პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჰქონდა წყალს სუნი თბილისის ზოგიერთ უბანში 14-15 მაისს
რატომ ჰქონდა წყალს სუნი თბილისის ზოგიერთ უბანში 14-15 მაისს

"ყარს წყა­ლი! რო­მელ რეგ­ლა­მენ­ტსა და რო­მელ მო­თხოვ­ნებ­შია დაშ­ვე­ბუ­ლი აშ­მო­რე­ბუ­ლი წყლის მი­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის?! არა­თუ სას­მე­ლად, ხე­ლის და­სა­ბა­ნა­დაც შე­ე­ზი­ზღე­ბა ადა­მი­ანს. თემ­ქა და მუ­ხი­ა­ნის წყალ­სა­დენ­ზე მე პი­რა­დად და­ვა­ფიქ­სი­რე და იმის შემ­დეგ წყალს ვე­ღარ ვსვამ"; "სა­ში­ნე­ლი თევ­ზის სუნი აქვს წყალს... ცხელ ხაზ­ზე მი­თხრეს, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლია და ვარ­გი­სია სას­მე­ლა­დო, თან ისიც და­ა­ყო­ლეს 2-3 დღე­ში გა­მოს­წორ­დე­ბაო. თუ ხა­რის­ხი­ა­ნია, რა უნდა გა­მოს­წორ­დეს? თან ფაქ­ტია, რომ სა­ში­ნე­ლი თევ­ზის სუნი აქვს... გა­ვი­და 2-3 დღე..." - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რებს ნა­ხავთ კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თბი­ლი­სე­ლე­ბი, რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14-15 მა­ისს დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე უბან­ში სას­მელ წყალს გემო და სუნი ჰქონ­და შეც­ვლი­ლი.

წყლის ხა­რის­ხის ცვლი­ლე­ბა­ზე ჩი­ვი­ან ორ­თა­ჭა­ლის, თემ­ქის, მუ­ხი­ა­ნის, დიღ­მის, ვარ­კე­თი­ლის და სხვა უბ­ნე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც. რამ გა­მო­იწ­ვია სუ­ნის გამ­კვეთ­რე­ბა და მოგ­ვარ­და თუ არა პრობ­ლე­მა, Ambebi.ge "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერს" და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, წყლის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის (სუ­ნი­სა და გე­მოს) გამ­ძაფ­რე­ბა ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრმა მა­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც და­ფიქ­სირ­და.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" გან­ცხა­დე­ბა თბი­ლის­ში წყლის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით

"კომ­პა­ნი­ას აქვს მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა. ასეთ დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი - წყლის გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი ნახ­ში­რით და­მუ­შა­ვე­ბა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­სახ­ლე­ო­ბა, მხო­ლოდ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მოგ­ვმარ­თავს. აბო­ნენტს შე­უძ­ლია და­უ­კავ­შირ­დეს კომ­პა­ნი­ას ცხე­ლი ხაზ­ზე - 293 11 11. კომ­პა­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე, აბო­ნენ­ტის ონ­კა­ნი­დან აი­ღე­ბენ წყლის სინჯს".

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის პა­რა­მეტ­რე­ბი უც­ვლე­ლია: "კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ წყლის ხა­რის­ხის პა­რა­მეტ­რე­ბი უც­ვლე­ლია. სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი დე­და­ქა­ლაქ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ეროვ­ნუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ქი­მი­ურ-მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ ხდე­ბა წყლის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა და ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი მკაც­რად არის და­ცუ­ლი", - გან­გვი­მარ­ტეს კომ­პა­ნი­ა­ში.

ეკო­ლოგ ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში წყლის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. "შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სას­მე­ლი წყლის მდგო­მა­რე­ო­ბა თბი­ლის­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა იმას, რომ თა­ვად ქსელ­შია პრობ­ლე­მა, შე­იძ­ლე­ბა სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ფა­სოვ­ნად ხდე­ბა წყლის გაწ­მენ­და, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ში­დაკ­ვარ­ტა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ქსე­ლე­ბი და მათი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ბინ­ძურ­დე­ბა ხოლ­მე სას­მე­ლი წყა­ლი, ეს არის ე.წ. მე­ო­რა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გაწ­მენ­დით ტექ­ნო­ლო­გი­ას, შე­იძ­ლე­ბა ის წყლის ბაქ­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ გაწ­მენ­დას ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს, მაგ­რამ თა­ვად ტექ­ნო­ლო­გია სა­კა­მა­თოა, იმ გა­გე­ბით, რომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქლო­რი, როცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ წყლის გაწ­მენ­და ოზო­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ით უნდა ხდე­ბო­დეს. ის უფრო უსაფრ­თხოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. ცუ­დია, რომ სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი თა­ვად კომ­პა­ნი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, ვფიქ­რობ, რომ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან უნდა იყოს რე­ა­გი­რე­ბა", - ამ­ბობს ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რატომ ჰქონდა წყალს სუნი თბილისის ზოგიერთ უბანში 14-15 მაისს

რატომ ჰქონდა წყალს სუნი თბილისის ზოგიერთ უბანში 14-15 მაისს

"ყარს წყალი! რომელ რეგლამენტსა და რომელ მოთხოვნებშია დაშვებული აშმორებული წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის?! არათუ სასმელად, ხელის დასაბანადაც შეეზიზღება ადამიანს. თემქა და მუხიანის წყალსადენზე მე პირადად დავაფიქსირე და იმის შემდეგ წყალს ვეღარ ვსვამ"; "საშინელი თევზის სუნი აქვს წყალს... ცხელ ხაზზე მითხრეს, ლაბორატორიულად შემოწმებულია და ვარგისია სასმელადო, თან ისიც დააყოლეს 2-3 დღეში გამოსწორდებაო. თუ ხარისხიანია, რა უნდა გამოსწორდეს? თან ფაქტია, რომ საშინელი თევზის სუნი აქვს... გავიდა 2-3 დღე..." - მსგავსი შინაარსის კომენტარებს ნახავთ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თბილისელები, რომელთა ინფორმაციით, 14-15 მაისს დედაქალაქის რამდენიმე უბანში სასმელ წყალს გემო და სუნი ჰქონდა შეცვლილი.

წყლის ხარისხის ცვლილებაზე ჩივიან ორთაჭალის, თემქის, მუხიანის, დიღმის, ვარკეთილის და სხვა უბნების მაცხოვრებლებიც. რამ გამოიწვია სუნის გამკვეთრება და მოგვარდა თუ არა პრობლემა, Ambebi.ge "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების (სუნისა და გემოს) გამძაფრება ხანმოკლე პერიოდში წყლის ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირდა.

ასევე წაიკითხეთ: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება თბილისში წყლის ხარისხთან დაკავშირებით

"კომპანიას აქვს მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება. ასეთ დროს გამოიყენება აპრობირებული მეთოდი - წყლის გააქტივებული ნახშირით დამუშავება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობა, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოგვმართავს. აბონენტს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ცხელი ხაზზე - 293 11 11. კომპანიის ლაბორატორიის წარმომადგენლები, კონკრეტულ მისამართზე, აბონენტის ონკანიდან აიღებენ წყლის სინჯს".

კომპანიის ცნობით, თბილისში, სასმელი წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია: "კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია. სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაკონტროლებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24-საათიან რეჟიმში, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და ყველა პარამეტრი მკაცრად არის დაცული", - განგვიმარტეს კომპანიაში.

ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დედაქალაქში წყლის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. "შეიძლება ითქვას, რომ სასმელი წყლის მდგომარეობა თბილისში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები. პირველ რიგში, ეს ეხება იმას, რომ თავად ქსელშია პრობლემა, შეიძლება სათავე ნაგებობებში მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ხდება წყლის გაწმენდა, მაგრამ ქალაქში წყლის გამანაწილებელი ქსელია დაზიანებული, განსაკუთრებით შიდაკვარტალური და ადგილობრივი ქსელები და მათი დაზიანების გამო ბინძურდება ხოლმე სასმელი წყალი, ეს არის ე.წ. მეორადი დაბინძურება.

რაც შეეხება გაწმენდით ტექნოლოგიას, შეიძლება ის წყლის ბაქტეოროლოგიურ გაწმენდას ითვალისწინებდეს, მაგრამ თავად ტექნოლოგია საკამათოა, იმ გაგებით, რომ გამოიყენება ქლორი, როცა თანამედროვე ტექნოლოგიებში აღიარებულია, რომ წყლის გაწმენდა ოზონის ტექნოლოგიით უნდა ხდებოდეს. ის უფრო უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისათვის. ცუდია, რომ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი თავად კომპანიის პრეროგატივაა, ვფიქრობ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან უნდა იყოს რეაგირება", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია