სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით
რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით

ბოლო დროს "სითი პარ­კის" ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ მო­ქა­ლა­ქეს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა. სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის გა­ცე­მულ 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მებს, რომ­ლე­ბიც 150 და რიგ შემ­თხვე­ვა­ში სა­მას ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ მათ­თვის ჯა­რი­მა პი­რა­დად არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ, ან პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მის ფურ­ცე­ლი და­ი­კარ­გა, შე­სა­ბა­მი­სად მათ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არ იცოდ­ნენ.

მსგავ­სი პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ სა­ხე­ებ­საც შე­ექ­მნათ. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, "ის ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ, ავი­და 300 ლარ­ზე, ისე, რომ მე არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი და არც გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ ჩემ­თვის გად­მო­ე­ცათ". ამა­ვე პრობ­ლე­მა­ზე წერს მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლიც, "დღეს კი­დევ ორი და­ა­წი­ეს სას­ჯელ რა­ღაც კან­ტო­რას, ვერ და­ვი­მახ­სოვ­რე, 600 ლარი მაქვს გა­და­სახ­დე­ლი, თო­რემ მან­ქა­ნას და­გი­ყა­და­ღებ­თო. ეს ხომ პატ­რუ­ლის ჯა­რი­მა არ არის. პარ­კი­რე­ბის ჯა­რი­მაა... ესე ბრმად უნდა ვენ­დო, არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტო და გა­და­ვი­ხა­დო? მი­თუ­მე­ტეს მე არ ჩა­მი­ბა­რე­ბია არა­ნა­ი­რი ქვი­თა­რი..."

რა შემ­თხვე­ვა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­მო­წე­რი­ლი ათ­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გამო, მძღო­ლის საქ­მე აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს გა­და­ე­ცეს, რო­გო­რია და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მძღო­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი "სითი პარ­კის" მხრი­დან და რა უნდა გა­ა­კე­თოს ავ­ტომფლო­ბელ­მა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯა­რი­მის ფურ­ცე­ლი არც მას და არც მისი ოჯა­ხის წევ­რს არ მი­უ­ღია?! - შე­კი­თხვე­ბით კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს მივ­მარ­თეთ.

რო­გორც "სითი პარ­კის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან ტა­ბი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ არც მის­თვის და არც მისი ოჯა­ხის წევ­რის­თვის არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ ჯა­რი­მა, მას შე­უძ­ლია და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა ხელ­მო­წე­რის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შემ­დეგ სა­კითხს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ. "მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ჯა­რი­მებს ჩვენ არ ვა­რი­გებთ. კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს რამ­დე­ნი­მე ქვე­კონ­ტრაქ­ტორ სა­ფოს­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მელ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში­ცაა ჯა­რი­მე­ბის ად­რე­სა­ტამ­დე მი­ტა­ნა. თუ მათი მხრი­დან ხელ­მო­წე­რის გა­ყალ­ბე­ბა და­დას­ტურ­და, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დამ­რღვევს. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­დას­ტურ­და, რომ ჩა­ბა­რე­ბუ­ლია ჯა­რი­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ, ავ­ტომფლო­ბე­ლი ვე­რა­ფერს იზამს", - აცხა­დებს ტა­ბი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტომფლო­ბე­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს:

"გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მის ერთი ეგ­ზემპლა­რი მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნა­ზე რჩე­ბა. ასე­ვე, ჯა­რი­მა იგ­ზავ­ნე­ბა ავ­ტომფლო­ბე­ლის იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თზე და თუ ავ­ტომფლო­ბე­ლი ან მისი სრულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რი ჩა­ი­ბა­რებს ამ ჯა­რი­მას, მას 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე აქვს და­სა­ფა­რად და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას არ გა­და­იხ­დის, ეკის­რე­ბა სა­უ­რა­ვი, თან­ხა იზ­რდე­ბა 150 ლა­რამ­დე. მე­ო­რე გზა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში იყოს ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - საკ­მა­რი­სია, ერთხელ სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია ჩვენს ვებგ­ვერ­დზე და ყვე­ლა და­ჯა­რი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტომფლო­ბელს მი­უ­ვა მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. კომ­პა­ნია ამ პი­როვ­ნე­ბას ჯა­რი­მის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეც იგი­ვე მე­თო­დით გა­აფრ­თხი­ლებს და აც­ნო­ბებს, რომ გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა გა­იზ­რდე­ბა. მე­სა­მე მე­ქა­ნიზ­მია ავ­ტომფლო­ბელ­მა დარ­ე­კოს ცხელ ხაზ­ზე და მი­ი­ღოს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფო­მა­ცია, აქვს თუ არა რა­ი­მე ჯა­რი­მა და მოხ­და თუ არა მისი ჩა­ბა­რე­ბა", - გან­მარ­ტავს ლე­ვან ტა­ბი­ძე.

ლე­ვან ტა­ბი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერთი თვის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ავ­ტომფლო­ბელ­მა 150-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაც არ გა­და­ი­ხა­და, საქ­მე გა­და­დის აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო­ში, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქეს და თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ვერ შედ­გა, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს მიერ სა­აღმსრუ­ლებ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი იწყე­ბა.

AMBEBi.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა პრო­ცე­დუ­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც "სითი პარ­კი" "ურჩი" მძღო­ლის საქ­მეს აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს გა­დას­ცემს. რო­გორც აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო­ში გან­გვი­მარ­ტეს, პირ­ველ ეტაპ­ზე სუ­ბი­ექ­ტი, ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პირი მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში ემა­ტე­ბა. ამავდრო­უ­ლად თა­ვად მო­ვა­ლეს ეგ­ზავ­ნე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. თუ ამას შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მოყ­ვა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, რე­გის­ტრა­ცი­ის საქ­მე იგ­ზავ­ნე­ბა ბან­კებ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­მო­ბი­ლის ან პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის მიზ­ნით. ხოლო თუ პი­რის სა­ხელ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა ქო­ნე­ბა, სუ­ბი­ექ­ტი მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში რჩე­ბა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვასო ურუ­შა­ძე აცხა­დებს, რომ ავ­ტომფლო­ბე­ლებს მი­ღე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა პოს­ტფაქ­ტუმ უწევთ, რაც არას­წო­რი და მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კაა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დგას მსგავ­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე: "ეს არის გარ­კვე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზი, "სითი პარ­კი" ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ იღებს გაზ­რდი­ლი ჯა­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში აც­ნო­ბოს მო­ქა­ლა­ქეს. ხში­რად არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ე.წ. "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" თვით­ნე­ბუ­რად იღე­ბენ "სითი პარ­კის" სა­ჯა­ი­მო ქვი­თარს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით. ამ დროს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს ავ­ტომფლო­ბელს. სა­ბო­ლო­ოდ კი ვი­გებთ, რომ ჩვე­ნი გვერ­დის ავ­ლით ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, რაც დიდი ხარ­ვე­ზია რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ისე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დო­ნე­ზე. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე არ მუ­შა­ობს არც თბი­ლი­სის მე­რია და სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა მი­თუ­მე­ტეს არ დგას "სითი პარ­კის" ინ­ტე­რე­სებ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს სწო­რედ ჯა­რი­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით ავ­სებს" - ამ­ბობს ურუ­შა­ძე AMBEBi.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ვასო ურუ­შა­ძის თქმით, მარ­თა­ლია "სითი პარკს" კა­ნო­ნით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და­ჯა­რი­მე­ბის, გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის გაზ­რდი­სა და მისი ამო­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბის, ასე­ვე საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს­თვის გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ არას­წო­რია ის ფაქ­ტი, რომ კომ­პა­ნია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად, ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით

რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით

ბოლო დროს "სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემა. საკითხი უკავშირდება პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ 10-ლარიან ჯარიმებს, რომლებიც 150 და რიგ შემთხვევაში სამას ლარამდე იზრდება გადაუხდელობის შემთხვევაში. ავტომობილების მფლობელები ჯარიმის გადაუხდელობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათთვის ჯარიმა პირადად არ ჩაუბარებიათ, ან პარკირების ადგილზე გამოწერილი ჯარიმის ფურცელი დაიკარგა, შესაბამისად მათ მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ.

მსგავსი პრობლემა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებსაც შეექმნათ. როგორც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს, "ის ჯარიმა, რომელიც ჩემთვის არ ჩაუბარებიათ, ავიდა 300 ლარზე, ისე, რომ მე არაფერი არ ვიცოდი და არც გამაფრთხილეს, რომ ჩემთვის გადმოეცათ". ამავე პრობლემაზე წერს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც, "დღეს კიდევ ორი დააწიეს სასჯელ რაღაც კანტორას, ვერ დავიმახსოვრე, 600 ლარი მაქვს გადასახდელი, თორემ მანქანას დაგიყადაღებთო. ეს ხომ პატრულის ჯარიმა არ არის. პარკირების ჯარიმაა... ესე ბრმად უნდა ვენდო, არ გავაპროტესტო და გადავიხადო? მითუმეტეს მე არ ჩამიბარებია არანაირი ქვითარი..."

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ათლარიანი ჯარიმის გამო, მძღოლის საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცეს, როგორია დაჯარიმებული მძღოლის ინფორმირების მექანიზმი "სითი პარკის" მხრიდან და რა უნდა გააკეთოს ავტომფლობელმა იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის ფურცელი არც მას და არც მისი ოჯახის წევრს არ მიუღია?! - შეკითხვებით კომპანიის წარმომადგენელს მივმართეთ.

როგორც "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ამბობს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახის წევრისთვის არ ჩაუბარებიათ ჯარიმა, მას შეუძლია დაწეროს განცხადება ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საკითხს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ. "მინდა განვმარტო, რომ ჯარიმებს ჩვენ არ ვარიგებთ. კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე ქვეკონტრაქტორ საფოსტო ორგანიზაციასთან, რომელთა უფლებამოსილებაშიცაა ჯარიმების ადრესატამდე მიტანა. თუ მათი მხრიდან ხელმოწერის გაყალბება დადასტურდა, საკმაოდ სერიოზული სანქციები დაეკისრება კანონმდებლობის დამრღვევს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ჩაბარებულია ჯარიმა უფლებამოსილი პირის მიერ, ავტომფლობელი ვერაფერს იზამს", - აცხადებს ტაბიძე.

მისივე თქმით, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომფლობელის ინფორმირების რამდენიმე მექანიზმი არსებობს:

"გამოწერილი ჯარიმის ერთი ეგზემპლარი მანქანის საქარე მინაზე რჩება. ასევე, ჯარიმა იგზავნება ავტომფლობელის იურიდიულ მისამართზე და თუ ავტომფლობელი ან მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრი ჩაიბარებს ამ ჯარიმას, მას 30 კალენდარული დღე აქვს დასაფარად და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში მას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი, თანხა იზრდება 150 ლარამდე. მეორე გზა იმისთვის, რომ ადამიანი მუდმივად საქმის კურსში იყოს ჯარიმებთან დაკავშირებით - საკმარისია, ერთხელ სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე და ყველა დაჯარიმების შემთხვევაში ავტომფლობელს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება. კომპანია ამ პიროვნებას ჯარიმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრეც იგივე მეთოდით გააფრთხილებს და აცნობებს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. მესამე მექანიზმია ავტომფლობელმა დარეკოს ცხელ ხაზზე და მიიღოს ამომწურავი ინფომაცია, აქვს თუ არა რაიმე ჯარიმა და მოხდა თუ არა მისი ჩაბარება", - განმარტავს ლევან ტაბიძე.

ლევან ტაბიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომფლობელმა 150-ლარიანი ჯარიმაც არ გადაიხადა, საქმე გადადის აღსრულების ბიუროში, რომელიც თავის მხრივ მიმართავს მოქალაქეს და თუ ეს კომუნიკაციაც ვერ შედგა, აღსრულების ბიუროს მიერ სააღმსრულებლო პროცედურები იწყება.

AMBEBi.GE დაინტერესდა, რა პროცედურები ხორციელდება მას შემდეგ, რაც "სითი პარკი" "ურჩი" მძღოლის საქმეს აღსრულების ბიუროს გადასცემს. როგორც აღსრულების ბიუროში განგვიმარტეს, პირველ ეტაპზე სუბიექტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი მოვალეთა რეესტრში ემატება. ამავდროულად თავად მოვალეს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თუ ამას შვიდი დღის განმავლობაში არ მოყვა შესაბამისი რეაგირება, რეგისტრაციის საქმე იგზავნება ბანკებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის ან პირადი ანგარიშების კონფისკაციის მიზნით. ხოლო თუ პირის სახელზე არ ფიქსირდება ქონება, სუბიექტი მოვალეთა რეესტრში რჩება 5 წლის განმავლობაში.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ავტომფლობელებს მიღებული ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გაგება პოსტფაქტუმ უწევთ, რაც არასწორი და მანკიერი პრაქტიკაა. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი დგას მსგავსი პრობლემის წინაშე: "ეს არის გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, "სითი პარკი" ვალდებულებას არ იღებს გაზრდილი ჯარიმის შემთხვევაში აცნობოს მოქალაქეს. ხშირად არის შემთხვევები, როცა ე.წ. "სტაიანშიკები" თვითნებურად იღებენ "სითი პარკის" საჯაიმო ქვითარს კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით. ამ დროს ინფორმაცია არ აქვს ავტომფლობელს. საბოლოოდ კი ვიგებთ, რომ ჩვენი გვერდის ავლით ჩვენი საკუთრება დაყადაღებულია, რაც დიდი ხარვეზია როგორც საკანონმდებლო ისე სახელისუფლებო დონეზე. ამ პრობლემის მოგვარებაზე არ მუშაობს არც თბილისის მერია და საკითხის მოგვარება მითუმეტეს არ დგას "სითი პარკის" ინტერესებში, რომელიც თავისი შემოსავლების ნახევარზე მეტს სწორედ ჯარიმებიდან მიღებული თანხით ავსებს" - ამბობს ურუშაძე AMBEBi.GE-სთან ინტერვიუში.

ვასო ურუშაძის თქმით, მართალია "სითი პარკს" კანონით აქვს მინიჭებული დაჯარიმების, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის გაზრდისა და მისი ამოღების მექანიზმების ამუშავების, ასევე საქმის აღსრულების ბიუროსთვის გადაცემის უფლება, მაგრამ არასწორია ის ფაქტი, რომ კომპანია საავტომობილო ინფრასტრუქტურისა თუ მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, ავტომფლობელების დაჯარიმებაზეა ორიენტირებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია