მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"
ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. "ვი­ნა­ი­დან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რე­ბი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 11:00 სა­ათ­ზე და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი არ გა­მო­ცხად­და, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვებს მის­მა დე­დამ, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ერთ-ერ­თმა მფლო­ბელ­მა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად, გუ­შინ მისი მე­უღ­ლის, ლელა კი­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა გუკა იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ლელა კი­ლა­ძე მისი ოჯა­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აფა­სებს და იხ­სე­ნებს, რო­გორ მი­ვიდ­ნენ მის სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი:

"აგ­რე­სია არ არის ჩხრე­კის ორ­დე­რი რომ არ გაქვს?! და­კი­თხვა­ზე არ იბა­რებ ადა­მი­ანს და პირ­და­პირ სახ­ლში მო­დი­ხარ?! სახ­ლში, სა­დაც ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ვუ­თხა­რი რომ გუკა სახ­ლში არ იყო, სა­ბუ­თიც არ ჰქონ­დათ რის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბოლო ორი წე­ლია ჩე­მით და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი".

ვი­დეო| რა ხდე­ბო­და ლელა კი­ლა­ძის სახ­ლში ჩხრე­კის ჩა­ა­ტა­რე­ბი­სას - ის, რა­ზეც გუ­კას ცოლს ჯერ არ უსა­უბ­რია"

- რა დროს მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი?

- დი­ლის 11 სა­ათ­ზე 7 პირი მო­ვი­და ჩვენ­თან სახ­ლში, თა­ვი­დან არ მი­ვე­ცი სახ­ლში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ დავ­თან­ხმდი და და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, შემ­დეგ ჩა­ვიდ­ნენ და ზუს­ტად 20 წუთ­ში ამობ­რუნ­დნენ.

- გქონ­დათ მა­ნამ­დე რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია?

- მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და ამის თა­ო­ბა­ზე. 2-3 თვის წინ გუკა და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, ზუს­ტად რა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ვიცი. და­კი­თხეს და გა­მო­უშ­ვეს. გუ­კას გარ­და, ბა­თუმ­ში გოგო და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­მელ­საც 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და­უ­ტო­ვეს, არარ­სე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია, ხელ­მო­სა­კი­დი არა­ფე­რი აქვთ, შე­ნო­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის და ჩემს მი­მართ.

- გა­მო­ძი­ე­ბას არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი?

- არა­ფე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არაა, მაგ­რამ რაში ენაღ­ვლე­ბათ? ბოლო სამი წლის მან­ძილ­ზე სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ა­რუ­ლის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და არ მახ­სოვს სად­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩემი ემო­ცი­ე­ბი­დან და 4 წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ასეა, მა­მა­ჩე­მის საქ­მე სამ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ვი­გეთ, მას იმას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რომ თა­ვის კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრაქ­ტო­რით რა­ღაც ამო­თხა­რა, მა­მა­ჩე­მი პარ­კინ­სო­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ნა­ხეს რომ მძი­მე ავად­მყო­ფია და შე­საძ­ლოა ხელ­ში ჩა­აკ­ვდეთ და გა­და­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი. რაც უნ­დათ რომ მი­ი­ღონ, იმას გა­ა­კე­თე­ბენ, რად­გან დიდი ზა­რა­ლი მოგ­ვა­ყე­ნონ.

- თქვენ გაქვთ ახლა გუ­კას­თან კონ­ტაქ­ტი

- არა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ ახლა მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"

ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"

გუკა რჩეულიშვილი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. "ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გუშინ შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორები ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავეს. პროკურატურაში 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების შეკითხვებს მისმა დედამ, "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა მფლობელმა მაია რჩეულიშვილმა უპასუხა.

სამართალდამცავები გუკა რჩეულიშვილის დასაკავებლად, გუშინ მისი მეუღლის, ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა გუკა იქ არ იმყოფებოდა. ლელა კილაძე მისი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს AMBEBI.GE-სთან საუბარში აფასებს და იხსენებს, როგორ მივიდნენ მის სახლში სამართალდამცავები:

"აგრესია არ არის ჩხრეკის ორდერი რომ არ გაქვს?! დაკითხვაზე არ იბარებ ადამიანს და პირდაპირ სახლში მოდიხარ?! სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ვუთხარი რომ გუკა სახლში არ იყო, საბუთიც არ ჰქონდათ რის საფუძველზეც ჩხრეკის ჩატარება შეეძლოთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში, ბოლო ორი წელია ჩემით და ჩემი ოჯახის წევრებით არიან დაკავებულები".

ვიდეო| რა ხდებოდა ლელა კილაძის სახლში ჩხრეკის ჩაატარებისას - ის, რაზეც გუკას ცოლს ჯერ არ უსაუბრია"

- რა დროს მოვიდნენ სამართალდამცავები?

- დილის 11 საათზე 7 პირი მოვიდა ჩვენთან სახლში, თავიდან არ მივეცი სახლში შემოსვლის უფლება, მაგრამ შემდეგ დავთანხმდი და დაათვალიერეს, შემდეგ ჩავიდნენ და ზუსტად 20 წუთში ამობრუნდნენ.

- გქონდათ მანამდე რაიმე სახის ინფორმაცია?

- მანამდე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ამის თაობაზე. 2-3 თვის წინ გუკა დაბარებული ჰყავდა პროკურატურას, ზუსტად რა თემასთან დაკავშირებით, არ ვიცი. დაკითხეს და გამოუშვეს. გუკას გარდა, ბათუმში გოგო დააპატიმრეს, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დაუტოვეს, არარსებული ამბავია, ხელმოსაკიდი არაფერი აქვთ, შენობა დამთავრებულია. ეს პოლიტიკური დევნაა რჩეულიშვილების და ჩემს მიმართ.

- გამოძიებას არ აქვს მტკიცებულებები?

- არაფერი მტკიცებულება არაა, მაგრამ რაში ენაღვლებათ? ბოლო სამი წლის მანძილზე სასამართლოზე სიარულის მეტი არაფერი გამიკეთებია და არ მახსოვს სადმე მტკიცებულებები ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩემი ემოციებიდან და 4 წლის გამოცდილებიდან ასეა, მამაჩემის საქმე სამწლიანი ბრძოლის შემდეგ მოვიგეთ, მას იმას ედავებოდნენ, რომ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრაქტორით რაღაც ამოთხარა, მამაჩემი პარკინსონით არის დაავადებული, მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს რომ მძიმე ავადმყოფია და შესაძლოა ხელში ჩააკვდეთ და გადააკეთეს ყველაფერი. რაც უნდათ რომ მიიღონ, იმას გააკეთებენ, რადგან დიდი ზარალი მოგვაყენონ.

- თქვენ გაქვთ ახლა გუკასთან კონტაქტი

- არა, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი