პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი
"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­ში" - ეს იყო გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" მთა­ვა­რი თემა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ებ­ში წა­გე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის თვით­მკლვე­ლო­ბით დას­რულ­და.

"მა­პა­ტი­ეთ ყვე­ლამ ვინც მიც­ნობ­დით და გიყ­ვარ­დით. დედა ბო­დი­ში! ყვე­ლა ზა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. მე ეს უნდა გა­ვა­კე­თო. უნდა გავ­ჩერ­დე, თო­რემ მეტ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებ ირ­გვლივ მყოფთ და სა­კუ­თარ თავს. ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი. დედა, მე ჩემს თავს ვსჯი, მაგ­რამ ვიცი რომ შენც გსჯი. გული მარ­თლაც ბევ­რჯერ გატ­კი­ნე. მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. იმე­დია ღმერ­თი მა­პა­ტი­ებს..." - ასე მთავ­რდე­ბა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და­წე­რა პირ­მა, რო­მელ­მაც თავი ვა­ლე­ბის გამო მო­იკ­ლა. ვა­ლე­ბი კი ონ­ლა­ინ კა­ზი­ნოს თა­მაშ­ში წა­გე­ბის შე­დე­გად აიღო.

"სპორ­ტს რომ გავ­ყო­ლი­დი, ალ­ბათ კარ­გი სპორ­ტსმე­ნი გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი აზარ­ტი და ჟინი სხვა კუ­თხით წა­ვიყ­ვა­ნე. რო­მელ­საც უკან მი­ყავ­ხარ და ხრამ­ში გჩე­ხავს. რომ­ლის­გა­ნაც ამოს­ვლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ზო­გის­თვის-შე­უძ­ლე­ბე­ლი. მე ამ წუ­თა­საც ვცდი­ლობ ამო­ვი­დე ხრა­მი­დან და ყვე­ლა­ფერს ვე­ბღა­უ­ჭე­ბი... ყვე­ლა მო­თა­მა­შეს თავი ჭკვი­ა­ნი ჰქო­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია რომ მო­ი­გებს. კა­ზი­ნოს რამ­დე­ნიც არ უნდა ეთა­მა­შო, ფიშ­კე­ბი არ უთავ­დე­ბა და მა­ნამ­დე შე­უძ­ლია გე­თა­მა­შოს სა­ნამ შენ არ გა­გი­თავ­დე­ბა ფული... მაგ­რამ პა­სუ­ხი არის მხო­ლოდ ერთი - მო­გე­ბუ­ლია მხო­ლოდ ის, ვინც არ თა­მა­შობს... მე წე­რის ნიჭი არ მაქვს - ეს ამო­ნა­რი­დი გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კას დღი­უ­რი­დან არის.

დღი­უ­რი გა­და­ცე­მა­ში გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ მი­ი­ტა­ნა და შვი­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"თა­ვი­დან ერთი და ორი ლა­რით და­ი­წყო თა­მა­ში. მერე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მოკ­ლა­ვენ, 6 ათა­სი ლარი აქვს ვა­ლიო. შე­მე­შინ­და მარ­თლა არ მოკ­ლან-მეთ­ქი და სახ­ლი გავ­ყი­დეთ. მე­ო­რე­დაც გავ­ყი­დე. ბო­ლოს გი­რით ავი­ღეთ ბინა. ერთ დღეს 40 თეთ­რი მომ­ცა, დედა, ცადი ღე­რე­ბით სი­გა­რე­ტი ამო­მი­ტა­ნეო... ვე­ჩხუ­ბე...

მე სხვას­თან ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ ვმუ­შა­ობ­დი, იქ მივ­დი­ო­დი. გას­ვლი­სას ორი­ვე ლო­ყა­ზე მა­კო­ცა. რომ დავ­ბრუნ­დი კარი და­კე­ტი­ლი იყო . გა­სა­ღე­ბი არ იყო. იმ ღა­მით სხვას­თან გა­ვა­თე­ნე. ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­რე­კავ­დით, გა­მორ­თუ­ლი იყო. მე­ო­რე დღე­საც რომ ვერ გა­ვა­ღეთ კარი სა­მაშ­ვე­ლო გა­მო­ვი­ძა­ხეთ. კარი რომ გა­ა­ღეს - უბე­დუ­რე­ბა მომ­ხდა­რაო… ჩიტი გა­რეთ გა­ეყ­ვა­ნა- რამე არ მოს­ვლო­და…თვი­თონ გაზი ჩა­ერ­თო, კარი ჩა­ე­კე­ტა და გა­ე­გუ­და თავი… ბინა ორ­ჯერ გავ­ყი­დეთ მისი ვა­ლე­ბის გამო. ბო­ლოს მე­გო­ნა გი­რით ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ თურ­მე ქი­რით ვცხოვ­რობ­დი…

იხი­ლეთ სრუ­ლად: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუ­დო­მა­ნი თვით­მკვლე­ლის დღი­უ­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"სასიკვდილო თამაში" - ეს იყო გადაცემა "პროფილის" მთავარი თემა, რომელიც ონლაინ კაზინოებში წაგების შემდეგ ადამიანების სიცოცხლის თვითმკლველობით დასრულდა.

"მაპატიეთ ყველამ ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა ბოდიში! ყველა ზალიან მიყვარხართ. მე ეს უნდა გავაკეთო. უნდა გავჩერდე, თორემ მეტ ზიანს მივაყენებ ირგვლივ მყოფთ და საკუთარ თავს. ყველას ბოდიშს ვუხდი. დედა, მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი რომ შენც გსჯი. გული მართლაც ბევრჯერ გატკინე. მართლა ძალიან განვიცდი. იმედია ღმერთი მაპატიებს..." - ასე მთავრდება წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა პირმა, რომელმაც თავი ვალების გამო მოიკლა. ვალები კი ონლაინ კაზინოს თამაშში წაგების შედეგად აიღო.

"სპორტს რომ გავყოლიდი, ალბათ კარგი სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ ჩემი აზარტი და ჟინი სხვა კუთხით წავიყვანე. რომელსაც უკან მიყავხარ და ხრამში გჩეხავს. რომლისგანაც ამოსვლა ძალიან ძნელია. ზოგისთვის-შეუძლებელი. მე ამ წუთასაც ვცდილობ ამოვიდე ხრამიდან და ყველაფერს ვებღაუჭები... ყველა მოთამაშეს თავი ჭკვიანი ჰქონია და დარწმუნებულია რომ მოიგებს. კაზინოს რამდენიც არ უნდა ეთამაშო, ფიშკები არ უთავდება და მანამდე შეუძლია გეთამაშოს სანამ შენ არ გაგითავდება ფული... მაგრამ პასუხი არის მხოლოდ ერთი - მოგებულია მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობს... მე წერის ნიჭი არ მაქვს  - ეს ამონარიდი გარდაცვლილი მამუკას დღიურიდან არის.

დღიური გადაცემაში გარდაცვლილის დედამ მიიტანა და შვილის შესახებ ისაუბრა.

"თავიდან ერთი და ორი ლარით დაიწყო თამაში. მერე მეუბნებოდნენ მოკლავენ, 6 ათასი ლარი აქვს ვალიო. შემეშინდა მართლა არ მოკლან-მეთქი და სახლი გავყიდეთ. მეორედაც გავყიდე. ბოლოს გირით ავიღეთ ბინა. ერთ დღეს 40 თეთრი მომცა, დედა, ცადი ღერებით სიგარეტი ამომიტანეო... ვეჩხუბე...

მე სხვასთან ოჯახში დამხმარედ ვმუშაობდი, იქ მივდიოდი. გასვლისას ორივე ლოყაზე მაკოცა. რომ დავბრუნდი კარი დაკეტილი იყო . გასაღები არ იყო. იმ ღამით სხვასთან გავათენე. ტელეფონზე ვურეკავდით, გამორთული იყო. მეორე დღესაც რომ ვერ გავაღეთ კარი სამაშველო გამოვიძახეთ. კარი რომ გააღეს - უბედურება მომხდარაო… ჩიტი გარეთ გაეყვანა- რამე არ მოსვლოდა…თვითონ გაზი ჩაერთო, კარი ჩაეკეტა და გაეგუდა თავი… ბინა ორჯერ გავყიდეთ მისი ვალების გამო. ბოლოს მეგონა გირით ვცხოვრობდით, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ქირით ვცხოვრობდი…

იხილეთ სრულად: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუდომანი თვითმკვლელის დღიურები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია