მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" - რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა
"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" -  რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა

მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო. 16 წლის მო­ზარ­დის და­სახ­მა­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო ჩა­მო­ვი­და. ბონ­და­რენ­კომ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სამ სპექ­ტაკლში ითა­მა­შა და საქ­ველ­მოქ­მე­დო ვახ­შა­მიც გა­მარ­თა. საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი - ელე­ნე თარ­გა­მა­ძე და ნა­თია ქარ­და­ვა იყ­ვნენ. მსა­ხი­ო­ბი თბი­ლისს სწო­რედ მათი მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რა. საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სულ 16 ათა­სი ლარი შეგ­როვ­და, სხვი­ტა­რი­ძის ოპე­რა­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 10 000, ხოლო თბი­ლი­სის მე­რი­ამ 5 000 დო­ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა. თუმ­ცა ოჯახს ეს თან­ხა ოპე­რა­ცი­ის­თვის არ ყოფ­ნის. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძეს ელე­ნე თარ­გა­მა­ძის და ნა­თია ქარ­და­ვას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა არ მი­უ­ღია.

"ამ­ბე­ბი.ge" მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძის დე­დას და­უ­კავ­შირ­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო ცირა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა თქვე­ნი­ვე სურ­ვი­ლით არ და­ი­რი­ცხა თქვენს ან­გა­რიშ­ზე, მარ­თა­ლია?

- ასე­თი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა. სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ჩვენ არ მიგ­ვი­ღია. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­თხრეს, რომ სულ 14 000 ლარი შეგ­როვ­და, ამ­დე­ნი ხა­ნია მპირ­დე­ბი­ან თან­ხის ჩა­რი­ცხვას და ჯე­რაც არ მი­მი­ღია. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თვის, მე ჩა­მი­რი­ცხა­ვენ იმ თან­ხას თუ კლი­ნი­კის ან­გა­რიშ­ზე და­რი­ცხა­ვენ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ფონ­დი უნდა შევ­ქმნათ და ჯერ ვერ და­გი­რი­ცხავთ თან­ხა­სო, ოცი დღის წი­ნაც დავ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე თან­ხა, მაგ­რამ ამა­ოდ, დღეს და­მი­რე­კა ნა­თია ქარ­და­ვამ და მი­თხრა, ახლა ქა­ლაქ­ში არ ვარ და ხვალ ჩა­გი­რი­ცხავ თან­ხა­სო.

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბონ­და­რენ­კოს სპექ­ტაკ­ლე­ბის გარ­და, სხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გა­მარ­თეს და ის თან­ხა და­გე­რი­ცხათ, რა თან­ხა და­გე­რი­ცხათ?

- ეს გო­გო­ნე­ბი ჩემ­თან როცა მო­ვიდ­ნენ და ბონ­და­რენ­კომ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და დახ­მა­რე­ბა­ზე, ბავ­შვს უყი­დეს ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი. ასე­ვე ტო­მოგ­რა­ფი­ის თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში. სხვა დახ­მა­რე­ბა მათ­გან არ მი­მი­ღია, კი­დევ ჩა­რი­ცხა ვი­ღაც ბიზ­ნეს­მენ­მა 500 დო­ლა­რი და ორმა პირ­მა 100-100 ევრო ჩვენს ან­გა­რიშ­ზე, ალ­ბათ მათი ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ, არ ვიცი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ჩემი ოჯა­ხი და კი­დევ ეს ამ­ბა­ვი გვინ­და?

- რა სჭირს მი­ხე­ილს?

- მი­ხე­ი­ლის ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი არ არის დას­მუ­ლი. არ უვი­თარ­დე­ბა კი­დუ­რე­ბი, აქვს ძგი­დე­ე­ბის გამ­რუ­დე­ბა, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, ფილ­ტვი და­კარ­გა ბავ­შვმა, რად­გან ნეკ­ნებ­ში მო­ექ­ცა. 43 000 დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა მის მკურ­ნა­ლო­ბას და საკ­მა­რი­სი თან­ხა ისევ არ გვაქვს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

"თუ მო­ხერ­ხდა, ხვალ ჩავ­რი­ცხავთ თან­ხას" - რას პა­სუ­ხობს ელე­ნე თარ­გა­მა­ძე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ბრალ­დე­ბას

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" - რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა

"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" -  რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა

მიხეილ სხვიტარიძე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. 16 წლის მოზარდის დასახმარებლად საქართველოში უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ჩამოვიდა. ბონდარენკომ თუმანიშვილის თეატრში სამ სპექტაკლში ითამაშა და საქველმოქმედო ვახშამიც გამართა. საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზატორები ახალგაზრდა გოგონები - ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა იყვნენ. მსახიობი თბილისს სწორედ მათი მოწვევით ესტუმრა. საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად სულ 16 ათასი ლარი შეგროვდა, სხვიტარიძის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000, ხოლო თბილისის მერიამ 5 000 დოლარით დააფინანსა. თუმცა ოჯახს ეს თანხა ოპერაციისთვის არ ყოფნის. დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სხვიტარიძეს ელენე თარგამაძის და ნათია ქარდავას მიერ ორგანიზებული, საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად შეგროვილი თანხა არ მიუღია.

"ამბები.ge" მიხეილ სხვიტარიძის დედას დაუკავშირდა:

- ქალბატონო ცირა, ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა თქვენივე სურვილით არ დაირიცხა თქვენს ანგარიშზე, მართალია?

- ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ჩვენ არ მიგვიღია. ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ სულ 14 000 ლარი შეგროვდა, ამდენი ხანია მპირდებიან თანხის ჩარიცხვას და ჯერაც არ მიმიღია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მე ჩამირიცხავენ იმ თანხას თუ კლინიკის ანგარიშზე დარიცხავენ. მეუბნებოდნენ, ფონდი უნდა შევქმნათ და ჯერ ვერ დაგირიცხავთ თანხასო, ოცი დღის წინაც დავრეკე და მოვიკითხე თანხა, მაგრამ ამაოდ, დღეს დამირეკა ნათია ქარდავამ და მითხრა, ახლა ქალაქში არ ვარ და ხვალ ჩაგირიცხავ თანხასო.

- ორგანიზატორების განცხადებით, ბონდარენკოს სპექტაკლების გარდა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებიც გამართეს და ის თანხა დაგერიცხათ, რა თანხა დაგერიცხათ?

- ეს გოგონები ჩემთან როცა მოვიდნენ და ბონდარენკომ თანხმობა განაცხადა დახმარებაზე, ბავშვს უყიდეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ასევე ტომოგრაფიის თანხა გადაიხადეს თოდუას კლინიკაში. სხვა დახმარება მათგან არ მიმიღია, კიდევ ჩარიცხა ვიღაც ბიზნესმენმა 500 დოლარი და ორმა პირმა 100-100 ევრო ჩვენს ანგარიშზე, ალბათ მათი ახლობლები იყვნენ, არ ვიცი. განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს ამბავი გვინდა?

- რა სჭირს მიხეილს?

- მიხეილის ზუსტი დიაგნოზი არ არის დასმული. არ უვითარდება კიდურები, აქვს ძგიდეების გამრუდება, ოსტეოპოროზი, ფილტვი დაკარგა ბავშვმა, რადგან ნეკნებში მოექცა. 43 000 დოლარი სჭირდება მის მკურნალობას და საკმარისი თანხა ისევ არ გვაქვს შეგროვებული.

ასევე იხილეთ:

"თუ მოხერხდა, ხვალ ჩავრიცხავთ თანხას" - რას პასუხობს ელენე თარგამაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი