საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეკობრული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება
მეკობრული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მხრივ, სა­კა­ბე­ლო და ონ­ლა­ინ-მა­უ­წყებ­ლო­ბე­ბის­თვის გე­ზის მიმ­ცე­მი ერთ-ერთი პრო­ვა­ი­დე­რი, კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტია", რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის დღი­დან ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­ნერგვის­თვის იბ­რძვის. რო­გორც "სილ­ქნე­ტის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, თა­ვი­დან­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ში მე­კობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ზი­ა­ნოა რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის - რამ­დე­ნა­დაც უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც - "პი­რა­ტუ­ლი" სა­მა­უ­წყებ­ლო პრო­დუქ­ცი­ით პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ლე­გა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით მო­სარ­გებ­ლე კონ­კუ­რენ­ტებს უდი­დეს მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ანს აყე­ნებს.

არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ამო­ღე­ბის პრო­ცე­სი ქარ­თუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი იყო - ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტე­ლეპ­რო­დუქ­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რად ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა მო­უ­წი­ათ.

ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად "სილ­ქნეტ­მა" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" და სხვა ოპე­რა­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას რამ­დე­ნი­მე­ჯერ მი­მარ­თეს და ბა­ზარ­ზე არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის მი­მართ დავა წა­მო­ი­წყეს. სა­უ­ბა­რია სა­კა­ბე­ლო ოპე­რა­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უფ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ახ­დე­ნენ ამა თუ იმ პრო­დუქ­ცი­ის რეტ­რანსლი­რე­ბას. დავა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ბაზ­რის ლი­დე­რებს სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ, თუ რამ­დე­ნად სა­ზი­ა­ნოა მა­უ­წყებ­ლო­ბა­ში "პი­რა­ტუ­ლი" პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის: მომ­ხმა­რებ­ლებს უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა უწევთ, სხვა­დას­ხვა მა­უ­წყებ­ლო­ბე­ბის მიერ "პი­რა­ტუ­ლი" პრო­დუქ­ცი­ით პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა კი - ლე­გა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით მო­სარ­გებ­ლე კონ­კუ­რენ­ტებს უდი­დეს მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ანს აყე­ნებს. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა გა­სარ­თობ სა­ი­ტებ­ზეც.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ www.adjaranet.com - გარ­და სხვა სა­ი­ტე­ბის დარ­ღვე­ვე­ბიც შე­ის­წავ­ლა, რომ­ლებ­მაც გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და კა­ნო­ნით და­უშ­ვებ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ვებ-გვერ­დე­ბი­დან აი­ღეს.

გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა "აჭა­რა­ნეტ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც, ვებ-გვერ­დზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა წვდო­მა შე­ი­ზღუ­და ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დე­რე­ბის მხრი­დან: ვი­ნა­ი­დან "აჭა­რა­ნე­ტის­გან" იგი­ვე შპს "სი ჯი ელ­სის­გან" ვერ მი­ი­ღო აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და არც მი­თი­თე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი აიღო ვებ გვერ­დი­დან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა. კერ­ძოდ, და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა ინ­ტერ­ნეტ-პრო­ვა­ი­დე­რე­ბი "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ რეგ­ლა­მენ­ტის" შე­სა­ბა­მი­სად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, "აჭა­რა­ნეტ­ზე" არ­სე­ბულ მე­კობ­რულ პრო­დუქ­ცი­ას­თან წვდო­მის გან­კავ­ში­რე­ბა ან მთლი­ა­ნად სა­ი­ტის შე­ზღუდ­ვა მო­ეხ­დი­ნათ, სა­ნამ ვებ-გვერ­დის მფლო­ბე­ლის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­უშ­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ცი­ის აღ­მო­ფხვრა არ მოხ­დე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, "სილ­ქნეტ­მა", "მაგ­თი­კომ­მა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" www.adjaranet.com -ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა წვდო­მა უკვე შე­უ­ზღუ­დეს. რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი ამ ეტაპ­ზე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დე­ბენ და წვდო­მას "აჭა­რა­ნე­ტის" მხრი­დან აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა­ზე უფ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე აღად­გე­ნენ.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ტი­კას წარ­მო­ად­გენს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლის დაც­ვა, კერ­ძოდ - მა­უ­წყებ­ლო­ბებ­ში ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტია, რომ­ლის გა­რე­შეც, ქვე­ყა­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ამ­ბი­ცია ვერ ექ­ნე­ბა.

მეკობრული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

მეკობრული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სამუშაოები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ მხრივ, საკაბელო და ონლაინ-მაუწყებლობებისთვის გეზის მიმცემი ერთ-ერთი პროვაიდერი, კომპანია "სილქნეტია", რომელიც დაარსების დღიდან ლიცენზირებული პროდუქციის დანერგვისთვის იბრძვის. როგორც "სილქნეტის" აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლები აცხადებენ, თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ, რომ მაუწყებლობაში მეკობრული პროდუქციის გამოყენება საზიანოა როგორც მომხმარებლებისთვის - რამდენადაც უხარისხო პროდუქციას სთავაზობენ, ასევე, ქართული სამაუწყებლო ბაზრის განვითარებისთვისაც - "პირატული" სამაუწყებლო პროდუქციით პოზიციონირება ლეგალური მასალებით მოსარგებლე კონკურენტებს უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს.

არალიცენზირებული პროგრამების ამოღების პროცესი ქართული სამაუწყებლო კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო - ქართული ბაზრისთვის საინტერესო ტელეპროდუქციის კანონიერად ჩვენების უფლებების მოპოვებისათვის მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოუწიათ.

ბაზარზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად "სილქნეტმა" "კავკასუს ონლაინის" და სხვა ოპერატორების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმეჯერ მიმართეს და ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიმართ დავა წამოიწყეს. საუბარია საკაბელო ოპერატორებზე, რომლებიც უფლებების გარეშე ახდენენ ამა თუ იმ პროდუქციის რეტრანსლირებას. დავა დღემდე გრძელდება. ბაზრის ლიდერებს სრულიად გააზრებული აქვთ, თუ რამდენად საზიანოა მაუწყებლობაში "პირატული" პროდუქციის გამოყენება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ქართული სამაუწყებლო ბაზრის განვითარებისთვის: მომხმარებლებს უხარისხო პროდუქციით სარგებლობა უწევთ, სხვადასხვა მაუწყებლობების მიერ "პირატული" პროდუქციით პოზიციონირება კი - ლეგალური მასალებით მოსარგებლე კონკურენტებს უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს. იგივე ვითარებაა გასართობ საიტებზეც.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ www.adjaranet.com - გარდა სხვა საიტების დარღვევებიც შეისწავლა, რომლებმაც გაფრთხილება გაითვალისწინეს და კანონით დაუშვებლად მიჩნეული აუდიოვიზუალური მასალები თავიანთი ვებ-გვერდებიდან აიღეს.

გარკვეული პრობლემები შეიქმნა "აჭარანეტთან" დაკავშირებით, რის გამოც, ვებ-გვერდზე მომხმარებელთა წვდომა შეიზღუდა ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან: ვინაიდან "აჭარანეტისგან" იგივე შპს "სი ჯი ელსისგან" ვერ მიიღო აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსების და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც მითითებული მასალები აიღო ვებ გვერდიდან, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს მიმართა. კერძოდ, დაავალდებულა ინტერნეტ-პროვაიდერები "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის" შესაბამისად შემუშავებული მექანიზმების გამოყენებით, "აჭარანეტზე" არსებულ მეკობრულ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება ან მთლიანად საიტის შეზღუდვა მოეხდინათ, სანამ ვებ-გვერდის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრა არ მოხდებოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, "სილქნეტმა", "მაგთიკომმა" და "კავკასუს ონლაინმა" www.adjaranet.com -ზე მომხმარებელთა წვდომა უკვე შეუზღუდეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე მარეგულირებელი კომისიის მიერ განსაზღვრული სანქციების ფარგლებში მოქმედებენ და წვდომას "აჭარანეტის" მხრიდან აუდიოვიზუალური მასალის განთავსებაზე უფლებების მოპოვებისთანავე აღადგენენ.

საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურ პრობლემატიკას წარმოადგენს. ინტელექტუალური კაპიტალის დაცვა, კერძოდ - მაუწყებლობებში ლიცენზირებული პროდუქციის გამოყენება, ევროკავშირის მიერ დაწესებული ერთ-ერთი აუცილებელი სტანდარტია, რომლის გარეშეც, ქვეყანას ევროინტეგრაციაზე ამბიცია ვერ ექნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია