პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები
"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

თუ გინ­და ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პო, და­ა­წყე­ბი­ნე აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, ხელი შე­უ­წყვე, რომ გახ­დეს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და... უბე­დუ­რე­ბა არ და­ა­ყოვ­ნებს. მით უმე­ტეს, თუ ეს უბე­დუ­რე­ბა უკვე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­გიძ­ლია მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მას სა­რეკ­ლა­მო დრო­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უთ­მო­ბენ. დიახ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა თუ ონ­ლა­ინ­ბე­თებს ვგუ­ლის­ხმობთ, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე ეროვ­ნულ პრობ­ლე­მად იქცა, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­მა­ნი­აა. სწო­რედ ამი­ტომ ითხოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უს­წრა­ფეს რე­ა­გი­რე­ბას, მაგ­რამ...

ფსი­ქო­ლოგ­მა ნინა გო­გო­ხი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" საუ­ბარი­ ამ დღე­ებ­ში ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს გამო მო­ზარდ­ის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ამ­ბით და­ი­წყო: "ის ბიჭი გამ­ვლელ­მა ამო­იყ­ვა­ნა მტკვ­რი­დან. ამას ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრნენ. უკი­თხავთ, რა­ტომ იკ­ლავ თავ­სო?­ ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ში ვი­თა­მა­შე, ვალი ავი­ღე, ვერ ვის­ტუმ­რებ და დე­დას ვერ ვე­ტყვიო! ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს იმი­სა, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო მე­რამ­დე­ნე ახალ­გაზ­რდას შე­იძ­ლე­ბო­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სი­ცო­ცხლე. ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ზარ­დი უკვე შე­ე­წი­რა. მე არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბებს. ძა­ლი­ან დიდი შან­სია, რომ მო­ზარ­დე­ბი საბო­ლოოდ იქ­ცნენ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად, ანუ გემბლე­რე­ბად, რაც არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან. თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი უმე­ტე­სად ხდე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი­ შეც­დო­მე­ბის გამო - ონ­ლა­ინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბმა იცი­ან, თუ რო­გორ და­ა­ზა­რა­ლეს ახ­ლობ­ლე­ბი...

ელი­ო­ზის სინ­დრო­მი

ნინა გო­გო­ხია, ფსი­ქო­ლო­გი: "ხომ გახ­სოვთ ელი­ო­ზი, "ნატ­ვრის ხის" პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ნატ­ვრის­თვალს იპო­ვი­და ან ოქ­როს თევზს და­ი­ჭერ­და და ყო­ველ­დღე დი­ლა­ად­რი­ა­ნად მის სა­ძებ­ნე­ლად მი­დი­ო­და. შინ კი ჩა­მო­კონ­კი­ლი, მში­ე­რი და გა­თო­ში­ლი ოჯა­ხი ელო­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა თუ კა­ზი­ნო­ე­ბის ტყვე­ე­ბი დღეს კო­ლექ­ტი­ურ ელი­ო­ზად მოგ­ვევ­ლი­ნენ. კო­ლექ­ტი­უ­რი ელი­ო­ზე­ბი ან­გრე­ვენ და აუ­ბე­დუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს და ხში­რად ამას ნიღ­ბა­ვენ წუ­ხი­ლით, რომ თით­ქოს­და ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში­თა და ფუ­ლის მო­გე­ბით ოჯა­ხის წევ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ. ეს არის ვი­თომ წუ­ხი­ლი და ვი­თომ ზრუნ­ვა, რა­საც ემა­ტე­ბა ცრუ ილუ­ზია, რომ ოდეს­ღაც გა­გი­მარ­თლებს, მო­ი­გებ და აშენ­დე­ბი - სწო­რედ ამ გზით მივ­დი­ვართ ელი­ოზ­თან. იმ ელი­ოზ­თან, რო­მე­ლიც მში­ერ ოჯახს ყო­ველ დი­ლას თავს ალოც­ვი­ნებს ვი­თომ მათი გა­დამ­რჩე­ნე­ლი ნატ­ვრის­თვა­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მათ აუ­ბე­დუ­რებს. იმ ელი­ოზ­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ახი­რე­ბის გამო ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლია. ელი­ო­ზი, შე­საძ­ლოა, თა­ვა­დაც ვერ ხვდე­ბა (ან არ უნდა, მიხ­ვდეს) რას სჩა­დის, რო­გორ სწი­რავს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბის დევ­ნით შვი­ლებს... ელი­ო­ზი ცრუ ილუ­ზი­ებ­მა იმ­სხვერ­პლა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ვე ამ­თავ­რებს სი­ცო­ცხლეს ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ელი­ო­ზი - ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის ბა­დე­ში გახ­ვე­უ­ლებს, ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლებს, ვა­ლებ­ში ჩა­ძი­რუ­ლებს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია "უბე­დუ­რე­ბა ONLINE - "შე­ა­ჩე­რეთ სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შე­ბი!" სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 მა­ი­სის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

"ელიოზებად" ქცეული კაზინოს ტყვეები

თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანიაა. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების უსწრაფეს რეაგირებას, მაგრამ...

ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ "კვირის პალიტრასთან" საუ­ბარი­ ამ დღეებში ონლაინკაზინოს გამო მოზარდ­ის თვითმკვლელობის მცდელობის ამბით დაიწყო: "ის ბიჭი გამვლელმა ამოიყვანა მტკვ­რიდან. ამას ჩემი ახლობლები შემთხვევით შეესწრნენ. უკითხავთ, რატომ იკლავ თავსო?­ ინტერნეტკაზინოში ვითამაშე, ვალი ავიღე, ვერ ვისტუმრებ და დედას ვერ ვეტყვიო! ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმისა, აზარტული თამაშების გამო მერამდენე ახალგაზრდას შეიძლებოდა დაესრულებინა სიცოცხლე. ონლაინკაზინოს ძალიან ბევრი მოზარდი უკვე შეეწირა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ თვითმკვლელობებს. ძალიან დიდი შანსია, რომ მოზარდები საბო­ლოოდ იქცნენ თამაშებზე დამოკიდებულებად, ანუ გემბლერებად, რაც არაფრით განსხვავდება ნარკოდამოკიდებულებისაგან. თვითმკვლელობები უმეტესად ხდება გაცნობიერებული­ შეცდომების გამო - ონლაინდამოკიდებულე­ბმა იციან, თუ როგორ დააზარალეს ახლობლები...

ელიოზის სინდრომი

ნინა გოგოხია, ფსიქოლოგი: "ხომ გახსოვთ ელიოზი, "ნატვრის ხის" პერსონაჟი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ნატვრისთვალს იპოვიდა ან ოქროს თევზს დაიჭერდა და ყოველდღე დილაადრიანად მის საძებნელად მიდიოდა. შინ კი ჩამოკონკილი, მშიერი და გათოშილი ოჯახი ელოდებოდა. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოებისა თუ კაზინოების ტყვეები დღეს კოლექტიურ ელიოზად მოგვევლინენ. კოლექტიური ელიოზები ანგრევენ და აუბედურებენ თავიანთ გარშემო ყველაფერს და ხშირად ამას ნიღბავენ წუხილით, რომ თითქოსდა ონლაინკაზინოში თამაშითა და ფულის მოგებით ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ეს არის ვითომ წუხილი და ვითომ ზრუნვა, რასაც ემატება ცრუ ილუზია, რომ ოდესღაც გაგიმართლებს, მოიგებ და აშენდები - სწორედ ამ გზით მივდივართ ელიოზთან. იმ ელიოზთან, რომელიც მშიერ ოჯახს ყოველ დილას თავს ალოცვინებს ვითომ მათი გადამრჩენელი ნატვრისთვალის მოსაპოვებლად, სინამდვილეში კი მათ აუბედურებს. იმ ელიოზთან, რომელიც თავისი უცნაური ახირების გამო ყველასგან გარიყულია. ელიოზი, შესაძლოა, თავადაც ვერ ხვდება (ან არ უნდა, მიხვდეს) რას სჩადის, როგორ სწირავს განუხორციელებელი ოცნების დევნით შვილებს... ელიოზი ცრუ ილუზიებმა იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ასევე ამთავრებს სიცოცხლეს ბევრი თანამედროვე ელიოზი - ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულებს, ყველასგან გარიყულებს, ვალებში ჩაძირულებს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ სტატია "უბედურება ONLINE - "შეაჩერეთ სასიკვდილო თამაშები!" სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია