მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მის გან­ხილ­ვა, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი და კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივა­ნე ცა­გუ­რია არი­ან, დღეს გა­ნახ­ლდა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად და­ზა­რალ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­გორ ახა­რა ჟურ­ნა­ლის­ტებს ლელა კი­ლა­ძის ორ­სუ­ლო­ბა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. რო­გორც AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი სა­სა­მარ­თლო­დან იუ­წყე­ბა, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბამ­დე სა­სა­მარ­თლოს მცი­რე რეპ­ლი­კით მი­მარ­თა და სთხო­ვა, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, სა­ნაც­ვლოდ კი ის და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

ასე­ვე იხი­ლეთ: ლელა კი­ლა­ძე რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებ­თან გა­და­ღე­ბულ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს

"ერ­თა­დერ­თი, ვინც შე­იძ­ლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა და­ამ­თავ­როს, მა­ი­აა... გა­მო­უშ­ვით ის და ჩვენ დაგ­ვა­კა­ვეთ.. მე ასე, წყნა­რად ვერ ვიჯ­დე­ბი პრო­ცეს­ზე და მირ­ჩევ­ნია დარ­ბა­ზი დავ­ტო­ვო", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა. მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძემ მას სიმ­შვი­დის­კენ ან დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბამ­დე რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა კი­დევ ერთი რეპ­ლი­კა გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­სა­მარ­თით: "ვე­რა­ფერს ვერ გვი­ზა­მენ მა­ინც, ღმერ­თი არის მა­ღა­ლი. მაია და­ი­ჭი­რეს და ორ­სუ­ლად არის ლელა, გუ­კას მე­უღ­ლე. ეს გუ­შინ გა­ვი­გე. ოჯა­ხის ერთ წევ­რს იჭე­რენ და კლა­ვენ, იბა­დე­ბა მე­ო­რე ოჯა­ხის წევ­რი... სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ლელა (კი­ლა­ძე) ორ­სუ­ლა­დაა..." - ამ კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, ლელა კი­ლა­ძე და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა ერ­თად არი­ან. კი­ლა­ძეს ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის ერთი თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის­გან, გიგი უგუ­ლა­ვას­გან. რაც შე­ე­ხე­ბა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, მას მსა­ხი­ობ ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

წა­ი­კი­თხეთ: "ვი­საც გა­მარ­ჯო­ბა ვუ­თხა­რი, ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს" - ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, დღეს განახლდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც თავის მხრივ, გამოძიების ინფორმაციით, "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელი პირების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ.

იხილეთ ვიდეო| როგორ ახარა ჟურნალისტებს ლელა კილაძის ორსულობა ვახტანგ რჩეულიშვილმა

ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, ვახტანგ რჩეულიშვილმა დარბაზის დატოვებამდე სასამართლოს მცირე რეპლიკით მიმართა და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მაია რჩეულიშვილი, სანაცვლოდ კი ის დაეკავებინათ.

ასევე იხილეთ: ლელა კილაძე რჩეულიშვილებთან გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

"ერთადერთი, ვინც შეიძლება მშენებლობა დაამთავროს, მაიაა... გამოუშვით ის და ჩვენ დაგვაკავეთ.. მე ასე, წყნარად ვერ ვიჯდები პროცესზე და მირჩევნია დარბაზი დავტოვო", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მას სიმშვიდისკენ ან დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

დარბაზის დატოვებამდე რჩეულიშვილმა კიდევ ერთი რეპლიკა გააკეთა ჟურნალისტების მისამართით: "ვერაფერს ვერ გვიზამენ მაინც, ღმერთი არის მაღალი. მაია დაიჭირეს და ორსულად არის ლელა, გუკას მეუღლე. ეს გუშინ გავიგე. ოჯახის ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე  ოჯახის წევრი... სიმბოლურია, რომ ლელა (კილაძე) ორსულადაა..." - ამ კომენტარით შემოიფარგლა ვახტანგ რჩეულიშვილი ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე თვეა ერთად არიან. კილაძეს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი თბილისის ყოფილი მერისგან, გიგი უგულავასგან. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მას მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

წაიკითხეთ: "ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი