სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს
 პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ბრალ­დე­ბის მხა­რე კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს მი­მარ­თავს.

"ამ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. ექ­ვსი პირი მი­ცე­მუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 239-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფურ ხუ­ლიგ­ნო­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს მი­მარ­თავს ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

2016 წლის 22 მა­ისს შსს-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 125-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ცხელ­ში, შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2016 წლის 24 მა­ისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხად­და ინ­ცინ­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე 6 პირი, რომ­ლე­ბიც მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე მე­ო­რე მხა­რეც. და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო და ფი­ზიო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 2016 წლის 1-ელ ივ­ნისს, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე 5 პირს: გი­ორ­გი გ.-ს, კობა ტ.-ს, გი­ორ­გი გ.-ს, ნოშ­რე­ვან წ.-ს და გრი­გოლ ტ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, ხოლო ვლა­დი­მერ გ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 239-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

 პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

"ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ექვსი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ხულიგნობას. სავარაუდოდ დღეს მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს", - განაცხადა შოთაძემ.

2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1-ელ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია