სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე ოქრიაშვილის ოჯახური პორტრეტი - ფეხბურთელის პირადი ფოტოები
თორნიკე ოქრიაშვილის ოჯახური პორტრეტი - ფეხბურთელის პირადი ფოტოები

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა 24 წლის თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა რუს­თა­ვის "ოლიმ­პის" ახალ­გაზ­რდულ გუნდში და­ი­წყო. თა­მა­შობ­და კლუბ "გაგ­რა­ში", მოგ­ვი­ა­ნე­ბით იჯა­რით აიყ­ვა­ნეს "დო­ნეც­კის შახ­ტარ­ში", მას­ში კლუბ­მა 1 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­და­ი­ხა­და. 2014 წლის 28 ივ­ლისს კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა ბელ­გი­ურ "გენკთან". 2016 წლის იან­ვრი­დან ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი იჯა­რით შე­უ­ერ­თდა თურ­ქულ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ეს­ქი­შე­ჰირსფორს", რო­მელ­თა­ნაც ცოტა ხნის წინ და­ას­რუ­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ჟა­მად კი, "კრას­ნო­და­რის" ნა­ხე­ვარმცვე­ლია.

ოქ­რი­აშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ და ნა­ყო­ფი­ერ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, ჰყავს მე­უღ­ლე - ლიკა მუ­ზაშ­ვი­ლი და ორი შვი­ლი. თორ­ნი­კეს და ლი­კას სიყ­ვა­რულს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს - წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 15 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო. მი­უ­ხე­და­ვად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნეს, და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ 2 თვე და­შო­რე­ბუ­ლან კი­დეც, მაგ­რამ მერე ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გეს და ახლა ერ­თად თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ.

ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­ას ასე იხ­სე­ნებს: "15 წლის ვი­ყა­ვი, თოკო რომ გა­ვი­ცა­ნი. იმ პე­რი­ოდ­ში ან­სამ­ბლ "მე­რან­ში" ვცეკ­ვავ­დი. ჩემს კონ­ცერ­ტზე იყო მო­სუ­ლი, მე­გო­ბარს ახ­ლდა. რო­გორც შემ­დეგ მი­თხრა, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და იაქ­ტი­უ­რა, ჩემი გაც­ნო­ბა მო­ა­ხერ­ხა. მერე ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გან­ვი­თარ­და. გაც­ნო­ბის დღეს­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი იქ­ნე­ბო­და. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს, 6 წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. ერ­თმა­ნე­თი რომ გა­ვი­ცა­ნით, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, 15 წლის ასაკ­ში ხომ არ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით?

17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ გა­ი­გო, რომ ვხვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ერ­თმა­ნე­თი გა­ეც­ნოთ. დე­დის აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მათი შეხ­ვედ­რა ვერ მო­ხერ­ხდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თოკო რომ გა­ეც­ნო, მო­ე­წო­ნე­ბო­და. ის ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გვი­თხეს, რომ მე­ნინ­გი­ტი ჰქონ­და... რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას: სა­სი­ძო მო­ე­წო­ნა და კარ­გად მი­ი­ღო" (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ინ­ტერ­ვიუ)

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი

სხვა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან ოქ­რი­აშ­ვილს ის გა­მო­არ­ჩევს, რომ სხე­ულ­ზე ბევ­რი სვი­რინ­გი აქვს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტა­ტუ­ე­ბი­სად­მი მის სიყ­ვა­რულს ასე გან­მარ­ტავს: "ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე მარ­თლა ბევ­რი სვი­რინ­გი მაქვს. მომ­წონს სვი­რინ­გი. რა­ი­მე ნა­ხა­ტი რომ მო­მე­წო­ნე­ბა, ვი­ხა­ტავ ხოლ­მე. ქურ­დუ­ლი რა­ღა­ცე­ბი არ მა­ხა­ტია. ჩემი სვი­რინ­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რს არ მოს­წონ­დეს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე ნა­ხატს კი­დევ გა­ვი­კე­თებ. ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი მაქვს ან­გე­ლო­ზი და აფ­რო­დი­ტა, არ­წი­ვი. მკლავ­ზე დიდი თვა­ლი მაქვს და­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ აღარ მომ­წონს. მინ­და, მო­ვი­შო­რო. ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი მაქვს ჩემი და ჩემი ცო­ლის ინი­ცი­ა­ლე­ბი "თ" და "ლ" ძველ­ქარ­თუ­ლად".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თორნიკე ოქრიაშვილის ოჯახური პორტრეტი - ფეხბურთელის პირადი ფოტოები

თორნიკე ოქრიაშვილის ოჯახური პორტრეტი - ფეხბურთელის პირადი ფოტოები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა კარიერა რუსთავის "ოლიმპის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. თამაშობდა კლუბ "გაგრაში", მოგვიანებით იჯარით აიყვანეს "დონეცკის შახტარში", მასში კლუბმა 1 მილიონი ევრო გადაიხადა. 2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ "გენკთან". 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა თურქულ საფეხბურთო კლუბ "ესქიშეჰირსფორს", რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაასრულა ურთიერთობა. ამჟამად კი, "კრასნოდარის" ნახევარმცველია.

ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ და ნაყოფიერ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

რაც შეეხება მის ოჯახურ ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - ლიკა მუზაშვილი და ორი შვილი. თორნიკეს და ლიკას სიყვარულს მრავალწლიანი ისტორია აქვს - წყვილმა ერთმანეთი 15 წლის ასაკში გაიცნო. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეს, დაქორწინების შემდეგ 2 თვე დაშორებულან კიდეც, მაგრამ მერე ურთიერთობა დაალაგეს და ახლა ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.

ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ფეხბურთელის მეუღლე სიყვარული ისტორიას ასე იხსენებს: "15 წლის ვიყავი, თოკო რომ გავიცანი. იმ პერიოდში ანსამბლ "მერანში" ვცეკვავდი. ჩემს კონცერტზე იყო მოსული, მეგობარს ახლდა. როგორც შემდეგ მითხრა, ძალიან მოვეწონე და იაქტიურა, ჩემი გაცნობა მოახერხა. მერე ყველაფერი ჩვეულებრივად განვითარდა. გაცნობის დღესვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების პრინცი იქნებოდა. საკმაოდ დიდხანს, 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთმანეთი რომ გავიცანით, ძალიან პატარები ვიყავით, 15 წლის ასაკში ხომ არ დავქორწინდებოდით?

17 წლის ვიყავი, როცა დედამ გაიგო, რომ ვხვდებოდი. ძალიან მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ. დედის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, თოკო რომ გაეცნო, მოეწონებოდა. ის ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. გვითხეს, რომ მენინგიტი ჰქონდა... რაც შეეხება მამას: სასიძო მოეწონა და კარგად მიიღო"  (წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ)

დაათვალიერეთ თორნიკე ოქრიაშვილის ფოტოები

სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან ოქრიაშვილს ის გამოარჩევს, რომ სხეულზე ბევრი სვირინგი აქვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ტატუებისადმი მის სიყვარულს ასე განმარტავს: "ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს. მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ცოლის ინიციალები ''თ'' და ''ლ'' ძველქართულად".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია