Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"
ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

ევ­რო­პელ დიპ­ლო­მატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დე­ლე­გა­ტი ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­საბ­ჭო­ში, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე ბე­რად აღიკ­ვე­ცა. 18 წლის გი­ორ­გი სა­ბერ­ძნეთ­ში, თე­სა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე პეტ­რას მო­ნას­ტერ­ში აღიკ­ვე­ცა ბე­რად და ამი­ე­რი­დან ბერი იე­რო­ნი­მეს სა­ხე­ლით იწო­დე­ბა. აღ­კვე­ცილ­მა ახალ­გაზ­რდა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც დე­დას და ოჯა­ხის წევ­რებს მი­მარ­თავს:

"გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო საყ­ვა­რე­ლო, ჩემო კე­თი­ლო დედა! მა­პა­ტიე რომ ვიმ­სა­ხი­ო­ბე პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი და რო­ლე­ბი მო­ვირ­გე რომ შევ­ნიღ­ბუ­ლი­ყა­ვი დრო­ე­ბით, რათა ხელი არ შე­გე­შა­ლათ ჩემს არ­ჩე­ვან­ში. მა­პა­ტიე ტყუ­ი­ლე­ბი რი­თაც ნორ­ვე­გი­ა­ში წა­ვე­დი, ხოლო შემ­დგომ სა­ბერ­ძნეთ­ში და და­გი­მა­ლეთ ყვე­ლას. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი რომ არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, უთუ­ოდ ცუდი რამ დატ­რი­ალ­დე­ბო­და ჩვენს ოჯახ­ში, რად­გან უფა­ლი მე­ძახ­და და არ მივ­დი­ო­დი მას­თან. გი­ხა­რო­დეს, დედა, გა­უ­წყებ ჩემს ენით აუ­წე­რელ სი­ხა­რულს, გი­ზი­ა­რებ ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას: შენი შვი­ლი, შენი გი­ორ­გი პეტ­რას წმინ­და მო­ნას­ტერ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა.

იხი­ლეთ ვი­დეო| რას საქ­მი­ა­ნობ­და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში

გი­ხა­რო­დეს, დედა! შენი რუ­დუ­ნე­ბით გაზ­რდი­ლი, მრა­ვა­ლი იწ­რო­ე­ბი­თა და სიფრ­თხი­ლით აღ­ზრდი­ლი ბიჭი, კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის წმინ­და დღე­სას­წა­ულ­ზე, ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფალ­მა თა­ვის ჯა­რის­კა­ცად აკურ­თხა. დი­დე­ბა შენ­და, უფა­ლო ჩვე­ნო იესო ქრის­ტე! გი­ხა­რო­დეს, დედა, გი­ხა­რო­დეს! შენს შვილს ღმერ­თმა მე­ო­ხად აურ­ჩია წმინ­და ნე­ტა­რი იე­რო­ნი­მე. შენი შვი­ლი ღირ­სი გახ­და ამი­ე­რი­დან ატა­როს მისი წმინ­და სა­ხე­ლი (იე­რო­ნი­მე ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია და "წმინ­და სა­ხელს" ნიშ­ნავს) გი­ხა­რო­დეს, დედა, რომ ამი­ე­რი­დან უნდა მომ­მარ­თო არა "შვი­ლო" და არც "გიო", არა­მედ მამა იე­რო­ნი­მე. გი­ხა­რო­დეს, დედა, რომ კაც­თმოყ­ვა­რე ღმერ­თმა მო­მი­ტე­ვა ჩემი აუ­რა­ცხე­ლი ცოდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ჩემი უგუ­ნუ­რე­ბით ჩა­ვი­დი­ნე და ამი­ე­რი­დან მისი წმინ­და სა­ხე­ლით და მის სა­დი­დებ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი ვარ, ჩა­ვე­ბა ბნე­ლე­თის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­კვდრო-სა­ცი­ცოხ­ლო უხი­ლავ ომში.

გი­ხა­რო­დეს, დედა, რომ შენი შვი­ლის, შენი სის­ხლი­სა და ხორ­ცის სი­ცო­ცხლე, მისი სული, მისი გო­ნე­ბა, მისი გრძნო­ბა გა­ნუ­ყოფ­ლად და ერ­თი­ა­ნად ღმერ­თს ეკუთ­ვნის, მის­და­მი გა­ნუ­ზო­მე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და უსა­ზღვრო მად­ლი­ე­რე­ბით სულ­დგმუ­ლობს.

გი­ხა­რო­დეს, დედა! შენი ოც­ნე­ბე­ბი, შენი კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი ერ­თი­ა­ნად ას­რულ­და: შენი გი­ორ­გი ან­გე­ლო­ზებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ღირ­სი გა­ხა­და კაც­თმოყ­ვა­რე ღმერ­თმა. დი­დე­ბა მა­მა­სა და ძესა და წმინ­და­სა სულ­სა, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე! გი­ხა­რო­დეს, დედა, გი­ხა­რო­დეს და ამი­ე­რი­დან თა­ვა­წე­ულ­მა იარე, ნუ შე­გე­შინ­დე­ბა ნურც ავად­მყო­ფო­ბის, ნურც ტკი­ვი­ლის, ნურც სი­ღა­რი­ბის, ნურც და­ცინ­ვის და ნურც ნუ­რაფ­რის - შენი შვი­ლი თვით ღვთი­სა ჩვე­ნის იესო ქრის­ტეს დე­დამ, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა, მი­ი­ღო თა­ვის სა­ვა­ნე­ში და ამი­ე­რი­დან მისი უშუ­ა­ლო მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა.

დი­დე­ბა შენ­და, დე­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო! ახა­რე დედა, მა­მას, ახა­რე, თუ რა­ო­დე­ნი მად­ლია გად­მო­სუ­ლი ჩვენს ოჯახ­ში, ახა­რე, რომ ჩვენ­თან არს უფა­ლი! რომ მისი შვი­ლი უფ­ლის წვე­ულ­თა შო­რი­საა და მის გი­ორ­გის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, იყოს უფ­ლის რჩე­ულ­თა შო­რის. ახა­რე, დედა, დებს ჩემ­სას, გა­უ­ზი­ა­რე ჩემი სი­ხა­რუ­ლი, უთხა­რი, რომ დღეს უფ­ლის მიერ ჩემ­თვის, უღირ­სის­თვის ბო­ძე­ბუ­ლი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი მად­ლის თა­ნა­ბა­რი წილი მათ ეკუთ­ვნის, რო­გორც ჩემს უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებ­სა და ხორ­ცი­ელ დებს. რად­გან ჩვენ უფალ­მა შეგვყა­რა და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა ერთ მუ­ცელ­ში. ხოლო ის რაც ღმერ­თმა გა­ა­ერ­თი­ა­ნა, არა­სო­დეს და­იშ­ლე­ბა.

მე თქვენ­თვის მლოც­ველ­მა, უფ­ლი­სა ჩვე­ნის იესო ქრის­ტეს კურ­თხე­ვით და მის მსგავ­სად ავი­ღე ჯვა­რი ჩემი და შე­ვუ­დე­ქი გოლ­გო­თას, რათა ზვა­რა­კად შე­ვე­წი­რო ჩემი აუ­რა­ცხე­ლი ცოდ­ვე­ბი­სათ­ვის, რათა ჩემს მშობ­ლებს და ოჯა­ხის წევ­რებს არც ამ­ქვეყ­ნად და არც იმ­ქვეყ­ნად ღვთის მად­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი არ მო­აკ­ლდეთ. ახა­რე, დედა, ყვე­ლა ჩვენს კე­თილ ნა­თე­სავს, რომ ამი­ე­რი­დან მათ­თვის წმინ­და მო­ნას­ტერ­ში ილო­ცებს ცოდ­ვი­ლი ბერი იე­რო­ნი­მე. ახა­რე, დედა, ჩვენს მტრებს და მო­ძუ­ლე­ებს, რომ მათი წმინ­და სა­ხე­ლე­ბი უსა­თუ­თეს ლოც­ვად აღევ­ლი­ნე­ბი­ან ჩემს გულ­ში, რომ მე გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვი­ლო­ცებ მათი და მათი შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ახა­რე, დედა, ჩემს სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს, ახა­რე, რომ ამი­ე­რი­დან პეტ­რას წმინ­და მო­ნას­ტერ­ში ღვთის გან­გე­ბი­თა და კურ­თხე­ვით კი­დევ ერთი, მარ­თა­ლია ჯერ­ჯე­რო­ბით სუს­ტი, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით გულ­გა­მაგ­რე­ბუ­ლი სან­თე­ლი აენ­თო, მისი პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბი­სა და გაბრ­წყი­ნე­ბის­თვის მლოც­ვე­ლი.

გი­ლო­ცავ, დედა! ნუ გე­ში­ნია, არ იფიქ­რო სწავ­ლა მი­ვა­ტო­ვე, პი­რი­ქით მე პატ­რო­ნი ვი­პო­ვე ჩემი სუ­ლი­ე­რი მამა, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას მომ­ცემს არის­ტო­ტე­ლეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი საღვთო სფე­რო­ში და იმა­ზე მეტ სი­კე­თეს გა­ვა­კე­თებ თქვენ­თვის, ვიდ­რე ბინ­ძურ და მყრალ ცოდ­ვის ბუდე პო­ლი­ტი­კა­ში, ცხოვ­რე­ბა წუთი სო­ფე­ლია, ნუ აყ­ვე­ბი ეშ­მაკს და ნუ წა­რიკ­ვე­თავ სა­სოს, როცა მზად იქ­ნე­ბი მი­მი­ღოთ გნა­ხავთ და ვიქ­ნე­ბი მა­რად თქვენ­თან, თუ არ მი­მი­ღებთ და გა­მაგ­დებთ იმის გამო რომ უფალს შე­ვუ­დე­ქი, მა­შინ აღარ შე­გა­წუ­ხებთ არას­დროს. მიყ­ვარ­ხარ და მა­პა­ტიე რომ აქამ­დე არ გი­თხა­რი, მაგ­რამ ვიცი რომ გრძნობ­დი ყო­ვე­ლი­ვეს ყო­ველ­თვის. კურ­თხე­ულ ხარ დე­და­თა შო­რის და კურ­თხე­უ­ლია შენი შვი­ლი და ოჯა­ხი რო­მელ­ზე­დაც სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი უხ­ვად გად­მო­ვი­და ჩემი უფალ­თან შე­ერ­თე­ბით. მა­რად შენ­თვის მლოც­ვე­ლი შენი უღირ­სი შვი­ლი ბერი იე­რო­ნი­მე".

ბერ იე­რო­ნი­მეს­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­ში ჩანს მისი თა­ნა­ტო­ლი და მე­გო­ბა­რი მათე შენ­გე­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე ბე­რად აღიკ­ვე­ცა პეტ­რას მო­ნას­ტერ­ში და მოღ­ვა­წე­ო­ბას ბერი ირი­ნე­ო­სის სა­ხე­ლით აგ­რძე­ლებს. მათე თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტი იყო. მა­ნაც მე­გობ­რის მსგავ­სად წე­რი­ლით მი­მარ­თა ოჯახს და ამის შე­სა­ხებ ამ­ცნო: "ყვე­ლა­სა­გან შენ­დო­ბას ვი­თხოვ, ვინც ავა­ღელ­ვე და ვისი გო­ნე­ბაც წა­მი­ე­რად მა­ინც მივდრი­კე ჩემ უგ­ნურ­ზე ფიქ­რი­თა და გან­სჯით, შენ­დო­ბა­სა და კურ­თხე­ვას ვთხოვ ჩემი სუ­ლის სა­უნ­ჯეს, ჩემ მო­სე­სა და ელი­ას ჩემ პატ­რირ­ქს და სიმ­დაბ­ლით ფეხ­ზე ვე­ამ­ბო­რე­ბი, შენ­დო­ბას ვი­თხოვ და კურ­თხე­ვას ჩემი მო­ძღვრის­გან, გე­რონ­და დი­ო­ნი­სე­სა­გან რომ­ლის ხე­ლე­ბით გა­ვივ­სე სული წმი­დით! შენ­დო­ბას ვი­თხოვ დედა! რად­გან შენ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თობ მძი­მე და სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტი დგე­ბა! შენი შვი­ლი შე­უ­ერ­თდა უფ­ლის უძ­ლე­ველ არ­მი­ას! შენი შვი­ლი მოკ­ვდა დედა და ახ­ლი­დან იშვა ! შენი საშო გა­ნიწ­მინ­და დედა გი­ხა­რო­დენ! შენი ხე­ლე­ბი იკურ­თხა რომ­ლი­თაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნე რად­გან უფალ­მა მი­მირ­ქვა ახლა! გი­ხა­რო­დენ დე ! მა­პა­ტიე და შე­მინ­დე რომ ზღვის გა­დაღ­მა, კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ღა­მის­თე­ვის წირ­ვი­სას შენი დე­დობ­რი­ვი ინ­სტიქ­ტი ავა­მუ­შა­ვე და როცა ვკვდე­ბო­დი ღია აღ­სავ­ლის კა­რის წინ, მა­შინ შენც დიდი სიმ­წა­რე გან­გაც­დე­ვი­ნე, მსგავ­სად ზე­ცის დე­დუფ­ლი­სა! ყოვ­ლად წმინ­და მა­რი­ა­მი­სა! და ნუ დაგ­წყდე­ბა გული ამა­ო­ე­ბა­ზე, აბ­რამ­ზე მე­ტად გავმრავ­ლდი და ია­კობ­ზე მეტი ძმა მყავს!" - წერს ბერი ირი­ნე­ო­სი.

AMBEBi.GE-სთვის მო­ამ­ზა­და თეა ცა­გუ­რიშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის დელეგატი ევროპის პარლამენტსა და ევროსაბჭოში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დიპლომატი გიორგი ქათამაძე ბერად აღიკვეცა. 18 წლის გიორგი საბერძნეთში, თესალიაში მდებარე პეტრას მონასტერში აღიკვეცა ბერად და ამიერიდან ბერი იერონიმეს სახელით იწოდება. აღკვეცილმა ახალგაზრდა ევროპარლამენტარმა ამ ამბის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დედას და ოჯახის წევრებს მიმართავს:

"გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა! მაპატიე რომ ვიმსახიობე პოლიტიკური თამაშები და როლები მოვირგე რომ შევნიღბულიყავი დროებით, რათა ხელი არ შეგეშალათ ჩემს არჩევანში. მაპატიე ტყუილები რითაც ნორვეგიაში წავედი, ხოლო შემდგომ საბერძნეთში და დაგიმალეთ ყველას. მე ჩემი არჩევანი რომ არ გამეკეთებინა, უთუოდ ცუდი რამ დატრიალდებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან უფალი მეძახდა და არ მივდიოდი მასთან. გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი გიორგი პეტრას წმინდა მონასტერში ბერად აღიკვეცა.

იხილეთ ვიდეო| რას საქმიანობდა გიორგი ქათამაძე საერო ცხოვრებაში

გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და სიფრთხილით აღზრდილი ბიჭი, კვირაცხოვლობის წმინდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე! გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმინდა ნეტარი იერონიმე. შენი შვილი ღირსი გახდა ამიერიდან ატაროს მისი წმინდა სახელი (იერონიმე ბერძნული სახელია და "წმინდა სახელს" ნიშნავს) გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა "შვილო" და არც "გიო", არამედ მამა იერონიმე. გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი აურაცხელი ცოდვები, რომლებიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩავიდინე და ამიერიდან მისი წმინდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო-საციცოხლო უხილავ ომში.

გიხაროდეს, დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლისა და ხორცის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით სულდგმულობს.

გიხაროდეს, დედა! შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ერთიანად ასრულდა: შენი გიორგი ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, ნუ შეგეშინდება ნურც ავადმყოფობის, ნურც ტკივილის, ნურც სიღარიბის, ნურც დაცინვის და ნურც ნურაფრის - შენი შვილი თვით ღვთისა ჩვენის იესო ქრისტეს დედამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მიიღო თავის სავანეში და ამიერიდან მისი უშუალო მფარველობის ქვეშაა.

დიდება შენდა, დედაო ღვთისმშობელო! ახარე დედა, მამას, ახარე, თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახში, ახარე, რომ ჩვენთან არს უფალი! რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა და მის გიორგის დიდი შესაძლებლობა აქვს, იყოს უფლის რჩეულთა შორის. ახარე, დედა, დებს ჩემსას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი, რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის, უღირსისთვის ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მათ ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანებსა და ხორციელ დებს. რადგან ჩვენ უფალმა შეგვყარა და გაგვაერთიანა ერთ მუცელში. ხოლო ის რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება.

მე თქვენთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას, რათა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს მშობლებს და ოჯახის წევრებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ. ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ ამიერიდან მათთვის წმინდა მონასტერში ილოცებს ცოდვილი ბერი იერონიმე. ახარე, დედა, ჩვენს მტრებს და მოძულეებს, რომ მათი წმინდა სახელები უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლივ ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისთვის. ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან პეტრას წმინდა მონასტერში ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია ჯერჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აენთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინებისთვის მლოცველი.

გილოცავ, დედა! ნუ გეშინია, არ იფიქრო სწავლა მივატოვე, პირიქით მე პატრონი ვიპოვე ჩემი სულიერი მამა, რომელიც უმაღლეს განათლებას მომცემს არისტოტელეს უნივერსიტეტში, წარმატებული ვიქნები საღვთო სფეროში და იმაზე მეტ სიკეთეს გავაკეთებ თქვენთვის, ვიდრე ბინძურ და მყრალ ცოდვის ბუდე პოლიტიკაში, ცხოვრება წუთი სოფელია, ნუ აყვები ეშმაკს და ნუ წარიკვეთავ სასოს, როცა მზად იქნები მიმიღოთ გნახავთ და ვიქნები მარად თქვენთან, თუ არ მიმიღებთ და გამაგდებთ იმის გამო რომ უფალს შევუდექი, მაშინ აღარ შეგაწუხებთ არასდროს. მიყვარხარ და მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი, მაგრამ ვიცი რომ გრძნობდი ყოველივეს ყოველთვის. კურთხეულ ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი შვილი და ოჯახი რომელზედაც სულიწმიდის მადლი უხვად გადმოვიდა ჩემი უფალთან შეერთებით. მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი ბერი იერონიმე".

ბერ იერონიმესთან ერთად ფოტოებში ჩანს მისი თანატოლი და მეგობარი მათე შენგელია, რომელიც ასევე ბერად აღიკვეცა პეტრას მონასტერში და მოღვაწეობას ბერი ირინეოსის სახელით აგრძელებს. მათე თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო. მანაც მეგობრის მსგავსად წერილით მიმართა ოჯახს და ამის შესახებ ამცნო: "ყველასაგან შენდობას ვითხოვ, ვინც ავაღელვე და ვისი გონებაც წამიერად მაინც მივდრიკე ჩემ უგნურზე ფიქრითა და განსჯით, შენდობასა და კურთხევას ვთხოვ ჩემი სულის საუნჯეს, ჩემ მოსესა და ელიას ჩემ პატრირქს და სიმდაბლით ფეხზე ვეამბორები, შენდობას ვითხოვ და კურთხევას ჩემი მოძღვრისგან, გერონდა დიონისესაგან რომლის ხელებით გავივსე სული წმიდით! შენდობას ვითხოვ დედა! რადგან შენ ცხოვრებაში ერთობ მძიმე და სასიხარულო მომენტი დგება! შენი შვილი შეუერთდა უფლის უძლეველ არმიას! შენი შვილი მოკვდა დედა და ახლიდან იშვა ! შენი საშო განიწმინდა დედა გიხაროდენ! შენი ხელები იკურთხა რომლითაც აქამდე მომიყვანე რადგან უფალმა მიმირქვა ახლა! გიხაროდენ დე ! მაპატიე და შემინდე რომ ზღვის გადაღმა, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ღამისთევის წირვისას შენი დედობრივი ინსტიქტი ავამუშავე და როცა ვკვდებოდი ღია აღსავლის კარის წინ, მაშინ შენც დიდი სიმწარე განგაცდევინე, მსგავსად ზეცის დედუფლისა! ყოვლად წმინდა მარიამისა! და ნუ დაგწყდება გული ამაოებაზე, აბრამზე მეტად გავმრავლდი და იაკობზე მეტი ძმა მყავს!" - წერს ბერი ირინეოსი.

AMBEBi.GE-სთვის მოამზადა თეა ცაგურიშვილმა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია