პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...
"ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

ტე­ლე­კომ­პა­ნია "2030"-ის რე­პორ­ტი­ო­რი ზვი­ად თხე­ლი­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მისი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დუ­შეთ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ად­გილ­ზე 50-მდე მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობ­და და მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი დღეს, დი­ლის 06:00 სა­ა­თის­თვის იპო­ვეს.

ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ხა­დას ხე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ჟურ­ნა­ლის­ტმა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე უც­ნა­უ­რი პოს­ტი დადო, რო­მელ­საც ახლა მის წი­ნათ­გრძნო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ფო­ტო­ზე საფ­ლა­ვის ქვაა აღ­ბეჭ­დი­ლი, რე­პორ­ტი­ორ­მა იგი ამ სი­ტყვე­ბით და­ა­სა­თა­უ­რა: "ვინც და­მა­ფა­სებთ მი­ა­წე­რეთ...".

"თვა­ლი არ გე­ცეს, მო­ა­შო­რე­ეე :("; "მო­მინ­დო­მა აქ გმირ­თა მო­ედ­ნის ხელა ობე­ლის­კი!" - ვკი­თხუ­ლობთ კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ­ლე­ბიც თხე­ლი­ძის მე­გობ­რებ­მა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გა­გე­ბამ­დე მი­ა­წე­რეს ფო­ტოს.

AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და კო­ლე­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

"ვინც დამაფასებთ მიაწერეთ..." - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის საბედისწერო წინათგრძნობა...

ტელეკომპანია "2030"-ის რეპორტიორი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა და მამაკაცის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ხადას ხეობაში ყოფნისას, ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე უცნაური პოსტი დადო, რომელსაც ახლა მის წინათგრძნობას უკავშირებენ. ფოტოზე საფლავის ქვაა აღბეჭდილი, რეპორტიორმა იგი ამ სიტყვებით დაასათაურა: "ვინც დამაფასებთ მიაწერეთ...".

"თვალი არ გეცეს, მოაშორეეე :("; "მომინდომა აქ გმირთა მოედნის ხელა ობელისკი!" - ვკითხულობთ კომენტარებში, რომლებიც თხელიძის მეგობრებმა ტრაგიკული შემთხვევის გაგებამდე მიაწერეს ფოტოს.

AMBEBI.GE-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია