IRI-ის უახლესი კვლევების თანახმად, ინფორმაციის მისაღებად ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. რამდენად ხშირად სტუმრობენ ცნობილი ქართველები AMBEBI.GE-ს, ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით:
ია ფარულავა
- პირადად მე, პირველ რიგში AMBEBI.GE-ს შევავლებ თვალს, სხვა საიტზე არც შევდივარ. ძალიან ინფორმატიულია და ყველაფერს მოიცავს. ერთადერთი შენიშვნა მაქვს კულტურის ბლოკზე. ვიღაც თუ ტატუს გაიკეთებს, ეს კულტურის ბლოკში არ უნდა იყოს. დანარჩენი, თუნდაც ინკოგნიტო, ცუდი კომენტარებიც კი მომწონს. ყველანაირად აწყობილი და კარგი საიტია. საუკეთესო ჟურნალისტები ჰყავს. ვულოცავ ამბებს ამ დიდ გამარჯვებას, ნამდვილად იმსახურებს, რაც არ უნდა გააკეთონ სხვა საიტებმა მაინც ვერ დაეწევიან AMBEBI.GE-ს. რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე.
ნოდიკო ტატიშვილი
- შევდივარ AMBEBI.GE-ზე როცა ჩემი ან ჩემი მეგობრების ინტერვიუ დაიდება. მომწონს თქვენი ძებნის სისტემა, ჩაწერ სიტყვას და ამოგიგდებს რაც გაინტერესებს. ჩემთვის პრაქტიკულია ტელეფონითაც შევდივარ, შესაბამისად კვლევის ასეთი შედეგები საერთოდ არ არის გასაკვირი. ვიდეოები თუ მაინტერესებს youtube-ზე ან myvideo-ზე შევდივარ. ინტერვიუებს და სხვა სახის ინფორმაციას კი თქვენთან ვნახულობ.
მარიამ როინიშვილი
- ხშირად შევდივარ AMBEBI.GE-ზე. რამე სიახლე თუ გაინტერესებს აქ უნდა შეხვიდე. რეიტინგში რომ პირველია საერთოდ არ მიკვირს. სოციალურ ქსელშიც ყველაზე ხშირად თქვენ სტატიებს აზიარებენ. ამას ალბათ ისიც განაპირობებს რომ სკანდალური მასალებიც გაქვთ. ბუნებრივია ეს ზომიერი სიყვითლეც გასაგებია. გილოცავთ და სულ კარგი რაღაცები გეწეროთ. ვისურვებ ბევრი კარგი მოხდეს, რომ კარგი წეროთ ხალხისთვის.
სალომე ბაკურაძე
- ინტერესიანი ხალხი ვართ და ამიტომაც აღმოჩნდა IRI-ს კვლევის შედეგი ასეთი. თუმცა იშვიათად შევდივარ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძებნად. თუ რაიმეს წავაწყდები შემთხვევით, ამ შემთხვევაში ვკითხულობ. სოციალურ ქსელში თუ არის გაზიარებული საინტერესო სტატია მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვკითხულობ.
ნათია ფანჯიკიძე
- პირველად როცა დაიწყეს ჩემი პოსტების წაღება, გაკვირვებული შემოვდიოდი, მერე კიდევ უფრო გაკვირვებული ვიყავი რომ მლანძღავდნენ ვიღაცეები, რას მოგვაბეზრა ამ ქალმა თავიო. არადა პოსტებს მე ჩემს კედელზე ვწერდი და გვერდი დახურული მქონდა. ძირითადად ფეისბუქიდან ვიღებ ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ან ტელევიზიიდან, ან თქვენი საიტიდან გაზიარებული. თუ ინფორმაცია მაინტერესებს უფრო "ინტერპრესნიუსზე" შევდივარ ვიცი, ტყუილებს არ წერენ. თუ დაწერენ რაღაც აფეთქდაო და ე.ი. მართლა აფეთქდა. სანდოობა მაქვს მის მიმართ. "ამბებზე" უფრო გასართობი და შერეული ინფორმაცია დევს.
ასევე ნახეთ| AMBEBI.GE-ს რედაქტორი: "ძალიან ბევრი ადამიანის დილა AMBEBI.GE-თი იწყება"
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE