მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე
უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე

იშ­ხან­ში, მთა­ვარ ტა­ძარ­ში, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ახ­ლა­ხან ახა­ლი სა­მარ­ხი გა­მოვ­ლინ­და. ამ უნი­კა­ლურ აღ­მო­ჩე­ნას "კვლე­ვის ცენ­ტრის" წევ­რმა ლე­ვან წი­ქა­რიშ­ვილ­მა მი­აკ­ვლია. სა­მარ­ხი შე­ლე­სი­ლია და მის ოთხი­ვე კე­დელ­ზე წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით (სინ­გუ­რით) შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ჯვრე­ბი და ვრცე­ლი წარ­წე­რე­ბი. დას­მუ­ლია თა­რი­ღიც - "ქო­რო­ნი­კონ­სა სკთ", ანუ 1009 წელი. ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რე­ბის მო­საზ­რე­ბით, სა­მარ­ხი უთუ­ოდ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პირს ეკუთ­ვნო­და. სა­მარ­ხის წარ­წე­რებს კი­თხუ­ლობს პა­ლე­ოგ­რა­ფი თემო ჯო­ჯუა.

ლე­ვან წი­ქა­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­თავ­სი, სა­დაც სა­მარ­ხია მო­წყო­ბი­ლი საკ­მა­ოდ ვიწ­როა და ცუ­და­დაა გა­ნა­თე­ბუ­ლი. რო­გორც ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი ამ­ბობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც თა­ვად მი­აკ­ვლია და პირ­ველ­მა იხი­ლა ეს უნი­კა­ლუ­რი სა­მარ­ხი:

"ოთახ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დგომ ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ორ­მომ, რო­მელ­შიც ფან­რის ჩა­ნა­თე­ბის შემ­დგომ ცხა­დი გახ­და, რომ სა­მარ­ხი იყო. სა­მარ­ხი სივ­რცე­ში იმგვა­რა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ ეს სამ­ლოც­ვე­ლო უთუ­ოდ სა­გან­გე­ბო­დაა ამი­სათ­ვის მო­წყო­ბი­ლი. სამ­ლოც­ვე­ლო ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დით, მცი­რე სა­კურ­თხევ­ლისთ სრულ­დე­ბა. სა­მარხში ჩა­ვე­დი და ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ჯვა­რი შევ­ნიშ­ნე. სა­მარ­ხის ოთხი­ვე კე­დელ­ზე წარ­წე­რე­ბი ჩან­და. ეს ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. სა­მარხს ფოტო გა­და­ვუ­ღე, შევ­ხე­დე თა­რიღ­საც... "სკთ", - რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე 1009 წელს შე­ე­სა­ბა­მე­ბა...

ეს ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი იყო... მიკ­ვლე­უ­ლი სა­მარ­ხი, ტაძ­რის იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­ულ ნა­წილ­შია მოქ­ცე­უ­ლი, რომ თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, ეს უთუ­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რის სა­მარ­ხი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შე­საძ­ლოა მე­ფის ან ეპის­კო­პო­სის. ამას­თა­ნა­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საფ­ლა­ვი ამ­გვა­რი წარ­წე­რე­ბით ძალ­ზე იშ­ვი­ა­თო­ბაა. ანა­ლო­გი არ­სე­ბულ დიდ სა­ვა­ნე­ებ­თან არც მო­ი­ძებ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­აზ­რე­ბით, ეს სა­მარ­ხი ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სათ­ვის და ის­ტო­რი­ი­სათ­ვის" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვან წი­ქა­რიშ­ვი­ლი.

პირ­ვე­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებს ად­გილ­ზე გა­უჩ­ნდათ, გურ­გენ მე­ფეა, ბაგ­რატ III-ის მამა. ამა­ვე ვერ­სი­ას ავი­თა­რებს ის­ტო­რი­კო­სი ბუბა კუ­და­ვა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მის ვა­რა­უდს: "1008 წელს გურ­გენ მეფე (ბაგ­რატ III-ის მამა) გარ­და­იც­ვა­ლა. მისი სა­მარ­ხი ხომ არ არის, გას­რუ­ლე­ბუ­ლი 1009 წელს? ძა­ლი­ან ახლო პე­რი­ო­დია და სა­მარ­ხიც მე­ფის სა­კად­რი­სი (თუმ­ცა გურ­გე­ნის აგე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია იშ­ხან­ში ცალ­კე დგას და მისი საძ­ვა­ლეც თით­ქოს იქ­ვეა სა­გულ­ვე­ბე­ლი)".

2013 წელს თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იშხნის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რო­მე­ლიც დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე. მათ შო­რის სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეზო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა კი­დევ ერთი მცი­რე ეკ­ლე­სი­ის ფრაგ­მენ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ნა­გე­ბო­ბის ნაშ­თე­ბი, ქვევ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი მთა­ვა­რი ტაძ­რის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ მი­ნა­შენ­ში და სხვა.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი წლე­ბია ახორ­ცი­ე­ლებს ექ­სპე­დი­ცი­ებს ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 2013 წლი­დან კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ამ რე­გი­ო­ნის კვლე­ვას, რა­მაც არა­ერ­თი დღემ­დე უც­ნო­ბი ძეგლი გა­მო­ავ­ლი­ნა. 2017 წლის და­სა­წყი­სი­სათ­ვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა კა­ტა­ლო­გი, სა­დაც შე­სუ­ლი იქ­ნე­ბა ტაო-კლარ­ჯეთ­ში მდე­ბა­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ 1000-მდე იქ­ნე­ბა.

იშხნის ეკ­ლე­სია ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ვა­ნე და სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რა იყო ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იშხნის თავ­და­პირ­ვე­ლი ტაძ­რის აგე­ბა VII სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე იშხნელ ნერ­სეს ეპოს­კო­პოსს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის ნაშ­თებ­ზეც IX სა­უ­კუ­ნე­ში ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის ქტი­ტო­რო­ბით, გრი­გოლ ხანძთე­ლის მო­წა­ფე საბა იშხნე­ლი ახალ ტა­ძარს აშე­ნებს. მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი ტა­ძა­რი შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, XI სა­უ­კუ­ნე­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ. იშხნის სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რა გა­მორ­ჩე­უ­ლი და იშხნე­ლი ეპის­კო­პო­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლა სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე. იშ­ხა­ნი მრავ­ლად იხ­სე­ნი­ე­ბა ქარ­თულ და უცხო­ურ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში და შეს­წავ­ლი­ლია სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის მკვლე­ვარ­თა მიერ.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე

უნიკალური აღმოჩენა იშხანში - ვისი სამარხი იპოვეს ექსპედიციის წევრებმა ტაძრის ტერიტორიაზე

იშხანში, მთავარ ტაძარში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლახან ახალი სამარხი გამოვლინდა. ამ უნიკალურ აღმოჩენას "კვლევის ცენტრის" წევრმა ლევან წიქარიშვილმა მიაკვლია. სამარხი შელესილია და მის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით (სინგურით) შესრულებულია ჯვრები და ვრცელი წარწერები. დასმულია თარიღიც - "ქორონიკონსა სკთ", ანუ 1009 წელი. ექსპედიციის წევრების მოსაზრებით, სამარხი უთუოდ ძალზე მნიშვნელოვან პირს ეკუთვნოდა. სამარხის წარწერებს კითხულობს პალეოგრაფი თემო ჯოჯუა.

ლევან წიქარიშვილის განმარტებით, სათავსი, სადაც სამარხია მოწყობილი საკმაოდ ვიწროა და ცუდადაა განათებული. როგორც ექსპედიციის წევრი ამბობს, განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც თავად მიაკვლია და პირველმა იხილა ეს უნიკალური სამარხი:

"ოთახში მოხვედრის შემდგომ ყურადღება მიიქცია ორმომ, რომელშიც ფანრის ჩანათების შემდგომ ცხადი გახდა, რომ სამარხი იყო. სამარხი სივრცეში იმგვარადაა განთავსებული, რომ ეს სამლოცველო უთუოდ საგანგებოდაა ამისათვის მოწყობილი. სამლოცველო ნახევარწრიული აფსიდით, მცირე საკურთხევლისთ სრულდება. სამარხში ჩავედი და ჩასვლისთანავე ჯვარი შევნიშნე. სამარხის ოთხივე კედელზე წარწერები ჩანდა. ეს ძალზე ემოციური და დაუჯერებელი იყო. სამარხს ფოტო გადავუღე, შევხედე თარიღსაც... "სკთ", - რომელიც თანამედროვე 1009 წელს შეესაბამება...

ეს ძალზე სასიხარულო ფაქტი იყო... მიკვლეული სამარხი, ტაძრის იმდენად გამორჩეულ ნაწილშია მოქცეული, რომ თავიდანვე ცხადი იყო, ეს უთუოდ მნიშვნელოვანი პირის სამარხი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა მეფის ან ეპისკოპოსის. ამასთანავე ანალოგიური საფლავი ამგვარი წარწერებით ძალზე იშვიათობაა. ანალოგი არსებულ დიდ სავანეებთან არც მოიძებნება. ამდენად, ყოველივე ამის გააზრებით, ეს სამარხი ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული კულტურისათვის და ისტორიისათვის" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან წიქარიშვილი.

პირველი ვერსია, რომელიც ექსპედიციის წევრებს ადგილზე გაუჩნდათ, გურგენ მეფეა, ბაგრატ III-ის მამა. ამავე ვერსიას ავითარებს ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს მის ვარაუდს: "1008 წელს გურგენ მეფე (ბაგრატ III-ის მამა) გარდაიცვალა. მისი სამარხი ხომ არ არის, გასრულებული 1009 წელს? ძალიან ახლო პერიოდია და სამარხიც მეფის საკადრისი (თუმცა გურგენის აგებული ეკლესია იშხანში ცალკე დგას და მისი საძვალეც თითქოს იქვეა საგულვებელი)".

2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იშხნის რესტავრაციის პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. ამ პროცესში გამოვლინდა არაერთი საინტერესო სიახლე. მათ შორის სულ რამდენიმე დღის წინ ეზოში მიმდინარე სამუშაოებისას გამოჩნდა კიდევ ერთი მცირე ეკლესიის ფრაგმენტები, სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, ქვევრების ფრაგმენტები მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მინაშენში და სხვა.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი წლებია ახორციელებს ექსპედიციებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. 2013 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტისა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონის კვლევას, რამაც არაერთი დღემდე უცნობი ძეგლი გამოავლინა. 2017 წლის დასაწყისისათვის პროექტის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც შესული იქნება ტაო-კლარჯეთში მდებარე მატერიალური კულტურის ძეგლები, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ 1000-მდე იქნება.

იშხნის ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული სავანე და საეპისკოპოსო კათედრა იყო ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. იშხნის თავდაპირველი ტაძრის აგება VII საუკუნეში მოღვაწე იშხნელ ნერსეს ეპოსკოპოსს უკავშირდება, რომლის ნაშთებზეც IX საუკუნეში ბაგრატ კურაპალატის ქტიტორობით, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე საბა იშხნელი ახალ ტაძარს აშენებს. მონასტრის მთავარი ტაძარი შემდგომ პერიოდში, XI საუკუნეში, საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. იშხნის საეპისკოპოსო კათედრა გამორჩეული და იშხნელი ეპისკოპოსი განსაკუთრებული პატივის მატარებელი ყოფილა საუკუნეთა მანძილზე. იშხანი მრავლად იხსენიება ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში და შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის მკვლევართა მიერ.

თეა ცაგურიშვილი

AMBEBI.GE

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენრეგიის მიწოდება?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება