პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ
გიორგი კვირიკაშვილი - ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვად­გი­ნოთ, ოღონდ სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი პრაქ­ტი­კით.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი ან­გა­რი­შის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­ვის დრო­ზე ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სრუ­ლად გა­უქ­მე­ბა შეც­დო­მა და ახლა მთავ­რო­ბას აქვს გეგ­მა, მო­იწ­ვი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა და­ნერ­გოს.

"ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცი­აა ამ კუ­თხით. ვფიქ­რობ, წლე­ბის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მთლი­ა­ნად გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი იყო. იმის მა­გი­ერ, რომ ჩვენ დაგ­ვეხ­ვე­წა ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობ­და ამ კუ­თხით და ტექ­ნი­კუ­რად მოგ­ვე­წეს­რი­გე­ბი­ნა, რომ არ ჰქო­ნო­და მა­ხინ­ჯი ფორ­მა (და მარ­თლაც ჰქონ­და მა­ხინ­ჯი ფორ­მა წარ­სულ­ში), ჩვენ სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მეთ ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მე ვფიქ­რობ, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვად­გი­ნოთ, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი პრაქ­ტი­კით. ჩვენ გვაქვს გეგ­მე­ბი, რომ მო­ვიწ­ვი­ოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, რათა სწო­რი სის­ტე­მა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, სა­ერ­თოდ გა­მოვ­რი­ცხოთ კო­რუფ­ცია ამ სის­ტე­მა­ში და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი ავად­დე­ბი­ან ამის გამო. ბავ­შვთა ასაკ­ში სიმ­სივ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ შევ­წი­რავთ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს სა­ა­მა­ყო, რომ ნაკ­ლე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აქვს. და­სა­ცა­ვია სწო­რი ბა­ლან­სი რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას შო­რის", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და. მე­ო­რე ად­გილ­ზე ბულ­გა­რე­თი, მე-3-ზე კი ჩი­ნე­თია.

გიორგი კვირიკაშვილი - ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

გიორგი კვირიკაშვილი - ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.

როგორც კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.

"ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით. ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო. იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა მახინჯი ფორმა (და მართლაც ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში), ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. მე ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი