მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს
რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს

ზა­ფხუ­ლის XXXI ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­მო­სი მე­ო­რე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა. ოლიმ­პი­ე­ლე­ბის ტან­საც­მე­ლი ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა მა­ღა­ზია "სა­მო­სე­ლი პირ­ველს" და­უკ­ვე­თა. სა­მო­სი არას­პორ­ტუ­ლი და მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ის სუ­ლაც არ ჰგავს ქარ­თულს და ყირ­გი­ზუ­ლი ან ტა­ჯი­კუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი აქვს.

ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მო­სის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცი­აც შე­იქ­მნა, რო­მელ­საც უკვე 3 000-მდე ხელ­მომ­წე­რი ჰყავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი", რო­მელ­მაც ნაკ­რე­ბის ფორ­მე­ბი შე­კე­რა. მა­ღა­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის შე­სა­მო­სელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და აზრი, რომ თით­ქოს ეს სა­მო­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სათ­ვის უცხო შუა აზი­უ­რი ორ­ნა­მენ­ტი­კის და სტი­ლი­საა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­რით გვინ­და გან­ვმარ­ტოთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ კო­მუ­ნის­ტურ­მა ეპო­ქამ იმ­დე­ნად დაგ­ვა­შო­რა მშობ­ლი­ურ კულ­ტუ­რას, რომ ქარ­თუ­ლი უკვე უცხოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა. ეს სა­მო­სი-მო­სას­ხა­მი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქა­ლის შე­სა­მო­სელს.

მისი სა­ხე­ლია ელე­გი. იგი უმე­ტე­სად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ელე­გი იკე­რე­ბო­და მა­უ­დი­სა­გან, აბ­რე­შუ­მი­სა­გან ან ხა­ვე­დი­სა­გან. ნა­ქარ­გი ორ­ნა­მენ­ტე­ბით სა­მო­სის კი­დე­ზე და სა­ხე­ლო­ებ­ზე. მუ­ზე­უ­მის სა­ცა­ვებ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შია და­ცუ­ლი" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­მარ­ტე­ბა­ში, რო­მელ­საც თან­დარ­თუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ შექ­მნა ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მო­სის დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ლა­პა­რა­კა

რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს

რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების სამოსი მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოლიმპიელების ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. სამოსი არასპორტული და მოუხერხებელია, ბევრი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ ჰგავს ქართულს და ყირგიზული ან ტაჯიკური ორნამენტები აქვს.

ოლიმპიელების სამოსის შეცვლის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა "სამოსელი პირველი", რომელმაც ნაკრების ფორმები შეკერა. მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებირით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი-მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს.

მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან, აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული" - აღნიშნულია განმარტებაში, რომელსაც თანდართული აქვს შესაბამისი ფოტოები.

ასევე წაიკითხეთ: ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი