შორენა ბეგაშვილი 27 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევას პირველად იხსენებს. ტელეწამყვანმა მისი ქალიშვილის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ექიმებს" უამბო.
"საჭმელს ვუკეთებდი... გავამზადე საჭმელი. ამ დროს სულ შემოდიოდა-გადიოდა, შემოდიოდა-გადიოდა, ალბათ არ მინახავს სულ რაღაც 10-12 წუთი. გავამზადე და გავედი, ევა მოდი-მეთქი, საჭმელი გაგიმზადე. ხმა არ გამცა, მერე კიდე დავუძახე - ევა მოდი! გავედი და... ვნახე ცარიელი ოთახი... მერე აღარაფერი აღარ მახსოვს" - იხსენებს ბეგაშვილი.
14 წლის ევა ბარბაქაძის მდგომარეობა კლინიკიდან გამოწერიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დამძიმდა. გუშინ ევა ბარბაქაძე კვლავ იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, სადაც ტკივილები მორფით გაუყუჩეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, თურქეთის კლინიკიდან მიღებულმა გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ევას ერთ ფეხზე თავიდან სჭირდება ოპერაცია. მოზარდს ძლიერი ტკივილები რამდენიმე დღის წინ დაეწყო და ფეხიდან რკინები ამოუღეს. როგორც ექიმებმა განმარტეს, ორგანიზმმა არ მიიღო უცხო სხეული. თურქეთში გამგზავრებისა და ოპერაციისთვის სოლიდური თანხებია საჭირო, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ტელეწამყვანს აღარ აქვს.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანის შვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997
მიმღები პირი: შორენა ბეგაშვილი
ასევე წაიკითხეთ:
შორენა ბეგაშვილი უბედური შემთხვევის ღამეს იხსენებს
შორენა ბეგაშვილი 27 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევას პირველად იხსენებს. ტელეწამყვანმა მისი ქალიშვილის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ექიმებს" უამბო. საჭმელს ვუკეთებდი... გავამზადე საჭმელი, ამ დროს სულ შემოდიოდა-გადიოდა, შემოდიოდა-გადიოდა, ალბათ არ მინახავს სულ რაღაც 10-12 წუთი. გავამზადე და გავედი, ევა მოდი-მეთქი, საჭმელი გაგიმზადე. ხმა არ გამცა, მერე კიდე დავუძახე - ევა მოდი! გავედი და... ვნახე ცარიელი ოთახი... მერე აღარაფერი აღარ მახსოვს.