ცია? აი, პირ­ვე­ლი ჩხუ­ბე­ბი პლე­ხა­ნოვ­ზე და ამ­ბე­ბი რომ იყო. ამი­ტომ, ლელა ჩვენ­თვის, ჩემი ძმა­კა­ცე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია. გუ­კას რომ შე­უყ­ვარ­და, მე ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე, ცხა­დია. გუ­კას და ნუ­ცას აქვთ სულ სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი. ერთხელ, გუკა რომ გა­შორ­და ნუ­ცას, თავი მო­ვი­კა­ლით მე და მა­ი­ამ და მო­ვიყ­ვა­ნეთ. ნუცა ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ აქვს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი, პრინ­ცი­პე­ბი. ამე­რი­კა­ში გაზ­რდი­ლია, ბო­ლოს და ბო­ლოს, არ გა­მო­უ­ვი­დათ და რა ვქნათ?!

ახლა ვე­ფე­რე­ბით ლე­ლას, იმი­ტომ რომ, ორ­სუ­ლია, თან ჩემი ძმა­კა­ცის შვი­ლია, ამი­ტო­მაც აღარ ვახ­სე­ნებ გვარს, უგუ­ლა­ვას. გიგი მარ­თლა მტე­რი კი არ არის ჩვე­ნი. ის იყო ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კი, რო­მელ­მაც თა­ვის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა არ­ჩია ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბას. ვთქვათ და კა­ტოს შე­უყ­ვარ­და ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი ან ვინ­მე, მე რა, ხელს შე­ვუშ­ლი? რო­გორ გა­ვუ­ფუ­ჭებ ბავ­შვს ცხოვ­რე­ბას. კა­ტო­ზე ვა­ბო­დებ. რა, გუ­კას შვი­ლი რომ გაჩ­ნდე­ბა ახლა, ის არ მეყ­ვა­რე­ბა? რო­გორ გე­კად­რე­ბათ, გა­მო­ვა და მო­ა­წე­რენ ხელს ან ჯვარს და­ი­წე­რენ, ალ­ბათ.

ეკა პა­ტა­რა­ია

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

რჩეულიშვილების ოჯახის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოჯახის ორი წევრი - მაია და გუკა რჩეულიშვილები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე - ლელა კილაძესა და მომავალ შვილიშვილზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე?

- მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში, ტრაგედიის განცდა მქონდა, როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია... მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა... ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია...

- როგორი იყო თქვენი ყოფა ბოლო ხანებში?

- მაიამ დაგვსვა მთელი ოჯახი სამას ლარზე, მხოლოდ ამ სამას ლარში არ შედის კომუნალური. 40 ლარად რვაკაციან პურმარილს გაგიშლით. არ იცი როგორი კარგი დიასახლისია. ასე რომ, მაია მე 300 ლარზეც მაცხოვრებს კარგად და მილიონზეც. არა, მილიონს დაარიგებს. ფინანსური პრობლემების ნაკლებად მეშინია. მე ახლა კატოზე ვფიქრობ (გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან) მის მომავალზე, თორემ გუკა თვითონ მოუვლის თავს. გადასარევი ოჯახი აქვს ნუცას. დედამისი არაფერს მოაკლებს კატოს და არც ჩემგან მოაკლდება არასდროს. თვითონ ნუცა არაჩვეულებრივი დედაა. როგორ იცვამენ, უნდა ნახო "შმოტკაში" ერთი კაპიკის გადამგდები არ არიან.

- წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე თქვენი რძალი გახდებოდა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. ლელა ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილია. ეს იცი, რა დროის ძმაკაცია? აი, პირველი ჩხუბები პლეხანოვზე და ამბები რომ იყო. ამიტომ, ლელა ჩვენთვის, ჩემი ძმაკაცებისთვისაც ძალიან ახლობელია. გუკას რომ შეუყვარდა, მე ვერ შევეწინააღმდეგე, ცხადია. გუკას და ნუცას აქვთ სულ სხვადასხვა ხასიათი. ერთხელ, გუკა რომ გაშორდა ნუცას, თავი მოვიკალით მე და მაიამ და მოვიყვანეთ. ნუცა შინაგანად ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ აქვს თავისი მოთხოვნები, პრინციპები. ამერიკაში გაზრდილია, ბოლოს და ბოლოს, არ გამოუვიდათ და რა ვქნათ?!

ახლა ვეფერებით ლელას, იმიტომ რომ, ორსულია, თან ჩემი ძმაკაცის შვილია, ამიტომაც აღარ ვახსენებ გვარს, უგულავას. გიგი მართლა მტერი კი არ არის ჩვენი. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელმაც თავის არჩევნებში გამარჯვება არჩია ჩვენს კეთილდღეობას. ვთქვათ და კატოს შეუყვარდა ივანიშვილის შვილი ან ვინმე, მე რა, ხელს შევუშლი? როგორ გავუფუჭებ ბავშვს ცხოვრებას. კატოზე ვაბოდებ. რა, გუკას შვილი რომ გაჩნდება ახლა, ის არ მეყვარება? როგორ გეკადრებათ, გამოვა და მოაწერენ ხელს ან ჯვარს დაიწერენ, ალბათ.

ეკა პატარაია

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი