საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის - მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის მე­უღ­ლე­ებს დღეს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ან­ჟე­ლა ორ­ჯო­ნი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ორ­ჯო­ნი­კი­ძის თქმით, ამ­ჟა­მად ერთი პა­ცი­ენ­ტი სამ­ტრე­დი­ის "ჯე­ოჰოს­პი­ტალ­ში" იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო მე­ო­რე - ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის გზა­ზე გუ­შინ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის კი კვლავ მძი­მე რჩე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მიმ­ღე­ბის ექიმ­მა, და­ვით წუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"21 ივ­ლისს, 18:40 სა­ათ­ზე, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ორი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი 32 წლის მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლია, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის. ის ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. პა­ცი­ენ­ტი გონ­ზეა და ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობს კი­თხვებს. და­ე­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პა­ცი­ენტს - 26 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. აღე­ნიშ­ნე­ბა ორი­ვე ბარ­ძა­ყი­სა და წვი­ვის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტრავ­მუ­ლი შოკი, ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, სის­ხლის დიდი ოდე­ნო­ბით და­ნა­კარ­გი, უტარ­დე­ბა ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია. მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ის გა­დარ­ჩეს და და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მიმ­ღე­ბის ექიმ­მა.

სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­ა­ვა­რია გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მგზავ­რობ­დნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სამ­ტრე­დი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, "უკი­დუ­რე­სად მძი­მეა" ანა­ნო ბუ­ა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა.

ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა, მათ შო­რის ორი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რია.

მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეებს დღეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა.

ორჯონიკიძის თქმით, ამჟამად ერთი პაციენტი სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალში“ იმყოფება, ხოლო მეორე - ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. ორივე დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ განუცხადა.

„21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა მიმღების ექიმმა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის საავადმყოფოში განუცხადეს, "უკიდურესად მძიმეა" ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი