პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა
რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელ მაგ­და კა­ლან­და­ძეს, რო­მელ­მაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გულ­გრი­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ახა­ლი კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­სუ­ხობს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა, კლი­ნი­კის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე 26 ივ­ნისს, სა­ღა­მოს გა­მოქ­ვეყ­ნდა. AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას:

"ბოლო წლებ­ში მომ­რავ­ლდა ექი­მე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სა­უ­ბა­რი, ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი, თუ რო­გო­რი უცო­დი­ნა­რი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ე­ბი არი­ან. რაც აზა­რა­ლებს არა მარ­ტო ექი­მებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არა­მედ ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მსგავ­სი სა­ხის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი ლა­ხავს ექი­მის რე­პუ­ტა­ცი­ას და თე­სავს უსა­ფუძ­ვლო ნი­ჰი­ლიზმს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. და­კარ­გუ­ლია ყო­ველ­გვა­რი ნდო­ბა ექიმ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის, რაც მკურ­ნა­ლო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ყურ­მოკ­რუ­ლი, ნა­ჭო­რა­ვე­ბი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი, მო­ყავთ რო­გორც უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი. ეს ალ­ბათ იმი­ტომ ხდე­ბა, რომ და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა ყო­ვე­ლი მსგავ­სი სკან­და­ლი და ცრუ ბრალ­დე­ბა.

თქვენ მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, ად­გი­ლობ­რივ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტით, ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნით, ან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გან­ცხა­დე­ბით, თუ მარ­თლა შეგ­ტკი­ვათ გული ჩვენს პა­ცი­ენ­ტებ­ზე. თუმ­ცა, უფრო მარ­ტი­ვია, ფე­ის­ბუქ­ზე ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი და რაც უფრო მე­ტად სკან­და­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პოს­ტი, მით მეტი ნახ­ვა აქვს ფე­ის­ბუქ გვერდს. რამ­დე­ნად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ კლი­ნი­კა­ში ბავ­შვებს კლავ­დნენ, თი­თებს აჭ­რიდ­ნენ, ადაპ­ტი­რე­ბულ კვე­ბებს ვე­ნა­ში უს­ხამ­დნენ და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მშობ­ლე­ბი მშვი­დად უყუ­რებ­დნენ ამ ყო­ვე­ლი­ვეს და ასე­თი კლი­ნი­კა იყოს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი კლი­ნი­კა, ისე რომ ყო­ველ­თვის პა­ცი­ენ­ტის გან­თავ­სე­ბის­თვის ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა იყოს? სწო­რედ ამ კლი­ნი­კის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მეტ­ში გან­კურ­ნეს თქვე­ნი შვი­ლი და ბო­ლომ­დე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გა­წე­რეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვაქვს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი კლი­ნი­კა მი­ი­ღებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა ზო­მას, რათა და­იც­ვას თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია და არ და­უშ­ვას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პირ­თა მხრი­დან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გზით კლი­ნი­კი­სა და მისი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ექთანს არას­წო­რად ჩა­უდ­გამს ზონ­დი... ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რომ იხ­რჩო­ბო­და ბავ­შვი" - თბი­ლის­ში ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში მომ­ხდარ გა­უ­გო­ნარ ფაქ­ტზე ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს

!!!
0

ეს ყველაფერი, პუტინის ბრალია, ცხინვალიდან, რომ შემოაგდო ვირუსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

ფეისბუქ-მომხმარებელ მაგდა კალანდაძეს, რომელმაც სამედიცინო პერსონალის გულგრილობის შესახებ შემაძრწუნებელი პოსტი გამოაქვეყნა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ადმინისტრაცია პასუხობს. შესაბამისი განცხადება, კლინიკის ფეისბუქის გვერდზე 26 ივნისს, საღამოს გამოქვეყნდა. AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:

"ბოლო წლებში მომრავლდა ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი საუბარი, ცრუ ბრალდებები, თუ როგორი უცოდინარი და უპასუხისმგებლოები არიან. რაც აზარალებს არა მარტო ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას, არამედ ზოგადად, საზოგადოებას. მსგავსი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები ლახავს ექიმის რეპუტაციას და თესავს უსაფუძვლო ნიჰილიზმს საზოგადოებაში. დაკარგულია ყოველგვარი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის, რაც მკურნალობაზეც აისახება. ყურმოკრული, ნაჭორავები და არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული დასკვნები, მოყავთ როგორც უტყუარი ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელი რჩება ყოველი მსგავსი სკანდალი და ცრუ ბრალდება.

თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება მარტივად შეიძლება მომხდარიყო, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონტაქტით, ან ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანით, ან სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებით, თუ მართლა შეგტკივათ გული ჩვენს პაციენტებზე. თუმცა, უფრო მარტივია, ფეისბუქზე ცრუ ბრალდებები და რაც უფრო მეტად სკანდალურად გამოიყურება პოსტი, მით მეტი ნახვა აქვს ფეისბუქ გვერდს. რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ კლინიკაში ბავშვებს კლავდნენ, თითებს აჭრიდნენ, ადაპტირებულ კვებებს ვენაში უსხამდნენ და ამ პაციენტების მშობლები მშვიდად უყურებდნენ ამ ყოველივეს და ასეთი კლინიკა იყოს ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა, ისე რომ ყოველთვის პაციენტის განთავსებისთვის ადგილების უკმარისობა იყოს? სწორედ ამ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში განკურნეს თქვენი შვილი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული გაწერეს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა, ეს ინფორმაციაც დამახინჯებულად არის საზოგადოებისათვის მიწოდებული.

ჩვენი კლინიკა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კლინიკისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: "ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს