Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან
ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან

სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი რობი უი­ლი­ამ­სი "ტვი­ტერ­ზე" ქარ­თვე­ლი ბი­ჭის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ "მე­გო­ბარ ზუ­რას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვებს".

ფო­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, ვინ იყო ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლი მუ­სი­კო­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. რო­გორც გა­ირ­კვა, ის 28 წლის ზურა ცნო­ბი­ლა­ძეა, წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არის. გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რისი ერთ-ერთი მი­ზე­ზიც რობი უი­ლი­ამ­სის კონ­ცერ­ტი გახ­ლდათ.

"Ambebi.ge"-ს ზუ­რამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- ამ წამს გა­ვი­გე რაც ხდე­ბა, ჯერ პოს­ტიც არ მი­ნა­ხავს. გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რობი უი­ლი­ამ­სის კონ­ცერ­ტის გამო ჩა­მო­ვე­დი. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბი გა­მირ­თულ­და და ვერ მო­ვა­ხერ­ხე კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა. გა­და­ვი­ღე ეს ფოტო და "ფე­ის­ბუქ­ზე" დავ­დე, გა­ვა­კე­თე ჰეშ­თა­გი "hello robby", ეს იყო და ეს. ეტყო­ბა იგ­რძნო რო­გორ მინ­დო­და მის კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა და რას გან­ვიც­დი­დი იმის გამო, რომ ეს ვერ შევ­ძე­ლი, ამი­ტო­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩემი ფოტო "ტვი­ტერ­ზე". ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ვერც გად­მოვ­ცემ ამ სი­ხა­რულს. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ეს თუ მოხ­დე­ბო­და. რო­ბის პოსტს ამოვ­ბეჭ­დავ და ყვე­ლან გა­ვაკ­რავ.

- პი­რა­დად არას­დროს შეხ­ვედ­რი­ხართ?

- არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია რობი უი­ლი­ამსთან. მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ ბავ­შვო­ბი­დან, მაგ­რამ მის კონ­ცერ­ტზე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. მუ­სი­კა ჩემ­თვის რე­ლი­გი­ა­სა­ვით არის და სულ ვეს­წრე­ბი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტებს. ყო­ველ­თვის მი­მარ­თლებს და მათი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვხვდე­ბი. ეს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბა, რო­ბის კონ­ცერ­ტზე თუ მოვ­ხვდე­ბო­დი, ალ­ბათ რა­ღაც სას­წა­ულს ჩა­ვი­დენ­დი. ჩემ­თვის კარ­გი შან­სი იყო მას­თან მი­ნი­მუმ სელ­ფის გა­და­ღე­ბა. ჯგუ­ფი "სი­გურ როსი" მიყ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბით. ის­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­ა­ტა­რეს გერ­მა­ნი­ა­ში კონ­ცერ­ტი, ყო­ველ­თვის ვეს­წრე­ბო­დი. ერთხელ დრა­მის ჯო­ხე­ბი მა­ჩუ­ქეს, სელ­ფე­ბიც გა­და­ვი­ღეთ. სხვა მუ­სი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც ვხვდე­ბი, მაგ­რამ ახლა ისეთ ეი­ფო­რი­ა­ში ვარ სი­ხა­რუ­ლის­გან არა­ფე­რი არ მახ­სოვს.

- პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სი ხართ?

- პრო­ფე­სი­უ­ლად მუ­სი­კას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. უბ­რა­ლოდ წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა უნდა მოხ­დეს სამ­ყა­რო­ში მუ­სი­კის გა­რე­შე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ასე­ვე იხი­ლეთ: რობი უი­ლი­ამ­სი ნა­ჩუ­ქა­რი ყა­ბა­ლა­ხით

"New York, New York" - ცნო­ბი­ლი ჰიტი მომ­ღე­რალ­მა "Georgia, Georgia!"-თი შეც­ვა­ლა

ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან

ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი „ტვიტერზე“ ქართველი ბიჭის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „მეგობარ ზურას გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ბრიტანელი მუსიკოსის ყურადღების ცენტრში მოხვდა. როგორც გაირკვა, ის 28 წლის ზურა ცნობილაძეა, წარმოშობით ქუთაისიდან არის. გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რობი უილიამსის კონცერტი გახლდათ.

"Ambebi.ge"-ს ზურამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ამ წამს გავიგე რაც ხდება, ჯერ პოსტიც არ მინახავს. გერმანიაში ვცხოვრობ და საქართველოში რობი უილიამსის კონცერტის გამო ჩამოვედი. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, წელის ტკივილები გამირთულდა და ვერ მოვახერხე კონცერტზე მოხვედრა. გადავიღე ეს ფოტო და „ფეისბუქზე“ დავდე, გავაკეთე ჰეშთაგი "hello robby", ეს იყო და ეს. ეტყობა იგრძნო როგორ მინდოდა მის კონცერტზე მოხვედრა და რას განვიცდიდი იმის გამო, რომ ეს ვერ შევძელი, ამიტომაც გამოაქვეყნა ჩემი ფოტო "ტვიტერზე". ძალიან ბედნიერი ვარ, ვერც გადმოვცემ ამ სიხარულს. ვერ წარმოვიდგენდი ეს თუ მოხდებოდა. რობის პოსტს ამოვბეჭდავ და ყველან გავაკრავ.

- პირადად არასდროს შეხვედრიხართ?

- არანაირი შეხება არ მქონია რობი უილიამსთან. მისი თაყვანისმცემელი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ მის კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ. მუსიკა ჩემთვის რელიგიასავით არის და სულ ვესწრები მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს. ყოველთვის მიმართლებს და მათი ყურადღების ცენტრში ვხვდები. ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, რობის კონცერტზე თუ მოვხვდებოდი, ალბათ რაღაც სასწაულს ჩავიდენდი. ჩემთვის კარგი შანსი იყო მასთან მინიმუმ სელფის გადაღება. ჯგუფი "სიგურ როსი" მიყვარს განსაკუთრებით. ისლანდიელი მუსიკოსები არიან, რამდენჯერაც ჩაატარეს გერმანიაში კონცერტი, ყოველთვის ვესწრებოდი. ერთხელ დრამის ჯოხები მაჩუქეს, სელფებიც გადავიღეთ. სხვა მუსიკოსების ყურადღების ცენტრშიც ვხვდები, მაგრამ ახლა ისეთ ეიფორიაში ვარ სიხარულისგან არაფერი არ მახსოვს.

- პროფესიით მუსიკოსი ხართ?

- პროფესიულად მუსიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს. უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მოხდეს სამყაროში მუსიკის გარეშე.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: რობი უილიამსი ნაჩუქარი ყაბალახით

"New York, New York" - ცნობილი ჰიტი მომღერალმა "Georgia, Georgia!"-თი შეცვალა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია