სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები, რომლებმაც 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს!
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები, რომლებმაც 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს!

ლაშა ჭი­პაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ჯი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში რვა­ვე სა­გან­ში მათ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა - 10 ქულა აი­ღეს. მათ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს.

ორი­ვემ რუს­თა­ვის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. კლა­სე­ლე­ბი და ერ­თმა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან. ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა­საც ერ­თად იზი­ა­რე­ბენ. ლაშა ჭი­პაშ­ვი­ლი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თვის სახ­ლში ემ­ზა­დე­ბო­და. რე­პე­ტი­ტო­რებ­ზე უარი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მის ათ­ვი­სე­ბის დრო­საც თქვა.

"ძა­ლი­ან ბევ­რს არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ. უბ­რა­ლოდ, მუდ­მი­ვად ვა­კე­თებ რა­ღა­ცას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს არ მოვ­დუნ­დე და მი­ვაღ­წიო წარ­მა­ტე­ბას" - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლაშა ჭი­პაშ­ვი­ლი. სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე აბა­რებს. თვლის, რომ თავს სწო­რედ ამ სფე­რო­ში იპო­ვის. "არ­ჩე­უ­ლი სფე­რო რთუ­ლია და მე მიყ­ვარს გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო სფე­როს­თან, რაც ჩემს ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს".

ლა­შას მსგავ­სად, მა­რი­ა­მიც თა­ვის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოდ დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბას ასა­ხე­ლებს. "წარ­მა­ტე­ბას ბავ­შვის ბუ­ნე­ბაც გან­სა­ზღვრავს. მთა­ვა­რია გინ­დო­დეს სწავ­ლა, იყო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და გქონ­დეს უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბა", - გვიყ­ვე­ბა მა­რი­ა­მი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და ფა­კულ­ტე­ტიც უკვე შერ­ჩე­უ­ლი აქვს. თვლის, რომ თავს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სფე­რო­ში, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის გან­ხრით იპო­ვის. "ამ სფე­რო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი რა­მეა გა­მო­საკ­ვლე­ვი, შე­სას­წავ­ლი. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა თუ ჩემს წვლილს შე­ვი­ტან", - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

შე­კი­თხვა­ზე თუ რაზე ოც­ნე­ბო­ბენ, ორი­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გვპა­სუ­ხობს. მა­რი­ამ ჯი­ლა­ძეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა, ლაშა ჭი­პაშ­ვილს კი ბევ­რი ფული უნდა. თვლის, რომ იდე­ებს გა­სა­ქა­ნი ამ უკა­ნას­კნე­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქვს.

დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის სკო­ლა­შიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ორი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, ბავ­შვე­ბით ამა­ყობს.

"ეს ბავ­შვე­ბი გახ­ლავთ ჩვე­ნი ოქ­როს მე­და­ლოს­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­სულ წელ­სა და წელს ყვე­ლა სა­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა აი­ღეს. 80 ქუ­ლი­დან, 80 ქულა და­აგ­რო­ვეს" - მა­მუ­კა ხამ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში წვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლებ­მაც შე­ი­ტა­ნეს.

2011-2012 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს­თვის რუს­თა­ვის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლას წლის სა­უ­კე­თე­სო სკო­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე აღ­ნიშ­ნულ სკო­ლას სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და.

ნა­ხეთ ვრცლად სი­უ­ჟეტ­ში

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

გუ­რა­მი, საბა, თორ­ნი­კე: გა­ი­ცა­ნით ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ფი­ზი­კის ტეს­ტში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი აი­ღეს

"სა­მა­ჯუ­რი ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით ტე­ლე­ფონს მუხ­ტავს" - ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის გა­მო­გო­ნე­ბამ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები, რომლებმაც 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს!

გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები, რომლებმაც 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს!

ლაშა ჭიპაშვილი და მარიამ ჯილაძე საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები არიან. საატესტატო გამოცდებში რვავე საგანში მათ უმაღლესი შეფასება - 10 ქულა აიღეს. მათ მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო  შედეგი აჩვენეს.

ორივემ რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. კლასელები და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთის წარმატებასაც ერთად იზიარებენ. ლაშა ჭიპაშვილი საატესტატო გამოცდებისთვის სახლში ემზადებოდა. რეპეტიტორებზე უარი ეროვნული გამოცდების პროგრამის ათვისების დროსაც თქვა.

"ძალიან ბევრს არ ვმეცადინეობ. უბრალოდ, მუდმივად ვაკეთებ რაღაცას, რაც საშუალებას მაძლევს არ მოვდუნდე და მივაღწიო წარმატებას" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაშა ჭიპაშვილი. საავიაციო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე აბარებს. თვლის, რომ თავს სწორედ ამ სფეროში იპოვის. "არჩეული სფერო რთულია და მე მიყვარს გამოწვევები. ასევე დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, რაც ჩემს ინტერესს წარმოადგენს".

ლაშას მსგავსად, მარიამიც თავის წარმატების საიდუმლოდ დროის სწორად განაწილებას ასახელებს. "წარმატებას ბავშვის ბუნებაც განსაზღვრავს. მთავარია გინდოდეს სწავლა, იყო მიზანდასახული და გქონდეს უნარები, რომლებიც სწავლაში დაგეხმარება", - გვიყვება მარიამი.

უნივერსიტეტიც და ფაკულტეტიც უკვე შერჩეული აქვს. თვლის, რომ თავს საბუნებისმეტყველო სფეროში, ფიზიკა-მათემატიკის განხრით იპოვის. "ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამეა გამოსაკვლევი, შესასწავლი. ძალიან გამიხარდება თუ ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს მარიამი.

შეკითხვაზე თუ რაზე ოცნებობენ, ორივე განსხვავებულად გვპასუხობს. მარიამ ჯილაძეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, ლაშა ჭიპაშვილს კი ბევრი ფული უნდა. თვლის, რომ იდეებს გასაქანი ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში აქვს.

დირექტორი, რომლის სკოლაშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ორი საუკეთესო მოსწავლე სწავლობს, ბავშვებით ამაყობს.

"ეს ბავშვები გახლავთ ჩვენი ოქროს მედალოსნები, რომლებმაც გასულ წელსა და წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება აიღეს. 80 ქულიდან, 80 ქულა დააგროვეს" - მამუკა ხამხაძე ამბობს, რომ ბავშვების წარმატებაში წვლილი მასწავლებლებმაც შეიტანეს.

2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსთვის რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლას წლის საუკეთესო სკოლის სტატუსი მიენიჭა. 2 წლის განმავლობაში საატესტატო გამოცდებზე აღნიშნულ სკოლას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

ნახეთ ვრცლად სიუჟეტში

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

გურამი, საბა, თორნიკე: გაიცანით ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ფიზიკის ტესტში მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს

"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია