გორის "დილას" ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე, რომელიც ავტოავარიის შედეგად კომაში იმყოფება, მომღერალ ანი ღონღაძის ქმარია.
ანიმ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "მიყვარხარ".
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. გორის "დილას" წარმომადგენელთა ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი თავის ტვინის დაზიანებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია
იხილეთ ვიდეო| ფოტოსლაიდები ანი ღონღაძისა და გიორგი თექთურმანიძის თანაცხოვრებიდან
გადაყვანილი. ამჟამად ფეხბურთელი სტაბილურ კომატოზურ მდგომარეობაშია, აღენიშნება შეშუპება 20 მგ სისხლის ოდენობით. მედიკოსთა განცხადებით, კრიტიკული პერიოდი შემთხვევიდან 72 საათის განმავლობაში გრძელდება და თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შენარჩუნდება, პროცესი უკეთესობისკენ წავა.
გიორგი თექთურმანიძე გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.