პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერმა განათლების მინისტრად წარადგინა
ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერმა განათლების მინისტრად წარადგინა

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

პრე­მი­ერ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძის შემ­ცვლე­ლად ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა წა­რად­გი­ნა. "მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ სან­დრო ჯე­ჯე­ლა­ვა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი. ის იყო კო­მა­რო­ვის სკო­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ მან და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შემ­დეგ ESM-ის ბიზ­ნეს სკო­ლა, რო­მე­ლიც დღეს "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, მას აქვს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ისე ინო­ვა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში - კონ­კრე­ტუ­ლად იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩვე­ნი ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბებს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის სფე­რო და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

43 წლის ჯე­ჯე­ლა­ვა "მარ­თვის აკა­დე­მი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და ლი­დერ-ტრე­ნე­რი გახ­ლავთ. არის მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბე­თა მა­გის­ტრი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქო­უ­ჩი და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტში 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ასე­ვე, აქვს 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აკა­დე­მი­ურ სწავ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ტრე­ნინ­გებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს: ლი­დე­რო­ბას, ზო­გად და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენტს, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის მე­ნე­ჯმენტს, გა­ყიდ­ვე­ბის მარ­თვას, დრო­ის მარ­თვას, სტრა­ტე­გი­ულ მე­ნე­ჯმენტს და ა.შ.

მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ჯე­ჯე­ლა­ვა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს: "1991 წელს მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე კომ­პი­უ­ტე­რულ კომ­პა­ნია "კომ­პი-ში", 1993 წელს გა­და­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში, სა­დაც 2000 წლამ­დე ვი­მუ­შა­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შემ­დეგ "ინ­ტე­ლექტ ბან­კში" ვი­მუ­შა­ვე ორი წელი ჯერ IT-ს უფ­რო­სად, შემ­დეგ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ. ამ ბან­კში პირ­ვე­ლად ჩამ­ბარ­და მარ­კე­ტინ­გი, PR და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი.

2002 წელს შე­ვუ­ერ­თდი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კომ­პა­ნია "UGT"-ს გუნდს ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის როლ­ში და შემ­დგომ წლებ­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­ვიც­ვა­ლე საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. 2007 წელს გა­დავ­წყვი­ტე, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი (freelance) პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რო­ბის­კენ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ერთი დამ­საქ­მებ­ლის­თვის აღარ მე­მუ­შა­ვა. მქონ­და რა­მო­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი ყირ­გი­ზეთ­ში, სა­სომ­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პრო­ექ­ტი "თი­ბი­სი" ბან­კში იყო. 2008 წელს შე­მომ­თა­ვა­ზეს "თი­ბი­სი" ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბამ ჯერ IT მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო 2010 წლი­დან, და­მა­ტე­ბით, HR მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2010 წლის ბო­ლოს მე და ჩემ­მა პარტნი­ო­რებ­მა და­ვა­ფუძ­ნეთ "მარ­თვის აკა­დე­მია," რო­მე­ლიც დღემ­დე ჩემი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რია" - ამ­ბობს ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა The Tbilisi Times-თან 2015 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერმა განათლების მინისტრად წარადგინა

ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერმა განათლების მინისტრად წარადგინა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერმა თამარ სანიკიძის შემცვლელად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. "მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში - კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

43 წლის ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ  მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

ასევე, აქვს 10-წლიანი გამოცდილება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს: ლიდერობას, ზოგად და პროექტების მენეჯმენტს, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტს, გაყიდვების მართვას, დროის მართვას, სტრატეგიულ მენეჯმენტს და ა.შ.

მისი სამუშაო გამოცდილებაც საკმაოდ მრავალფეროვანია, ჯეჯელავა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: "1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია "კომპი-ში", 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ "ინტელექტ ბანკში" ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი.

2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია "UGT"-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი "თიბისი" ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ "მართვის აკადემია," რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია" - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა The Tbilisi Times-თან 2015 წლის ინტერვიუში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია