პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები
ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და, რა­საც ხში­რად სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან კავ­ში­რებს მი­ა­წე­რენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­რავ­ლდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ თბი­ლის­ში ე.წ. ემო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც "მორ­გში" იკ­რი­ბე­ბი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც მო­ზარ­დე­ბი სა­კუ­თარ თავს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბებს აყე­ნე­ბენ და შემ­დეგ უკვე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­დი­ან.

აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და გა­და­ცე­მა "სხვა რა­კურ­სმა".

სი­უ­ჟე­ტი­დან ვი­გებთ, რომ "ემო ბავ­შვე­ბი" გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით, არა­ოდ­რი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბი­თა და მძი­მე მა­კი­ა­ჟით. იმის­თვის, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი გახ­დეს "ემოს" წევ­რი, საკ­მა­რი­სია წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ვი­დე­ო­ე­ბი, თუ რო­გორ გახ­დე "ემო", შე­ი­ძუ­ლო მშობ­ლე­ბი და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ამ ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბობს და­ხუ­რუ­ლი ჯგუ­ფი "სუ­ი­ციდ-ოთა­ხი", სა­დაც მო­ზარ­დე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ღიად სა­უბ­რო­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ხალ­ხო თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. სა­ო­ცა­რი სურ­ვი­ლი მაქვს თა­ვის მოკ­ვლის, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვბე­დავ... ხე­ლე­ბი სა­შინ­ლად მაქვს უკვე... ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა მარ­თლა მჭირ­დე­ბა, ვერ ვხვდე­ბი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვარ, თუ გიჟი" , - წერს ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი.

აქვთ თუ არა "სუ­ი­ციდ-ოთა­ხის" წევ­რებს კავ­ში­რი "ემო" დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან უც­ნო­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თვით­მკვლე­ო­ბის იდეა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც ე.წ. ემო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ამ ად­გილს "მორგს" ეძა­ხი­ან. "სხვა რა­კურ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას ისი­ნი იმ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რის გა­მოც "ემო­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

- ემო არის როცა შენ ემო­ცი­უ­რი ხარ. შენ რაც გის­წორ­დე­ბა იმას აკე­თებ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ინა­ნო.

- რა შე­იძ­ლე­ბა ინა­ნო?

- შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­სე­რო ვე­ნე­ბი და მერე ინა­ნო. ეს არის ემო­ცია.

- თუ გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ჩა­მო­სუ­ლან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და უკი­თხავთ, რა­ტომ იკ­რი­ბე­ბით აქ?

- ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

- რა­ტომ ემო?

- ოჯა­ხის ბრა­ლია. ვინც მო­დის მათ­გან გა­მი­გია, ოჯახ­ში მამა ან დედა მცემს და ამი­ტომ მინ­და თვით­მკვლე­ლო­ბაო.

ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები

ადგილი თბილისში, სადაც არასრულწლოვნები თვითმკვლელობამდე მიდიან - ვინ არიან „ემოს“ წევრები

ბოლო დროს საქართველოში არასრულწლოვნების სუიციდის შემთხვევები გახშირდა, რასაც ხშირად სხვადასხვა დაჯგუფებებთან კავშირებს მიაწერენ. სოციალურ ქსელში მომრავლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ე.წ. ემო დაჯგუფებები არსებობენ, რომლებიც "მორგში" იკრიბებიან. როგორც ცნობილია, ეს არის ადგილი, სადაც მოზარდები საკუთარ თავს მძიმე დაზიანებებს აყენებენ და შემდეგ უკვე თვითმკვლელობამდე მიდიან.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა გადაცემა "სხვა რაკურსმა".

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ "ემო ბავშვები" გამოირჩევიან განსხვავებული სტილით, არაოდრინალური ვარცხნილობითა და მძიმე მაკიაჟით. იმისთვის, რომ არასრულწლოვანი გახდეს "ემოს" წევრი, საკმარისია წვდომა ინტერნეტთან, სადაც განთავსებულია ვიდეოები, თუ როგორ გახდე "ემო", შეიძულო მშობლები და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ვიდეოების ნახვაზე შეზღუდვები არ არსებობს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში არსებობს დახურული ჯგუფი "სუიციდ-ოთახი", სადაც მოზარდები თვითმკვლელობაზე ღიად საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო

"ხალხო თქვენი დახმარება მჭირდება. საოცარი სურვილი მაქვს თავის მოკვლის, მაგრამ მაინც ვერ ვბედავ... ხელები საშინლად მაქვს უკვე... ვინმეს დახმარება მართლა მჭირდება, ვერ ვხვდები დაავადებული ვარ, თუ გიჟი" , - წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

აქვთ თუ არა "სუიციდ-ოთახის" წევრებს კავშირი "ემო" დაჯგუფებებთან უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმკვლეობის იდეა მათთვის საინტერესოა.

ქალაქის ცენტრში არსებობს ადგილი, სადაც ე.წ. ემო დაჯგუფებები იკრიბებიან. ამ ადგილს "მორგს" ეძახიან. "სხვა რაკურსის" ჟურნალისტთან საუბრისას ისინი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც "ემოში" გაწევრიანება გადაწყვიტეს.

- ემო არის როცა შენ ემოციური ხარ. შენ რაც გისწორდება იმას აკეთებ, მაგრამ შეიძლება ინანო.

- რა შეიძლება ინანო?

- შეიძლება გადაისერო ვენები და მერე ინანო. ეს არის ემოცია.

- თუ გქონიათ შემთხვევები, რომ ჩამოსულან პოლიციელები და უკითხავთ, რატომ იკრიბებით აქ?

- ჩვენ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

- რატომ ემო?

- ოჯახის ბრალია. ვინც მოდის მათგან გამიგია, ოჯახში მამა ან დედა მცემს და ამიტომ მინდა თვითმკვლელობაო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია