პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ
ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

ბა­თუ­მის შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის გან­ცხა­დე­ბას შე­უ­რა­ცხმყო­ფელს უწო­დე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა დათო წუ­ლუ­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უმს ძლი­ე­რი თა­ო­ბე­ბი ყავს აღ­ზრდი­ლი.

"ლი­ცე­უმს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი თა­ო­ბე­ბი ჰყავს აღ­ზრდი­ლი. ჩემ­მა შვილ­მა წელს ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აიღო. უძ­ვე­ლეს ელექტრო­ო­ბა­ზე ჰქონ­და კვლე­ვა, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებს შე­ე­ხე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გახ­დე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტანს წვლილს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გვერ­დში უნდა და­უდ­გეს ამ ლი­ცე­უმს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­გან. სკო­ლა­ში ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მომ­წონს წეს­რი­გი, რო­მე­ლიც აქ არის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ინ­გლი­სურს, თურ­ქულს და ტექ­ნი­კურ საგ­ნებს ეთ­მო­ბა. ბავ­შვებს არა­ვინ ეუბ­ნე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის მხრივ გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი. სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რაც მე ძა­ლი­ან მომ­წონს", - აღ­ნიშ­ნა დათო წუ­ლუ­კი­ძემ.

მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი მაგ­და მე­ლა­ძეს­თვის კონ­სუ­ლის გან­ცხა­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და მის­გან გან­მარ­ტე­ბებს ითხოვს.

"რას ნიშ­ნავს ბავ­შვი სკო­ლა­ში არ გა­ვუშ­ვა? მეშ­ვი­დე კლა­სი­დან იქ სწავ­ლობს. ჩემს შვილს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში არც ტე­რო­რის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და არც რა­ი­მე ინ­ტე­რე­სი რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის კუ­თხით არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია ჩემი შვი­ლი. სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, ბავ­შვმა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს. ინ­გლი­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი, სპორ­ტი და ინო­ვა­ცი­ე­ბი არის ამ სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი. აქ ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ისე­თი­ვე პროგ­რა­მით ას­წავ­ლი­ან, რა­საც სხვა სკო­ლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მაგ­და მე­ლა­ძემ.

შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის მე­გობ­რო­ბის ლი­ცე­უმ­ში სწავ­ლის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 2 000$-ის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია ლარ­ში.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ია­სინ თე­მის­ქა­ნის კო­მენ­ტარს TV25 ავ­რცე­ლებს. კონ­სუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ფე­ტჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის კავ­შირ­ზე სა­უბ­რობს.

"ეს ხალ­ხი იმაგ­რებს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს სკო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ ზრდი­ან თა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც არა სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, აჭა­რა­ში არის მსგავ­სი სკო­ლე­ბი. ერთ-ერ­თია რე­ფა­ი­დინ შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი. მე მო­ვუ­წო­დებ აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, ქარ­თველ ხალ­ხს, ნუ გა­უშ­ვებთ შვი­ლებს ამ სკო­ლა­ში, ნუ ას­წავ­ლით, იმი­ტომ რომ ეს არის ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა და აქ ტე­რო­რის­ტულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რათა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­როს", - გა­ნა­ცხა­და კონ­სულ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტა­რის ქარ­თულ თარ­გა­მანს TV25 ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მე-11 კლასის მოსწავლის მშობელმა დათო წულუკიძემ განუცხადა, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ძლიერი თაობები ყავს აღზრდილი.

"ლიცეუმს ყველაზე ძლიერი თაობები ჰყავს აღზრდილი. ჩემმა შვილმა წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო. უძველეს ელექტროობაზე ჰქონდა კვლევა, რომელიც ეგვიპტის პირამიდებს შეეხება. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული სტუდენტი გახდება და ქვეყნის განვითარებაში შეიტანს წვლილს. საქართველოს მთავრობა გვერდში უნდა დაუდგეს ამ ლიცეუმს და გაათავისუფლოს ყოველგვარი პოლიტიკური თამაშებისგან. სკოლაში ქართველი პედაგოგები მუშაობენ, მომწონს წესრიგი, რომელიც აქ არის. განსაკუთრებული ყურადღება ინგლისურს, თურქულს და ტექნიკურ საგნებს ეთმობა. ბავშვებს არავინ ეუბნება სასულიერო განათლების მხრივ გამოიჩინონ განსაკუთრებული ინტერესი. სკოლა ორიენტირებულია განათლებაზე, რაც მე ძალიან მომწონს", - აღნიშნა დათო წულუკიძემ.

მეათე კლასის მოსწავლის მშობელი მაგდა მელაძესთვის კონსულის განცხადება მიუღებელია და მისგან განმარტებებს ითხოვს.

"რას ნიშნავს ბავშვი სკოლაში არ გავუშვა? მეშვიდე კლასიდან იქ სწავლობს. ჩემს შვილს ძალიან კარგად ვიცნობ. ამ ხნის განმავლობაში მასში არც ტერორისტული აზროვნება და არც რაიმე ინტერესი რელიგიური ექსტრემიზმის კუთხით არ შემიმჩნევია. ძალიან ჰუმანური და მოწესრიგებულია ჩემი შვილი. სკოლა ორიენტირებულია, ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს. ინგლისური და ტექნიკური საგნები, სპორტი და ინოვაციები არის ამ სკოლის პრიორიტეტი. აქ ქართველი მასწავლებლები ისეთივე პროგრამით ასწავლიან, რასაც სხვა სკოლებში", - აღნიშნა მაგდა მელაძემ.

შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში სწავლის წლიური გადასახადი 2 000$-ის ექვივალენტია ლარში.

თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის კომენტარს TV25 ავრცელებს. კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი