Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან
შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მსა­ხი­ობ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, ევა ბარ­ბა­ქა­ძე, აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბის გამო, თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას 2 რთუ­ლი ოპე­რა­ცია თურ­ქმა ექი­მებ­მა ჩა­უ­ტა­რეს. ევას და­სახ­მა­რებ­ლად გახ­სნი­ლია ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც 10.000 დო­ლა­რი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჩა­რი­ცხა, 10.000 ლარი - ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, კახა კა­ლა­ძემ, ხოლო 15.000 ლარი თურ­ქულ კლი­ნი­კას თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­და­უ­რი­ცხა. საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებს გეგ­მა­ვენ ევას და შო­რე­ნას მე­გობ­რე­ბი. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავთ. ევას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა.

"ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ვე­ლა­პა­რა­კე, ნარ­კო­ზი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო", - ამ­ბობს ევას მე­გო­ბა­რი ნა­ტა­ლი ყიფ­ში­ძე.

- ევა ახლა თავს უკე­თე­სად გრძნობს. დე­დაც (მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე. - ავტ.) ელა­პა­რა­კა შო­რე­ნას, რო­მელ­მაც უთხრა: ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვარ­თო. ვიდ­რე ევას თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვან­დნენ, მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­ვე­დი. მი­ხა­რია, რომ ევა იმე­დი­ა­ნად არის.

- მე­გობ­რე­ბი მის და­სახ­მა­რებ­ლად სხვა­დას­ხვაგ­ვარ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას აწყო­ბენ. მო­მა­ვალ­ში რა გაქვთ და­გეგ­მი­ლი?

- დიახ, FLEA MARKET-ზე ნამ­ცხვრე­ბის გა­ყიდ­ვა გვაქვს და­გეგ­მი­ლი. დღეს მრგვალ ბაღ­თან მო­ვა­წყვეთ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ნივ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნეთ და ვყი­დით. გა­სა­ყი­დად ვი­საც რა უნდა, ის მო­აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ნამ­ცხვრებს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი დაგვპირ­დნენ, რომ გა­მოგ­ვი­ცხო­ბენ და ევას და­სახ­მა­რებ­ლად გავ­ყი­დით.

- დღემ­დე რა თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეთ?

- პირ­ველ დღეს 900 ლა­რამ­დე შე­ვაგ­რო­ვეთ... აქ­ცი­ებს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

- ევა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რას გე­უბ­ნე­ბათ?

- ჩვე­ნი თა­ნად­გო­მით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ეს ევას არც უნდა გა­უკ­ვირ­დეს, აბა, მე­გობ­რო­ბა სხვა რა­ღაა? მე და ევა ერ­თმა­ნეთს 3 წლი­დან ვიც­ნობთ, ბა­ღი­დან ვმე­გობ­რობთ და კი­დევ დიდ­ხანს ვი­მე­გობ­რებთ!

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი", - ამ­ბობს ევას კლა­სე­ლი, ლიზა კა­კი­ლაშ­ვი­ლი:

- მე და ევა კლა­სე­ლე­ბი ვართ. ვიდ­რე თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვან­დნენ, სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სამ­ჯერ მი­ვე­დი. თა­ბა­ში­რი ერთ ფეხ­ზე ედო, მაგ­რამ ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი არ ჰქონ­და, მერე ას­ტკივ­და... რა მოხ­და, შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ მი­კი­თხავს, რად­გან მის­თვის ემო­ცი­უ­რად ად­ვი­ლი მო­სა­ყო­ლი არ იქ­ნე­ბო­და. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ფაქ­ტი არ არის.

- შო­რე­ნამ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, - ევას და მის მე­გობ­რებს უყ­ვარ­დათ ფან­ჯრის რა­ფა­ზე ჩა­მოჯ­დო­მა და ამის გამო ვე­ჩხუ­ბე­ბო­დიო. იმ მე­გობ­რებს შო­რის შენც ხარ?

- დიახ. იმ ფან­ჯრის რა­ფა­ზე მეც არა­ერ­თხელ ვმჯდარ­ვარ. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ამო­ჩე­მე­ბუ­ლი გვქონ­და ის ად­გი­ლი.

- რა­ტომ?

- გად­მო­წე­უ­ლი რაფა ჰქონ­და, წინ ლა­მა­ზი ხედი იშ­ლე­ბო­და და თან, იო­ლად ვთავ­სდე­ბო­დით. ევა­საც მოს­წონ­და ეს ად­გი­ლი. ფან­ჯრის­კენ არ ვი­წე­ო­დით. იმ მხა­რეს ვი­ჯე­ქით, რო­მე­ლიც არ იღე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

შორენა ბეგაშვილი: მე კიდევ დავიწყებ ცხოვრებას თავიდან

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, აუტანელი ტკივილების გამო, თურქეთში გადაიყვანეს. მას 2 რთული ოპერაცია თურქმა ექიმებმა ჩაუტარეს. ევას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში, რომელზეც 10.000 დოლარი ჯანდაცვის სამინისტრომ ჩარიცხა, 10.000 ლარი - ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, ხოლო 15.000 ლარი თურქულ კლინიკას თბილისის მერიამ გადაურიცხა. საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავენ ევას და შორენას მეგობრები. მათ საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობით ბევრი ადამიანი ინტერესდება.

"ოპერაციის შემდეგ ველაპარაკე, ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო", - ამბობს ევას მეგობარი ნატალი ყიფშიძე.

- ევა ახლა თავს უკეთესად გრძნობს. დედაც (მოდელი კრისტი ყიფშიძე. - ავტ.) ელაპარაკა შორენას, რომელმაც უთხრა: ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ვართო. ვიდრე ევას თურქეთში გადაიყვანდნენ, მის მოსანახულებლად მივედი. მიხარია, რომ ევა იმედიანად არის.

- მეგობრები მის დასახმარებლად სხვადასხვაგვარ საქველმოქმედო აქციას აწყობენ. მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი?

- დიახ, FLEA MARKET-ზე ნამცხვრების გაყიდვა გვაქვს დაგეგმილი. დღეს მრგვალ ბაღთან მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა. ნივთები გამოვიტანეთ და ვყიდით. გასაყიდად ვისაც რა უნდა, ის მოაქვს. რაც შეეხება ნამცხვრებს, ოჯახის წევრები დაგვპირდნენ, რომ გამოგვიცხობენ და ევას დასახმარებლად გავყიდით.

- დღემდე რა თანხის შეგროვება მოახერხეთ?

- პირველ დღეს 900 ლარამდე შევაგროვეთ... აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ.

- ევა ამ ყველაფერზე რას გეუბნებათ?

- ჩვენი თანადგომით ძალიან გახარებულია. ვფიქრობ, ეს ევას არც უნდა გაუკვირდეს, აბა, მეგობრობა სხვა რაღაა? მე და ევა ერთმანეთს 3 წლიდან ვიცნობთ, ბაღიდან ვმეგობრობთ და კიდევ დიდხანს ვიმეგობრებთ!

"სოციალურ ქსელში სულ ვეკონტაქტები", - ამბობს ევას კლასელი, ლიზა კაკილაშვილი:

- მე და ევა კლასელები ვართ. ვიდრე თურქეთში წაიყვანდნენ, სახლში იმყოფებოდა და მის მოსანახულებლად სამჯერ მივედი. თაბაშირი ერთ ფეხზე ედო, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ ჰქონდა, მერე ასტკივდა... რა მოხდა, შეგნებულად აღარ მიკითხავს, რადგან მისთვის ემოციურად ადვილი მოსაყოლი არ იქნებოდა. სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტი არ არის.

- შორენამ ინტერვიუში თქვა, - ევას და მის მეგობრებს უყვარდათ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომა და ამის გამო ვეჩხუბებოდიო. იმ მეგობრებს შორის შენც ხარ?

- დიახ. იმ ფანჯრის რაფაზე მეც არაერთხელ ვმჯდარვარ. ყველას ძალიან გვიყვარდა, ამოჩემებული გვქონდა ის ადგილი.

- რატომ?

- გადმოწეული რაფა ჰქონდა, წინ ლამაზი ხედი იშლებოდა და თან, იოლად ვთავსდებოდით. ევასაც მოსწონდა ეს ადგილი. ფანჯრისკენ არ ვიწეოდით. იმ მხარეს ვიჯექით, რომელიც არ იღება... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია