მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-მ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელ მაგ­და კა­ლან­და­ძის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გულ­გრი­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ ამ­ბებს ყვე­ბო­და. პოსტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

"სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ შე­ის­წავ­ლა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ facebook-ზე 25.06.16წ. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე "ბავ­შვთა ახალ კლი­ნი­კა­ში" პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ წერს.

აღ­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ნა­წი­ლობ­რივ სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ერთი ფაქ­ტი. კა­თე­ტე­რის ამო­ღე­ბი­სას, პა­ცი­ენტს მაკ­რატ­ლით კანი და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლი და­უ­ზი­ან­და, თუმ­ცა, იქვე ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ და­ზი­ა­ნე­ბას გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტარ­ცი­ის მიერ გა­ტა­რე­ბულ იქნა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი...

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პა­ცი­ენ­ტის მშო­ბელ­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ფაქტს, თით­ქოს­და ექთან­მა შეც­დო­მით პა­ცი­ენტს არას­წო­რი ხსნა­რი გა­და­უს­ხა, რა­საც ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა მოჰ­ყვა, შეს­წავ­ლის შე­დე­გად არ და­დას­ტურ­და.

წე­რილ­ში არის კი­დევ ერთი ის­ტო­რია - ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი არას­წო­რად ჩად­გმუ­ლი ზონ­დის გამო პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას? პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი ამ ფაქ­ტის ზუს­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის და სა­კი­თხი სა­ჭი­რო­ებს გაღ­რმა­ვე­ბულ შეს­წავ­ლას, რა­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ბავ­შვთა ახა­ლი კლი­ნი­კა" მო­ქა­ლა­ქე მაგ­და კა­ლან­და­ძეს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის

რას პა­სუ­ხობს კლი­ნი­კა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­მაც ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი გა­ახ­მა­უ­რა

"ექთანს არას­წო­რად ჩა­უდ­გამს ზონ­დი... ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რომ იხ­რჩო­ბო­და ბავ­შვი" - თბი­ლის­ში ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში მომ­ხდარ გა­უ­გო­ნარ ფაქ­ტზე ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს

ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-მ ფეისბუქ-მომხმარებელ მაგდა კალანდაძის პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო პერსონალის გულგრილობის შესახებ შემაძრწუნებელ ამბებს ყვებოდა. პოსტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჯანდაცვის სამინისტრომ გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ facebook-ზე 25.06.16წ. გამოქვეყნებული შემთხვევები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე "ბავშვთა ახალ კლინიკაში" პაციენტებისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს.

აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა, იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტარციის მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები...

რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა.

წერილში არის კიდევ ერთი ისტორია - ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას? პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს", - აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "ბავშვთა ახალი კლინიკა" მოქალაქე მაგდა კალანდაძეს სასამართლოში უჩივის

რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი