საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დაიბარეთ ბოკერია და მელია, მათ აგებინეთ პასუხი“ - შსს-სთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებიც მივიდნენ
„დაიბარეთ ბოკერია და მელია, მათ აგებინეთ პასუხი“ - შსს-სთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებიც მივიდნენ

ამ წუ­თებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ სა­მი­ნის­ტროს­თან სპორ­ტსმე­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­ვიდ­ნენ. მათი თქმით, სპორ­ტსმე­ნებს კორ­ცხელ­ში და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ და მათ შე­უ­რა­ცხყო­ფა ვერ აი­ტა­ნეს.

"ვი­თხოვთ დღეს­ვე გა­მო­უშ­ვან სპორ­ტსმე­ნე­ბი! არ გა­ბე­დონ მათი და­კა­ვე­ბა! და­ი­ბა­რეთ ბო­კე­რია და მე­ლია და მათ აგე­ბი­ნეთ პა­სუ­ხი", - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ვიდ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ ბელ­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბას გა­მარ­თა­ვენ. ად­ვო­კა­ტის თქმით, სპორ­ტსმე­ნე­ბი მზად არი­ან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ და ჩვე­ნე­ბა მის­ცენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

შს მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სპორ­ტსმე­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს თა­ვი­სი ნე­ბით მი­ვიდ­ნენ შსს-ში და ჩვე­ნე­ბა მის­ცენ. სპორ­ტსმე­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვთ.

კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით,

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ და­ი­წყო პრო­ვო­ცი­რე­ბა, ქვე­ბის სრო­ლა, "ბი­ტე­ბის" ჩარ­ტყმა, ერთ სპორ­ტსმენს თავი გა­უ­ტე­ხეს და ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი. "ვარ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი 2012 წლი­დან და ამი­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი კორ­ცხელ­ში. მა­ნამ­დე სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც ვი­ყა­ვით და იქ ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა, რად­გან იქ არ იყო ნიკა მე­ლია. მო­ვე­დით შსს-თან, რათა ბრალ­დე­ბებს გავ­ცეთ პა­სუ­ხი. ჩვენ არ ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რა­საც თვი­თხილ­ვე­ლე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ შს სა­მი­ნის­ტო სა­სა­მარ­თლოს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ან სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს, რათა კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად გან­ჩი­ნე­ბა გა­მოს­ცეს.

"მე პი­რა­დად ვგმობ და ვე­მიჯ­ნე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ვისი მხრი­და­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს ეს. ის ემო­ცი­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ში არ­სე­ბობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ემო­ცი­ებ­ზე ვერ იქ­ნე­ბა აწყო­ბი­ლი. არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, ასე­ვე და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. შს მი­ნის­ტრი ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს, ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზო გან­ცხა­დე­ბე­ბით და გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში თუ არა სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს შს სა­მი­ნის­ტრო სა­სა­მარ­თლოს, რათა გას­ცეს გან­ჩი­ნე­ბა იმ პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად, რომ­ლე­ბიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

„დაიბარეთ ბოკერია და მელია, მათ აგებინეთ პასუხი“ - შსს-სთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებიც მივიდნენ

„დაიბარეთ ბოკერია და მელია, მათ აგებინეთ პასუხი“ - შსს-სთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების მხარდამჭერებიც მივიდნენ

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ. მათი თქმით, სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს.

"ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განუცხადა, ისინი გამომძიებელთან გასაუბრებას გამართავენ. ადვოკატის თქმით, სპორტსმენები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ.

იხილეთ ვიდეო

შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სპორტსმენებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.

კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის განცხადებით,

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, "ბიტების" ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავი გაუტეხეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. "ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს-თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რასაც თვითხილველები დაადასტურებენ", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

"მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია