სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში
როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

2007 წელს დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში, შპს "ამა­გო­ნის" და შპს "შო­ჰარ პარ­კინგ სერ­ვი­სის" კონ­სორ­ცი­უმ­მა გა­ი­მარ­ჯვა. აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შპს "სითი პარ­კი" და­ა­ფუძ­ნეს, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან მო­ნო­პო­ლის­ტი გახ­და თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის პარ­კი­რე­ბის სა­კი­თხში.

მი­უ­ხე­და­ვად დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­სა, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და შპს "სითი პარკს" შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი მხო­ლოდ 2 წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა ეს დღემ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლია. "სითი პარკსა" და მე­რი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ Palitranews-მა კო­მენ­ტა­რი მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან ითხო­ვა, თუმ­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სურ­ვი­ლი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო მე­რი­ის პო­ზი­ცია, უყუ­რა­დღე­ბოდ და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.

"ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სითი პარკსა" და მე­რი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სის და სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის გარ­კვე­ვის შე­სა­ხებ მუ­შა­ობს. არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი, დო­კუ­მენ­ტის გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რი­დი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბით სა­უბ­რობს: "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არის კა­ბა­ლუ­რი და მხო­ლოდ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებ­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი პუნ­ქტე­ბი კი, გა­უ­გე­ბა­რი და ბუნ­დო­ვა­ნია".

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" გა­შიფ­რა დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სი და აღ­მოჩ­ნდა, რომ დღემ­დე კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფორ­სმა­ჟო­რი (მუხ­ლი 13.5), კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა (მუხ­ლი 15), ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მრჩე­ველ­თა კო­მი­ტე­ტის შექ­მნი­სა და წევ­რო­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ (4.1 და­ნარ­თის მე-4 მუხ­ლი). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი სი-ტი პარ­კის მიერ თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის წარ­დგე­ნილ ან­გა­რი­შებ­ში და­ფა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "სითი პარ­კის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მას ქ.თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის სფე­როს მარ­თვის უფ­ლე­ბა 15 წლის ვა­დით მი­ე­ნი­ჭა, ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის (2007 წლის 7 დე­კემ­ბრის) მე-3 მუხ­ლი, რომ­ლი­თაც ეს ვა­დე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა, სა­ი­დუმ­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ამას გარ­და, პარ­კი­რე­ბის წე­სის შეც­ვლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თბი­ლი­სის მე­რია და "სითი პარ­კი" მო­რიგ­დნენ, რომ სითი პარ­კი მი­ი­ღებ­და 3 ლარს პარ­კი­რე­ბის ყო­ვე­ლი ჯა­რი­მი­დან, ხოლო ის თან­ხა, რაც დარ­ჩე­ბო­და "სითი პარ­კის" მიერ სა­კუ­თა­რი მი­ნი­მა­ლუ­რი წლი­უ­რი თან­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კვლავ 40-60%-ით გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და "სითი პარკსა" და თბი­ლი­სის მე­რი­ას შო­რის. იუ­რი­დი­უ­ლად ეს და სხვა პუნ­ქტე­ბის ში­ნა­არ­სი ნიშ­ნავს იმას, რომ სითი პარ­კი დამ­კვეთ­თან, ანუ მე­რი­ას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უკე­თეს პი­რო­ბებ­შია ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად ისიც ირ­კვე­ვა, რომ თუ მე­რია სითი პარკთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­წყვეტ­და მისი ვა­დის გას­ვლამ­დე, ამ უკანსკნელს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის, კერ­ძოდ კი თბი­ლი­სის მე­რად და­ვით ნარ­მა­ნი­ას არ­ჩე­ვის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­რია "სითი პარ­კის" სა­ერ­თოდ აღ­კვე­თას თუ არა, კა­ბა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას მა­ინც მო­ახ­დენ­და. "პა­ლიტ­რა ტვ"-ს სტუ­დი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას ამის შე­სა­ხებ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და:

"დიდი ხანი ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბა თბი­ლის­ში. ძა­ლი­ან კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა. ერთი რამ რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, ეს არის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ჯა­რი­მო სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნა, სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტია. "სითი პარკთან" ძა­ლი­ან მძი­მე სა­უ­ბა­რი გვაქვს და ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა, იმი­სათ­ვის რომ მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რაც ასე სჭირ­დე­ბა ქა­ლაქს" - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

გან­ცხა­დე­ბა გან­ცხა­დე­ბად დარ­ჩა, სითი პარ­კი კვლავ აგ­რძე­ლებს შე­უც­ვლე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ალ­ბათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ პუნ­ქტებ­შია...

რო­გორ ახ­დენს "სითი პარ­კი" და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბას, ამ სა­კი­თხზე Palitranews-მა ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა - იხი­ლეთ ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბი და და­ჯა­რი­მე­ბის შემ­დგო­მი ქმე­დე­ბე­ბის ქრო­ნო­ლო­გია ვრცლად Palitranews-ის სი­უ­ჟეტ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, შპს "ამაგონის" და შპს "შოჰარ პარკინგ სერვისის" კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს "სითი პარკი" დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან მონოპოლისტი გახდა თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში.

მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ 2 წლის წინ გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ორმხრივი ხელშეკრულების სრული დეტალები, თუმცა ეს დღემდე შეუძლებელია. "სითი პარკსა" და მერიას შორის ურთიერთობის შესახებ Palitranews-მა კომენტარი მერიის შესაბამისი უწყებებისგან ითხოვა, თუმცა ტელეკომპანიის სურვილი, დაფიქსირებულიყო მერიის პოზიცია, უყურადღებოდ და უპასუხოდ დარჩა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსის და სამართლებრივი ნორმების გარკვევის შესახებ მუშაობს. არჩილ კაიკაციშვილი, დოკუმენტის გრიფით საიდუმლოებასთან დაკავშირებით იურიდიული ასპექტებით საუბრობს: "ხელშეკრულება არის კაბალური და მხოლოდ ორიენტირებულია კომპანიის ინტერესებზე. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები კი, გაუგებარი და ბუნდოვანია".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გაშიფრა დოკუმენტის შინაარსი და აღმოჩნდა, რომ დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორსმაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სი-ტი პარკის მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ "სითი პარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული.

ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და "სითი პარკი" მორიგდნენ, რომ სითი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა, რაც დარჩებოდა "სითი პარკის" მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40-60%-ით გადანაწილდებოდა "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის. იურიდიულად ეს და სხვა პუნქტების შინაარსი ნიშნავს იმას, რომ სითი პარკი დამკვეთთან, ანუ მერიასთან შედარებით ბევრად უკეთეს პირობებშია ჩაყენებული.

დოკუმენტის თანახმად ისიც ირკვევა, რომ თუ მერია სითი პარკთან ხელშეკრულებას გაწყვეტდა მისი ვადის გასვლამდე, ამ უკანსკნელს კომპენსაციის სახით 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა.

ხელისუფლების ცვლილების, კერძოდ კი თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მერია "სითი პარკის" საერთოდ აღკვეთას თუ არა, კაბალური პირობების შემსუბუქებას მაინც მოახდენდა. "პალიტრა ტვ"-ს სტუდიაში სტუმრობისას ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა:

"დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა. ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით, ეს არის ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი დისკომფორტია. "სითი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასევე გაგრძელდება, იმისათვის რომ მივაღწიოთ იმას, რაც ასე სჭირდება ქალაქს" - განაცხადა თბილისის მერმა.

განცხადება განცხადებად დარჩა, სითი პარკი კვლავ აგრძელებს შეუცვლელი ხელშეკრულებით ფუნქციონირებას. საინტერესოა, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებშია...

როგორ ახდენს "სითი პარკი" დაჯარიმებული მოქალაქეებიდან ფულის ამოღებას, ამ საკითხზე Palitranews-მა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა - იხილეთ ექსპერიმენტის შედეგები და დაჯარიმების შემდგომი ქმედებების ქრონოლოგია ვრცლად Palitranews-ის სიუჟეტში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია