ქრისტე აღსდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი 15:31 საათზე გარდმოვიდა. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან ასობით ათასი მომლოცველია შეკრებილი, მათ აღდგომის ტაძრიდან წმინდა ცეცხლი გამოაქვთ.
ვიდეო| რა ხდებოდა მაცხოვრის საფლავთან, როდესაც მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლი იხილეს
ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლისა და სასწაულის სანახავად მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
ამბები.ge ყველა მორწუნეს, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!