მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით

AMBEBI.GE-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის - "რა­ტომ ჰქონ­და წყალს სუნი თბი­ლი­სის ზო­გი­ერთ უბან­ში 14-15 მა­ისს" პა­სუ­ხად, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" აცხა­დებს, რომ წყლის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის (სუ­ნი­სა და გე­მოს) გამ­ძაფ­რე­ბა ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრმა მა­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია. საქ­მე გვქონ­და მხო­ლოდ გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო ცვლი­ლე­ბას­თან. სას­მე­ლი წყლის ქი­მი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა არ და­ფიქ­სი­ე­ბუ­ლა.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ცენ­ტრა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­მე­ლი წყლის რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს. ცენ­ტრა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია 24-სა­ა­თი­ან უწყვეტ რე­ჟიმ­ში, ახორ­ცი­ლებს, რო­გორც სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბი­დან, ასე­ვე დე­და­ქა­ლა­ქის წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­დან, კერ­ძოდ, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი­დან, ეზო­ე­ბი­დან, სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის ონ­კა­ნე­ბი­დან სინ­ჯე­ბის აღე­ბას და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­მე­ლი წყლის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას, წყლის გა­უსნე­ბოვ­ნე­ბა ხდე­ბა სტან­დარ­ტუ­ლად, ქლო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ეფექ­ტუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო მე­თო­დია. ქლორს ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბა აქვს და სას­მე­ლი წყლის გა­უსნე­ბოვ­ნე­ბას სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბი­დან დე­და­ქა­ლა­ქის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის ბოლო წერ­ტი­ლამ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფს. დე­და­ქა­ლაქ­ში სას­მელ წყალ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ქლო­რის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მის ფარ­გლებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სას­მე­ლი წყლის ხა­რისხზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს და აცხა­დებს, რომ დე­და­ქა­ლაქს ყო­ველ­დღე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ჩი­ო­და, რომ 14-16 მა­ისს დე­და­ქა­ლაქ­ში სას­მელ წყალს გემო და სუნი ჰქონ­და შეც­ვლი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ე­ხო ორ­თა­ჭა­ლის, თემ­ქის, მუ­ხი­ა­ნის, დიღ­მის, ვარ­კე­თი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით

AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიის - "რატომ ჰქონდა წყალს სუნი თბილისის ზოგიერთ უბანში 14-15 მაისს" პასუხად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების (სუნისა და გემოს) გამძაფრება ხანმოკლე პერიოდში წყლის ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. საქმე გვქონდა მხოლოდ გემოვნური თვისებების უმნიშვნელო ცვლილებასთან. სასმელი წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ცვლილება არ დაფიქსიებულა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი აბსოლუტურად შეესაბამება სასმელი წყლის რეგლამენტის მოთხოვნებს. ცენტრალური ლაბორატორია 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ახორცილებს, როგორც სათავე ნაგებობიდან, ასევე დედაქალაქის წყლის გამანაწილებელი ქსელის სხვადასხვა ადგილებიდან, კერძოდ, მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებიდან, ეზოებიდან, საერთო მოხმარების ონკანებიდან სინჯების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას.

რაც შეეხება სასმელი წყლის დამუშავების ტექნოლოგიას, წყლის გაუსნებოვნება ხდება სტანდარტულად, ქლორის საშუალებით, რაც ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მეთოდია. ქლორს ხანგრძლივი მოქმედება აქვს და სასმელი წყლის გაუსნებოვნებას სათავე ნაგებობიდან დედაქალაქის გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილამდე უზრუნველყოფს. დედაქალაქში სასმელ წყალში თავისუფალი ქლორის რაოდენობა ნორმის ფარგლებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სასმელი წყლის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ დედაქალაქს ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის რამდენიმე უბნის მოსახლეობა ჩიოდა, რომ 14-16 მაისს დედაქალაქში სასმელ წყალს გემო და სუნი ჰქონდა შეცვლილი. აღნიშნული პრობლემა შეეხო ორთაჭალის, თემქის, მუხიანის, დიღმის, ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია